დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4858 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 16/06/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 440.050.000.05.001.002.856 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა განახლდება ასეთი სტატუსის დადგენის დღიდან და ანაზღაურდება ამ დაწესებულებაში პირის ყოფნის პერიოდისთვისაც. ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ კომპენსაცია წარსული დროისთვის გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“.
2. 31-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს კომპენსაციის გაცემის შეჩერების ამ კანონის ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება – მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კომპენსაციის გაცემის შეწყვეტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი გაცემა განახლდება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებით დადგენის შემდეგ;“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტა განხორციელდეს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლით განსაზღვრული პირის მიერ წარმოდგენილი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღების გარდაცვალების მოწმობის ან გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდებული ყოველთვიური ინფორმაციის საფუძველზე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 5 ივნისი.
№4858–Iს
დოკუმენტის კომენტარები