„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3527-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.017756
3527-IIს
01/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
440050000.05.001.017756
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს;“.

 2. მე-8 მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება“;

 ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ამ მუხლის ნორმები აგრეთვე ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ოფიცერსა და რიგითზე, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი; ნამსახურობაში, გარდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც აღასრულებდნენ საპატიმრო სასჯელს (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.“.

 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 153 მუხლი:

 „მუხლი 153. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშება

 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის სოციალურ სამსახურებში (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა) სოციალურ მოსამსახურედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეების კომპენსაციის ოდენობა დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებისას ამ თანამდებობებისათვის განსაზღვრული სარგოს მესამედია.“.

 4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.“.

 

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2015 წ.

N3527-IIს