„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5263-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111116009, 16/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.016464
  • Word
5263-IIს
11/11/2011
ვებგვერდი, 111116009, 16/11/2011
440050000.05.001.016464
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 56, 28.12.2005, მუხ. 433) დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:

„მუხლი 381. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ლეგალიზაცია

1. 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლის  მე-2 პუნქტის მოქმედება.

2. 2011 წლის 1 ნოემბრამდე ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კომპენსაციიდან/სახელწიფო აკადემიური სტიპენდიიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 ნოემბერი.

№5263–II