დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1491-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.05.001.017198 |
|
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჯარო საქმიანობა – საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის შესახებ ინფორმაციას კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;“. 2. 381 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 381. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის ლეგალიზაცია 1. 2013 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული კომპენსაცია ექვემდებარება ლეგალიზაციას. 2. 2013 წლის 1 დეკემბრამდე ამ კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან. |
ქუთაისი, 1 ნოემბერი 2013 წ. N1491-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები