„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1530-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.103087
1530-Vმს-XIმპ
28/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
440050000.05.001.103087
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, თუ კომპენსაცია დაენიშნა:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირს ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით;

ბ) გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრს მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი და 1პუნქტების შესაბამისად;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშების პირობა ვრცელდება მხოლოდ ამავე კანონის ამოქმედების შემდეგ გასაცემ კომპენსაციაზე.

2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშების პირობა იმ კომპენსაციაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე შეჩერდა, ვრცელდება მისი განახლების შემთხვევაში კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 აპრილი 2026 წ.

N1530-Vმს-XIმპ