„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4078-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 440050000.05.001.019346
4078-რს
22/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
440050000.05.001.019346
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახის წევრებს.“.

2. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელსაც აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი, ნამსახურობაში ჩაეთვლება როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნამსახურობა, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ორგანოებში  სამსახური.“.

3. 372 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 372. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის და მისი ოჯახის წევრის მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მეხანძრე-მაშველს/მაშველს ნამსახურობის ვადის ამოწურვის   გამო, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველის ოჯახის წევრს კომპენსაციის  მიღების უფლება წარმოეშობათ 2017 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

22 დეკემბერი 2018 წ.

N4078-რს