ნავთობისა და გაზის შესახებ

  • Word
ნავთობისა და გაზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1892
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13(20), 01/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.001.000.515
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1892
16/04/1999
სსმ, 13(20), 01/05/1999
300.380.000.05.001.000.515
ნავთობისა და გაზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/05/2006 - 24/10/2006)

საქართველოს კანონი

ნავთობისა და გაზის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნავთობი და გაზი

გ) წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციები

ე) სუბიექტი

ზ) აფილირებული კომპანია:

ზ.ა) იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა იურიდიული პირი (შემდგომ

ი) ნავთობისა და გაზის საბადო

ლ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა

ნ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ათვისება

პ) ბონუსი

ს) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობი და გაზი

ტ.ბ) საბადოს ( საბადოების) გამოფიტვის პროფილს;

ტ.გ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ფაქტორს;

უ) ნამატი ნავთობი და გაზი

ქ) ფორსმაჟორი

ყ) საქართველოს ტერიტორიული ზღვა – შავი ზღვის სანაპირო წყლების ნაწილი, რომლის სიგანეა 12 საზღვაო მილი და რომელიც აითვლება იმ წერტილების შემაერთებელი სწორი საწყისი ხაზებიდან, რომელთა კოორდინატებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი;

შ) საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა

ც) საქართველოს კონტინენტური შელფის რესურსები

წ) სამთო მინაკუთვნი – ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად;

ჭ) გეოლოგიური მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული წიაღის ნაწილი, რომელიც გამოიყენება შესაბამისად გეოლოგიური შესწავლის მიზნით. გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად;

ხ) მიწის მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორია. მიწის მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად;

ჯ) ხელშეკრულება

ა.ა) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება

ა.ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული ხარჯები და დანახარჯები

ა.თ) ათვისების გეგმა

ა.კ) არამაგისტრალური მილსადენი საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ . 16

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი№2888-სსმI, №11, 01.05.2006წ., მუხ.83

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3169-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.158

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 2. ნავთობისა და გაზის რესურსების სამართლებრივი რეგულირება

1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციები და ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება ან ტრანსპორტირების საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შეთავაზებული ყველა პირობა და მოთხოვნა უნდა დაეფუძნოს ამ კანონსა და „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონს.

3. ხელშეკრულების მომზადება, ხელმოწერა და შეწყვეტა ხორციელდება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 3. კანონის მიზანი

კანონის მიზანია:

ა) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა და ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

ბ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;

გ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა, შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბება;

დ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;

ე) საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციების განსაზღვრა.

ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობაში სახელმწიფო მარეგულირებელი უფლებამოსილების ერთ მარეგულირებელ ორგანოში გაერთიანება და მისი ძირითადი ფუნქციების განსაზღვრა.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

  მუხლი 4. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის რესურსებზე

1. საქართველოს ტერიტორიის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსები არის სახელმწიფო საკუთრება. მიწის საკუთრების უფლება არ გულისხმობს ამ მიწის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის ბუნებრივი რესურსების საკუთრების ან ექსპლუატაციის უფლებას.

2. საქართველოს აქვს თავის ხმელეთზე და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება.

3. მოპოვებულ ნავთობზე და გაზზე საკუთრების უფლება განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად.

4. მოპოვებული და მიწისქვეშა რეზერვუარში შესანახად მოთავსებული ნავთობი და გაზი ითვლება მოპოვებულად.

5. რეზერვუარში საწარმოო მიზნით (ჭაბურღილის ბურღვა, გამოცდა, მიწისქვეშა რემონტის ჩატარება, ათვისება და სხვა) დაბრუნებული ნავთობი და გაზი მიიჩნევა ნავთობისა და გაზის მარაგების ნაწილად და არ ჩაითვლება მოპოვებულად.

    მუხლი 5. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ ქონებაზე

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული მოძრავი და ისეთი უძრავი ქონება, რომლის დემონტაჟიც შესაძლებელია ძირითადი ქონების დაზიანების გარეშე და რომელიც შექმნილია ან შეძენილია ნავთობისა და გაზის ოპერაციების სუბიექტის მიერ, არის ამ სუბიექტის საკუთრება, თუ ამ ქონების ღირებულება ანაზღაურებული არ არის საკომპენსაციო ნავთობით და გაზით. თუ ამ ქონების ღირებულება ანაზღაურებულია, იგი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. ამასთანავე, სუბიექტს უფლება აქვს გამოიყენოს ანაზღაურებული ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას და თავის თავზე აიღოს ამ ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის რისკი და ხარჯები.

2. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის მიზეზის მიუხედავად, ლიცენზიით გამოყოფილ ფართობზე და მის წიაღში განთავსებული ნებისმიერი ნაგებობა და სხვა უძრავი ქონება არის სახელმწიფოს საკუთრება, მიუხედავად იმისა, ანაზღაურებულია თუ არა ამ ქონების საფასური.

    მუხლი 6. ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელონ სახელმწიფომ და ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის შესაბამისად.

2. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

თავი II

ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 7. ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისია არის ამ კანონის და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას და არ ექვემდებარება არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებასა და ორგანიზაციას.

3. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, კომისიის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

4. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს კომისიის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო განრიგს.

5. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;

გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;

დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკებების წარმოებისას კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სამთავრობო დაწესებულებისაგან სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან;

ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. კომისიის განაცხადის მიღებისთანავე საქართველოს ყველა სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;

ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით წარმოშობილი მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

თ) საბაზრო პრინციპების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ სახელმწიფო არის ამ კომპანიის მფლობელი ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;

კ) რეგულირების საფასურის დადგენა არა უმეტეს „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და დადგენილი წესით მისი განკარგვა;

ლ) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება;

მ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

ნ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;

ო) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

ჟ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანობის მიზნით;

რ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;

ს) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა.

6. ამ მუხლის მე- 5 პუნქტით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისას კომისია იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამ პირობებს ამტკიცებს საჯარო განხილვის შემდეგ.

საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი№2499-სსმI,, №22, 08.08 2003წ., მუხ.155

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი№879-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.37

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

  მუხლი 8. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

2. კომისიის დადგენილება არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება საქართველოს კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4. კომისიის თავმჯდომარე კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.

5. კომისიის სამართლებრივი აქტები (კომისიის დადგენილება და კომისიის გადაწყვეტილება) მიიღება კომისიის სხდომაზე.

6. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

  მუხლი 8 1 . კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება 3 წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

3. პირი არ შეიძლება დაინიშნოს კომისიის წევრად ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

4. კომისიის წევრად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.

5. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილია ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

6. კომისიის თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე, მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.

7. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება.

საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

მუხლი 8 2 . კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან განთავისუფლება

1. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:

ა) ნებაყოფლობით გადადგა;

ბ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) დაარღვია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის ან ამ კანონის 84 მუხლის მოთხოვნები;

ვ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას;

ზ) გარდაიცვალა.

2. კომისიის წევრის განთავისუფლება ხდება მხოლოდ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

მუხლი 8 3 . კომისიის აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება

კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

 მუხლი 8 4 . კომისიის წევრისა და მისი აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

3. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

4. კომისიის აპარატის თანამშრომელი, გარდა დამხმარე მოსამსახურისა, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

5. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

6. კომისიის წევრი, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

მუხლი 8 5 . კომისიის წევრის პოლიტიკური საქმიანობა

კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

 მუხლი 8 6 . დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა

1. კომისია, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

3. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს კომისიის აპარატის თანამშრომლები.

4. კომისიის აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

  მუხლი 8 7 . კომისიის სხდომა. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, კომისიის თავმჯდომარის ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

4. კომისიის სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ორჯერ. რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის არანაკლებ 2 წევრი.

5. კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

6. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

7. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით.

8. გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

  მუხლი 8 8 . კომისიის ბიუჯეტი

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 დეკემბრისთვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური, ამ კანონით, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

3. რეგულირების ყოველწლიური საფასური დგინდება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

   მუხლი 8 9 . კომისიის ანგარიში

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისისთვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში.

2. კომისია საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს.

3. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება არა უმეტეს წელიწადში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.

4. კომისიის ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) ნავთობისა და გაზის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) ნავთობისა და გაზის სფეროში მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ;

გ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ;

დ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ე) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ვ) ნავთობისა და გაზის სფეროში საინფორმაციო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ;

ზ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

თ) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ: კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები და კომისიის მიერ ამ თანხების წლის განმავლობაში გამოყენება, კომისიის მიერ წლის განმავლობაში აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები;

ი) აუდიტის დასკვნას.

5. კომისია უზრუნველყოფს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას. ანგარიშის ძირითადი დასკვნები და საჯარო განხილვის შედეგები უნდა აისახოს ნავთობისა და გაზის სფეროს პრიორიტეტებში.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

   მუხლი 8 10 . ანგარიშვალდებულება და სანქციები

1. ნავთობისა და გაზის სფეროში საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

2. ლიცენზიის მფლობელი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის სრულ ანგარიშს და აუდიტის დასკვნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. კომისია ადგენს ანგარიშგების ფორმებს.

4. კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

5. ლიცენზიის მფლობელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.

6. ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.

7. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის ან ლიცენზიის გაუქმების უფლება. ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის ან ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

  მუხლი 9. საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია

1. საქართველოში ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო კომპანია „საქნავთობი“. ამ კანონის მიზნიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ("საქნავთობი") პრივატიზების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ამ კანონის მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ სახელმწიფო ნავთობის ეროვნული კომპანიის მფლობელია ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია:

ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ამ ხელშეკრულების პარაფირება კომისიის მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე;

ბ) ხელშეკრულებების განხორციელებისას საქართველოს მხრიდან პარტნიორის სახით მოქმედება;

გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;

დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება;

ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების კომერციული და სამეურნეო ნაწილის ზედამხედველობისა და ხელმძღვანელობის მიზნით, ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების კონტროლით;

ვ) ყველა იმ სხვა ფუნქციის შესრულება, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან საქართველოს კანონმდებლობით.

3. საქართველოს ნავთობის ეროვნულ კომპანიას უფლება აქვს:

ა) დადოს ხელშეკრულება მესამე მხარესთან თავისი სახელით ან აფილირებული კომპანიის საშუალებით;

ბ) ჩამოაყალიბოს აფილირებული კომპანია და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სამოქალქო კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულებებში სხვა კომპანიებთან და დაწესებულებებთან ერთად; აქედან გამომდინარე იგი უფლებამოსილია შეიძინოს, ფლობდეს, გაყიდოს ან გადასცეს თავისი წილი;

გ) მონაწილეობა მიიღოს კოოპერაციულ და პარტნიორულ შეთანხმებებში მესამე მხარეებთან საქართველოში და უცხო ქვეყნებში.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 10. ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა

1. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციისა და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლებები, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ კომისიის მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს ხელშეკრულებაში და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში.

2. კომისია განსაზღვრავს ტენდერის და აუქციონის ჩატარების წესებსა და პროცედურას და ატარებს მათ რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შესაბამისად ტენდერის ან აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე.

3. თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოს არსებობაც, კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან (საჭიროების შემთხვევაში – სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან) შეთანხმებით.

4. ინვესტორმა, რომელსაც სურს კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობა, კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნავთობისა და გაზის ძებნაძიების ან/და ექსპ-ლუატაციის ფორმები და პარამეტრები;

ბ) განმცხადებლის მისამართი და მისი საქმიანი კონტაქტები საწარმოო და ფინანსურ პარტნიორებთან;

გ) მონაცემები განმცხადებლის მფლობელების და მმართველი პერსონალის შესახებ;

დ) განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და საექსპლუატაციო ოპერაციების დაფინანსების შესაძლო წყაროები;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, აგრეთვე, თუ შესაძლებელია, განმცხადებლის სავარაუდო პარტნიორების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;

ვ) განმცხადებლის გამოცდილება (კვალიფიკაცია) და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ზ) განმცხადებლის წინადადება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და ექსპლუატაციის ოპტიმალურად ჩატარების შესახებ;

თ) განმცხადებლის გარანტია, რომ იგი კომისიას მიაწვდის სრულ ინფორმაციას ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დროს მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები.

5. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს და წარადგენს ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ განაცხადს. ინვესტორის ტენდერში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტენდერში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება კომისიასა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ წარდგენილია მხოლოდ ერთი განაცხადი, კომისიას უფლება აქვს გააუქმოს ტენდერი;

გ) თუ რამდენიმე განმცხადებელი ერთნაირად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, განმცხადებლებს შორის ჩატარდება აუქციონი;

დ) თუ მოლაპარაკების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში კომისიასა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულება არ დაიდება, ტენდერის შედეგები გაუქმებულად ჩაითვლება;

ე) თუ ტენდერის მოთხოვნებს ვერც ერთი განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს, კომისია ტენდერს გაუქმებულად აცხადებს.

6. აუქციონის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე მეტ თანხას. ინვესტორის აუქციონში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, აუქციონში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება კომისიასა და აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ არ არის ფასიანი შეთავაზებები, კომისია აუქციონს გაუქმებულად აცხადებს.

7. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი იხდის კომისიის მიერ დადგენილ შენატანს, რომელიც მას აღარ უბრუნდება.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

თავი III

ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებები, ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის თავისებურებანი

    მუხლი 11. ხელშეკრულების სახეები

1. ნავთობისა და გაზის სხვა სახის ხელშეკრულებებთან ერთად, ხელშეკრულების ძირითადი ფორმებია:

ა) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება;

ბ) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება;

გ) მომსახურების ხელშეკრულება.

2. კომისიას შეუძლია მოამზადოს და გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოდელური ფორმები.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 12. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები

1. კომისიასა და ინვესტორს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ა) ხელშეკრულების ვადის დაყოფას კვლევისა და პროდუქციის წარმოების პერიოდებად;

ბ) წინასწარ შეთანხმებული სამუშაოების (სეისმური კვლევები, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა) მინიმალურ მოცულობასა და დასახარჯი თანხის ოდენობას;

გ) ხარჯების ანაზღაურებისა და პროდუქციის განაწილების პირობებს;

დ) ნავთობისა და გაზის საბაზრო ფასისა და საკომპენსაციო ნავთობის ღირებულების განსაზღვრის წესს;

ე) მოპოვებული ნავთობისა და გაზის საკუთრების უფლებას;

ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესასრულებლად შექმნილი საოპერაციო კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ფუნქციებს და მოვალეობებს;

ზ) ბონუსების განსაზღვრას, ბონუსის და სხვა გადასახადების გადახდის პირობებს;

თ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და შეფასების პროექტების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს;

ი) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და შეფასების სამუშაოების მინიმალური მოცულობების შესრულების ვალდებულებას და მისი გადასინჯვის წესს;

კ) ფართობის შეკვეცის ვალდებულებას;

ლ) ნავთობისა და გაზის საბადოთა მოწყობისა და დამუშავების პროექტების ან/და ტექნოლოგიური სქემების, საერთო და წლიური პროგრამების შედგენის და მათი დაფინანსების ვადებსა და წესებს;

მ) ნავთობისა და გაზის მოპოვების შეთანხმებულ მოცულობას, რომელიც შემდეგ დაზუსტდება დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემის ან პროექტის შესაბამისად, აგრეთვე ვალდებულებებს საბადოთა მოწყობის სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესახებ, მოპოვებისა და ჭაბურღილების ექსპლუატაციის დაწყების, აგრეთვე სხვა სამუშაოთა შესრულების ვადებს;

ნ) თანმდევი გაზის გამოყენების ვალდებულებას;

ო) ნედლეულის ტრანსპორტირების პირობებს;

პ) საბადოთა ათვისების თავისებურებებს;

ჟ) ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის შექმნილ და გამოყენებულ ქონებაზე საკუთრების უფლებებს;

რ) წიაღით სარგებლობისას მიღებულ (მოპოვებულ) გეოლოგიურ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებას;

ს) წარმოების ნარჩენების, წიაღისეული და ჩამდინარე წყლების წიაღში ჩაშვების სახეებს, მოცულობებს და სათანადო სამუშაოთა განხორციელების პირობებს;

ტ) გარემოსა და ობიექტების საწარმოო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს;

უ) საერთო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენების წესებსა და პირობებს;

ფ) ხელშეკრულების პირობების და ლიცენზიით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლის განხორციელების მექანიზმს;

ქ) სალიკვიდაციო სამუშაოთა ჩატარების პირობებს;

ღ) დაზღვევის პირობებს;

ყ) ფორსმაჟორის შემთხვევაში შესასრულებელ მოვალეობებს;

შ) დავათა განხილვის წესს;

ჩ) გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენის წესებს;

ც) წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის განსაზღვრის, მოპოვებული, წიაღში დარჩენილი და დაკარგული ნავთობისა და გაზის ოდენობის და ხარისხის აღრიცხვის წესებს;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებებს.

11. ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ითვალისწინებს ჩასატარებელი კონკრეტული სამუშაოების თავისებურებებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

12. ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს სახელმწიფოს სახელით ფინანსური ან/და ქონებრივი ვალდებულების აღებას, რომელიც სცილდება ამ კანონის რეგულირების სფეროს.

2. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, თუ ამ ცვლილებებით არ ირღვევა ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის პირობები.

3. თუ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო აქტებით შეიცვლება ან დადგინდება პირობები, რომლებიც გააუარესებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სუბიექტის ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები, რის შედეგადაც ეს სუბიექტი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას, რათა არ მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ეკონომიკური პირობების გაუარესება. გამონაკლისს წარმოადგენს გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილებები.

4. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით (საქმიანობით) მოპოვებული ნავთობი და გაზი სახელმწიფოს და ინვესტორის საკუთრებაა.

საქართველოს 1999 წლი 9 სექტემბრის კანონი №2392-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.225

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

  მუხლი 13. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

1. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადებასთან, განხორციელებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა პირობები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობები წესრიგდება ამ კანონით.

2. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადების, განხორციელებისა და შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე სამუშაოები, რომლებიც არ წესრიგდება ამ კანონით ან არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებით, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თუ ინვესტორი არის იურიდიული პირების გაერთიანება (კონსორციუმი), რომელიც არ არის იურიდიული პირი, მის თითოეულ წევრს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები ენიჭება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება იდება კონსორციუმის მიერ დანიშნულ მის ერთ-ერთ წევრთან, რომელსაც გადაეცემა შესაბამისი უფლებამოსილებანი.

4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა ავტომატურად, კომისიის მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ნავთობისა და გაზის სამუშაოების წარმოების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისთვის გადაცემას პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესრულების მიზნით. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების იდენტური. გეოლოგიური ან/და სამთო მინაკუთვნი, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ლიცენზიასთან ერთად. ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტური.

5. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მოიცავს:

ა) ინვესტორის მიერ სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს, ანუ იმ ხარჯების და დანახარჯების განსაზღვრას, რომლებიც ნაზღაურდება მოპოვებული პროდუქციიდან ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის სახით;

ბ) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობას;

გ) საბაზისო ნავთობისა და გაზის ოდენობას;

დ) ნავთობისა და გაზის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის მოგების განაწილების წესებსა და პროცედურას;

ე) ბუნებრივი რესურსებით (ნავთობითა და გაზით) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის წესებსა და პროცედურას ფართობზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობის მიხედვით, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს წესები უნდა შეიცავდეს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახელმწიფოსათვის გადახდის აუცილებლობის პირობას საკომპენსაციო და საბაზისო ნავთობისა და გაზის დაბრუნებამდე ან მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებამდე;

ვ) ინვესტორის უფლებას გაიტანოს თავისი წილი საკომპენსაციო და მოგებული ნავთობი და გაზი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ზ) ინვესტორის ან მისი სახელით ან/და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ გადასახდელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ გადასახადებს და გადასახდელებს:

ზ.ა) მოგების გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე;

ზ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იმ ოდენობის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.გ) ქონების (მიწის) გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას მიწის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.დ) შესაბამის სოციალურ გადასახადებს;

ზ.ე) სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებსა და ბონუსს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად;

ზ.ვ) საბაჟო გადასახადს და დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ შეთანხმებული პროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შემოზიდული და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება ან გასხვისდება სხვა ფორმით, ან გამოიყენება სხვა მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრულ ნავთობის ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდებისა ან/და სხვა ფორმით გადაცემისა;

ზ.ზ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი ნავთობისა და გაზის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში;

თ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შემდეგ საგადასახადო უფლება-მოვალეობებს:

თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროექტით შეთანხმებული მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების და მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა თავისუფლდება საბაჟო და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან;

თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის უფლება. ასეთი ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვა ფორმით გასხვისების შემთხვევაში გადაიხდება საბაჟო და სხვა გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ხელშეკრულების ის მხარე, რომელიც იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის წილს, იღებს ვალდებულებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულოს მეორე მხარისთვის/მხარეებისთვის (ინვესტორისთვის/ინვესტორებისთვის) დაკისრებული მოგების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებები. ასეთი პირობის არსებობისას ინვესტორის ეს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო ორგანოები ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ გადასახდელების (გადასახადის და მოსაკრებლის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;

თ.დ) ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება გადასახადისა და ყველა სხვა გადასახდელისაგან;

ი) საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურების წარმოების შემდეგ წესებს:

ი.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ინვესტორი (ან ინვესტორის მითითებით საოპერაციო კომპანია) აღრიცხავს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და ინახავს ანგარიშებს. საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურები წარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ი.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს ეროვნული ვალუტით და აშშ დოლარებით;

ი.გ) მოდელურ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების დანართში დეტალურად განისაზღვრება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯები; დგინდება პროდუქციის აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანგარიშების წარდგენის პროცედურები, აგრეთვე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის, კომპენსაციის, მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებისა და მოგების გადასახადის გაანგარიშების პროცედურები;

ი.დ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დეტალურ დებულებებს, რომლებიც ეხება სავალდებულო სამუშაო პროგრამას, ინვესტორის მინიმალურ დანახარჯებს დროის მიხედვით და უცხო ქვეყნებში გასაწევ შესაძლო მაქსიმალურ დანახარჯებს;

კ) საბანკო ანგარიშების წარმოების და უცხოური ვალუტის გადაცვლის შემდეგ წესებს:

კ.ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მიზნით ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნან, შეინახონ და გამოიყენონ საბანკო ანგარიში უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 14. სარისკო მომსახურების ხელშეკრულება

სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობებია:

ა) ინვესტორი გაიღებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და გეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და წარუმატებლობის შემთხვევაში თავის თავზე იღებს რისკს;

ბ) ნავთობისა და გაზის რესურსების წარმატებული ძიების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის მოპოვების და ნავთობისა და გაზის სხვა ოპერაციების წარმოების შესახებ იღებს კომისია;

გ) ინვესტორს სახელმწიფო უნაზღაურებს მის მიერ დახარჯულ კაპიტალს სასესხო პროცენტით და დამატებით გადასახადს ნავთობისა და გაზის ძიების რისკის თავის თავზე აღებისათვის, თუ ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული;

დ) ინვესტორს დანახარჯები უნაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით. კომისიის გადაწყვეტილებით ინვესტორს დანახარჯები შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურდეს მოპოვებული ნავთობითა და გაზით, ან მიეცეს ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.

და გაზის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 15. მომსახურების ხელშეკრულება

1. მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ცალკეული სახის სამუშაოებზე, ისე სხვადასხვა სახის სამუშაოების კომპლექსზე (ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება, საბადოების ექსპლუატაცია, ჭაბურღილების რემონტი, უმოქმედო ჭაბურღილების აღდგენა, ნავთობისა და გაზის საბადოების მოწყობა, ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების მიწოდება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა).

2. მომსახურების ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარე უნდა იყოს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე სუბიექტი.

3. მომსახურების ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე არ აბანდებს კაპიტალს და არ იღებს თავის თავზე რისკს წარუმატებლობის შემთხვევაში.

4. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურება ანაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით, საიჯარო სამუშაოებისა და მომსახურების მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით. ცალკეულ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაწეული მომსახურების ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურება მოპოვებული ნავთობითა და გაზით. ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს შეიძლება მიეცეს მისი მომსახურებით მიღებული პროდუქციის ნაწილის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

მუხლი 15 1 . ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის გამცემი ორგანო

ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს კომისია.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 16. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 25 წელი. მხარეები ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციების ვადებს განსაზღვრავენ დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ფარგლებში.

2. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება დაიშვება ინვესტორის ინიციატივით იმ ვადით, რომელიც აუცილებელი და საკმარისია ნავთობისა და გაზის ეკონომიურად და რაციონალურად მოპოვების, გამოყენებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია 25 - წლიანი ვადის გასვლამდე, იგი შეიძლება გაგრძელდეს დროებით, მაგრამ არა უმეტეს ხუთი წლისა.

3. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების წესი და პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება.

4. ხელშეკრულებისა და ლიცენზიის პირობები არ მოქმედებს, თუ ადგილი აქვს ფორსმაჟორს. ხელშეკრულების პირობების ფორსმაჟორით გამოწვეული შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ფორსმაჟორის არსებობის პერიოდი, ხელშეკრულების პირობების დაგვიანებით შესრულების გამო მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო პერიოდთან ერთად, დაემატება ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 17. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის ოპერაციების შეწყვეტა

1. ინვესტორსა და კომისიას უფლება აქვთ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულება მხოლოდ ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ თავისუფლდებიან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შეუსრულებელი ვალდებულებებისაგან.

2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დატოვოს ფართობი იმ მდგომარეობაში, რაც შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამთო და სანიტარიული ზედამხედველობის, წიაღისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს და დადგენილ წესებს.

3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინვესტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები.

4. სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნას. ინვესტორი ვალდებულია შეავსოს ეს ფონდი ხელშეკრულების ხელმოწერის დროისათვის ან გადარიცხოს თანხა ამ ანგარიშზე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ხელშეკრულებით. ანგარიშზე არსებული თანხა დროის შესაბამისი პერიოდისათვის უნდა აღემატებოდეს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სავარაუდო ხარჯებს. სპეციალურ სარეზერვო ფონდში ჩარიცხული თანხა ინვესტორს უნაზღაურდება. თუ შენატანი რეალურად აჭარბებს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო ხარჯებს, მიღებული ნამატი ჩაითვლება მოგებულ ნავთობად. სპეციალურ სარეზერვო ფონდში აკუმულირებული თანხები გამოიქვითება მოგების გადასახადის გაანგარიშებისას.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 18. მოპოვებული ბუნებრივი გაზის გამოყენება

1. მოპოვებული ბუნებრივი გაზის ღია ცეცხლით დაწვა განსაკუთრებული პირობების არსებობის და სათანადო დასაბუთების გარეშე მიიჩნევა ბუნებრივი რესურსის ფუჭად ხარჯვად და იკრძალება.

2. კომისიას უფლება აქვს მოუხსნას ინვესტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა:

ა) ჭაბურღილის ბურღვის, შემოწმების ან შეკეთების დროს;

ბ) მილსადენის ან სხვა მოწყობილობის დაზიანებისას;

გ) ფორსმაჟორის შემთხვევაში.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 19. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია

1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს კომისია ხელშეკრულების საფუძველზე, მისი ხელმოწერიდან ერთი თვის განმავლობაში. ლიცენზია უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების იდენტურ პირობებს.

2. ინვესტორი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

3. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი ანაზღაურებს ტენდერის ან აუქციონის ჩატარების ხარჯებს კომისიის მიერ დადგენილი წესით.

4. სალიცენზიო მოსაკრებელი საკომპენსაციო ნავთობით და გაზით არ ანაზღაურდება.

საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 20. მიწის მინაკუთვნი

1. კომისიის მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიისა და შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით კომისია იმავდროულად გადასცემს ინვესტორს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ მიწის მინაკუთვნით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. თუ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს), ხელშეკრულების ხელმოწერამდე ინვესტორმა მიწის მესაკუთრესთან უნდა დადოს ხელშეკრულება მესაკუთრის მიერ მისთვის ამ მიწის ნაკვეთის გამოყენების ექსკლუზიური უფლების ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადაცემის შესახებ. ეს ხელშეკრულება ინვესტორმა უნდა წარუდგინოს კომისიას ხელშეკრულების დადების მიზნით, კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

3. კომისიას აქვს ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლება სასამართლოში განცხადების შეტანის გზით. ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლების განსახორციელებლად კომისია შეიმუშავებს და იღებს შესაბამის წესებსა და ნორმატიულ აქტებს.

4. თუ ინვესტორი ვერ მიაღწევს შეთანხმებას მიწის მესაკუთრესთან მისი მიწის ნაკვეთის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის განსაზღვრული ვადით გამოყენების თაობაზე, ინვესტორს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ემინენტ დომეინის საქმის დასაწყებად. კომისია იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასამართლოში განცხადების შეტანის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დაფაროს ემინენტ დომეინის საქმის საწარმოებლად საჭირო ყველა ხარჯი, მათ შორის, სასამართლოს მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც გადაეცემა მიწის მესაკუთრეს.

5. ყველა მონაწილე მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ემინენტ დომეინის საქმის საჯარო განხილვაში, წარადგინოს თავისი არგუმენტები, მოწმეები და დამამტკიცებელი საბუთები, გააკრიტიკოს სხვა მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტები, მოითხოვოს მოწმეების ჯვარედინი დაკითხვა, დაეჭვდეს წარდგენილი მტკიცებულებების სისწორეში და მოითხოვოს მათი გადამოწმება.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 21. მოპოვებული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული არამაგისტრალური მილსადენების და შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ექსპლუატაცია და გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად.

ინვესტორს უფლება აქვს აწარმოოს მოლაპარაკება სახელმწიფოს კუთვნილი მაგისტრალური მილსადენების თავისუფალი მოცულობების კომერციულ საფუძველზე გამოყენების შესახებ.

2. ინვესტორს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, არსებულ მაგისტრალურ მილსადენთან მისაერთებლად ააშენოს და გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენი ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი წილი ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიზნით.

    მუხლი 22. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა

1. ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი კომისიასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი რჩება პასუხისმგებელი აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ინვესტორი წერილობით ატყობინებს კომისიას ხელშეკრულებითა და ლიცენზიით განსაზღვრული უფლებამოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემის შესახებ.

2. კომისიისაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი პირს (მესამე მხარეს), რომელიც არ არის აფილირებული კომპანია, თუ ეს პირი ფლობს სათანადო ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს და აქვს გადაცემული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების გამოცდილება. ინვესტორი კომისიას წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში კომისია წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას, ხოლო უარის შემთხვევაში – მიზეზსაც. კომისიის პასუხი არ უნდა იყოს უმიზეზოდ გადავადებული. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი ამ მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.

3. სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის არსებობისას, კომისიისაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ ინვესტორს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს ნებისმიერ პირს (მესამე მხარეს) თავისი უფლება-მოვალეობები. პირი, რომელსაც გადაეცა უფლება-მოვალეობები, წერილობით ატყობინებს კომისიას უფლება-მოვალეობების მისთვის გადაცემის შესახებ. ინვესტორი კომისიას წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში კომისია წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.

4. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა ფორმდება წერილობით. ეს დოკუმენტი არის ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილი და ლიცენზიის ხელახლა გაცემის დროს ავტომატურად გაიცემა. ლიცენზიის ხელახლა გაცემა განხორციელდება ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში. ასეთი დოკუმენტის შინაარსს და ფორმას ადგენს კომისია.

5. კომისიის წერილობითი თანხმობით ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების განხორციელების მიზნით გამოიყენოს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ფინანსური ოპერაციების წარმოების უზრუნველყოფის გარანტია.

6. ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემა არ იბეგრება.

7. ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მესამე მხარი-სათვის გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი კომისიას უნაზღაურებს გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 23. საბადოს ერთობლივი ათვისება

1. საბადოს ერთობლივი ათვისება გულისხმობს ორ ან მეტ ინვესტორს შორის მოპოვების სამუშაოების კოორდინაციას ერთი საბადოს ფარგლებში, რომლის საზღვრებიც ვრცელდება თითოეული ინვესტორის სარგებლობაში არსებულ ფართობზე.

2. საბადოს ერთობლივი ათვისების აუცილებლობის შემთხვევაში ინვესტორებმა შეიძლება დადონ ხელშეკრულება საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ. საბადოს ერთობლივი ათვისების პროექტი (ტექნოლოგიური სქემა) შეთანხმებული უნდა იყოს კომისიასთან.

3. თუ ინვესტორები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ, საკითხს დამოუკიდებელი ექსპერტული დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტს კომისია. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ექსპერტიზის ხარჯებს ნავთობისა და გაზის სავარაუდო მისაღები წილის პროპორციულად გაიღებენ ინვესტორები.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 24. ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა

ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ინვესტორის უფლება- მოვალეობებია:

ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდისა და ტექნოლოგიის შერჩევა ნავთობისა და გაზის მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ბ) ფართობის მხოლოდ ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული მიზნით გამოყენება;

გ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებისას საქართველოს კანონმდებლობისა და საწარმოო უსაფრთხოების, გარემოსა და წიაღის დაცვის მოთხოვნების დაკმაყოფილება;

დ) სხვა პირებისათვის ფართობზე თავისუფლად გადაადგილებაში, მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში ან ნებისმიერი სახის სამუშაოების შესრულებაში (ნავთობისა და გაზის გარდა სხვა სახის ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიების, ათვისების და მოპოვების ჩათვლით) ხელის არშეშლა, თუ ეს მოქმედებები არ ითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული პირობების შექმნას და ხელს არ უშლის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებას;

ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების ტექნოლოგიური გეგმებისა და პროექტების დაცვა დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს პერსონალისა და საზოგადოების უსაფრთხოებას;

ვ) საქართველოში დამზადებული დანადგარების, მასალების და მზა პროდუქციისათვის უპირატესობის მინიჭება, თუ მათი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური თვისებები, ფასი, საოპერაციო პარამეტრები და მომარაგების პირობები კონკურენტუნარიანია;

ზ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებისათვის, საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო და სხვა სახის ტრანსპორტირების ჩათვლით, უპირატესობის მინიჭება, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია;

თ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას, თანაბარ პირობებში, საქართველოს მოქალაქეებისათვის უპირატესობის მინიჭება, სამუშაოთა საწარმოებლად სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირების დაუშვებლობა;

ი) კომისიისათვის დაგეგმილი სამუშაოების პროგრამისა და პროექტის განხორციელების შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენა;

კ) საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების თანხმობის შემდეგ გადაცემა, თუ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ლ) კომისიისთვის ფართობზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებთან ერთად გეოლოგიური და გეოფიზიკური ინფორმაციის წარდგენა, ფართობზე სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში კომისიისათვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის წერილობითი ინფორმაციის გადაცემა 30 დღის განმავლობაში;

მ) გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების დროულად გადახდა;

ნ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა ხელშეკრულების შესაბამისად;

ო) საქართველოს კულტურული და ისტორიული ობიექტების დაცვა;

პ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების, მათი ვადაზე ადრე შეწყვეტის ან დამთავრების დროს დაზიანებული მიწის ნაკვეთისა და სხვა ობიექტების საკუთარი ხარჯებით აღდგენა იმ მდგომარეობამდე, რაც მისაღებია მისი შემდგომი გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ჟ) საქართველოდან ექსპორტირებული თავისი წილი ნავთობისა და გაზის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის უცხო ქვეყნებში გატანა და შენახვა სახელმწიფოსთვის სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ;

რ) თუ ინვესტორი თავის წილ ნავთობსა და გაზს გაყიდის საქართველოში, მას უფლება აქვს საქართველოს ვალუტა თავისუფალი საბაზრო კურსით გადაცვალოს თავისუფლად კონვერტირებად უცხოურ ვალუტაზე და განაგოს ეს თანხები, მათ შორის, სახელმწიფოსთვის სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ გადაგზავნოს უცხო ქვეყნებში შეზღუდვების ან სხვა გადასახადების გადახდის გარეშე.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 25. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური ინფორმაცია, მონაცემები ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ, საწარმოო მონაცემები, სამთო ქანების ნიმუშები, მათ შორის, ინვესტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისას მიღებული გარსი და ქანთაშორისი სითხე არის სახელმწიფოს საკუთრება. ინვესტორს უფლება აქვს თავისუფლად და უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ ინფორმაციით, მონაცემებითა და ნიმუშებით საქართველოში და უცხო ქვეყნებში მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესრულების მიზნით და იმ პირობით, რომ დაცული იქნება ინფორმაციის კონფიდენციალობა.

2. ინვესტორს უფლება აქვს გაუმჟღავნოს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია თავის ფილიალს, ნებისმიერ პროფესიონალ მრჩეველს, ბანკს ან საფინანსო ორგანოს, რომლისგანაც ინვესტორი ცდილობს ფინანსების მოზიდვას, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.

3. გარკვეული დროის შემდეგ სახელმწიფოს უფლება აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს მესამე მხარეს.

თავი III1

ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება და ტრანსპორტირების საქმიანობა

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

  მუხლი 25 1 . ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობა

ტრანსპორტირება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა გადამზიდველისათვის არადისკრიმინაციულ საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 252. სპეციალიზებული ტრანსპორტირება

1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელს, მის აფილირებულ კომპანიას ან სხვა პირს უფლება აქვს კომისიაში შეიტანოს განაცხადი ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად მხოლოდ მის მიერ წარმოებული ან მისი ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით.

2. კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად ლიცენზიის მფლობელმა სხვა გადამზიდავებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მილსადენის ჭარბი (გამოუყენებელი) სიმძლავრე არადისკრიმინაციულ საფუძველზე, თუ:

ა) მიზანშეწონილი საოპერაციო ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მოიცავს მოთხოვნისა და წარმოების ექსპანსიის პოტენციას, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით, მილსადენის სრული სიმძლავრე რეგულარულად არ გამოიყენება ლიცენზიის მფლობელის ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის;

ბ) ლიცენზიის მფლობელი ხელშეკრულებას დადებს ან შესთავაზებს მის დადებას მესამე მხარეს, რომელიც არ არის მისი აფილირებული კომპანია, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

მუხლი 253. ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა

1. კომისია განიხილავს ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს, ადგენს ტარიფს, ამტკიცებს ტრანსპორტირების მომსახურების პირობებს.

2. ტრანსპორტირების კომპანიისა და გადამზიდავის ინტერესების დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილება არსებულ ტარიფში.

3. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი:

ა) იცავს გადამზიდავს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს საკუთარი ხარჯები, რომლებიც მოიცავს: ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთანავე, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდების ამონაგების დასაბუთებულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) ხელს უწყობს ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტირების კომპანია აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის პირობებს მომსახურების ხარისხზე;

დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ტრანსპორტირების სფეროში მოკლე და გრძელვადიანი ზღვრული ხარჯებისა და ფასების ასახვით, აგრეთვე ტრანსპორტირების მომსახურების სიჭარბისა და სიმცირის რეგულირებით;

ე) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ეკონომიკურად გამართლებული ყველა ხარჯი, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები, და რეგულირების საფასური.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 254. ტარიფის დადგენისა და ამოქმედების წესი და პროცედურები

1. სატარიფო განაცხადის განხილვისა და ტარიფის დადგენისათვის კომისია ნორმატიული აქტებით განსაზღვრავს შემდეგ წესებსა და პროცედურებს:

ა) სატარიფო განაცხადის მიღების წესს;

ბ) სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს;

გ) გადამზიდავისა და სხვა დაინტერესებული მხარის მიერ ტარიფის დასაბუთების პროცედურებს;

დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს;

ე) ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯების გამოთვლის მეთოდებსა და პროცედურებს.

2. ტარიფი ძალაში შედის კომისიის მიერ სატარიფო განაცხადის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადზე კომისიის მოთხოვნას. ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯები აისახება რეგულირების საფასურში.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 25 5 . საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ორგანო

საქმიანობის ლიცენზიას გასცემს კომისია.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 25 6 . საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

1. კომისია ნორმატიული აქტებით ამტკიცებს საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმას, ამ ლიცენზიის შინაარსს და შესაბამისი საქმიანობის ზოგად პირობებს.

2. განაცხადში მითითებული უნდა იყოს:

ა) განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, მმართველი პერსონალის რეკვიზიტები, საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ასევე იურიდიული პირის საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაციის ორგანო;

ბ) ყველა იმ პირის სახელი, გვარი და მისამართი, რომელიც ფლობს აქციების 5 ან მეტ პროცენტს ან განმცხადებლის მოგების პროცენტს.

3. განაცხადს უნდა ერთოდეს:

ა) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა;

ბ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში;

გ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში;

დ) ინფორმაცია განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობისა და იმ თანხის წყაროს შესახებ, რომელსაც იგი გამოიყენებს საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;

ე) დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ვ) განმცხადებლის გარანტია, რომ იგი კომისიას მიაწვდის სრულ ინფორმაციას საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

4. თუ განმცხადებელი არის ორი ან მეტი პირი, რომელიც განუყოფელი ინტერესით ერთობლივად ფლობს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას:

ა) თითოეულმა მათგანმა ცალკე უნდა გააკეთოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია;

ბ) მათ უნდა წარმოადგინონ ერთმანეთს შორის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი და წერილობითი თანხმობა ერთ-ერთი პირის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ, რომელზედაც გაიცემა საქმიანობის ლიცენზია და რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმოქმედოს დანარჩენი განმცხადებლების სახელით;

გ) თითოეულ მათგანს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა იმ მოვალეობების შესრულებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან;

დ) თითოეულმა მათგანმა, რომელიც ფლობს იურიდიულ ინტერესს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში, ასეთი ინტერესის შესახებ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ინტერესის შეძენისას და შემდგომ ყოველწლიურად, კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს კომისიის მიერ ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული საქმიანობის შეჩერება.

5. თუ განმცხადებელი არის აფილირებული კომპანია, მაშინ მშობელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფინანსური და საქმიანობის შესრულების გარანტიები.

6. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია წყვეტს საქმიანობის ლიცენზიის გაცემის საკითხს. საქმიანობის ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს პირობები, რომლებითაც საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს მიეცემა შესაბამისი საქმიანობის უფლება, კერძოდ:

ა) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დააპროექტოს, ააგოს, აღჭურვოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას და საქმიანობა განახორციელოს საქმიანობის ლიცენზიის შესაბამისად;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიიღოს კომისიის წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის განხორციელების მეთოდის, საშუალების ან სახეობის შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის; წინასწარ შეატყობინოს კომისიას საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლის შესახებ;

გ) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. კომისიას უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ხელახალი განაცხადის შეტანის საფუძველზე, შემდგომი პირობების წაყენებით, არა უმეტეს 10 წლით გააგრძელოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა;

დ) განმცხადებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს საქმიანობის ლიცენზიის მიღებისათვის.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

  მუხლი 25 7 . საქმიანობის შემოწმება

განხორციელებული საქმიანობის საქმიანობის ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობის დასადგენად, კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს ქარხანა და სატრანსპორტო საშუალება სამუშაო პროცესში და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 258. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ექვსი თვით ადრე წერილობით შეატყობინოს კომისიას საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.

2. ავარიის შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საქმიანობა, გამოასწოროს ავარიის შედეგები, დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას ავარიით მიყენებული ზიანი, საქმიანობის ლიცენზიისა და კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომისიას ასეთი შემთხვევის შესახებ და წარუდგინოს დეტალური ანგარიში.

3. კომისია უფლებამოსილია შეწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და საქმესთან დაკავშირებული ფაქტების განხილვის საფუძველზე.

4. (ამოღებულია).

5. კომისიას უფლება აქვს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შეუწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება, თუ იგი:

ა) არ ასრულებს საქმიანობის ლიცენზიის რომელიმე პირობას;

ბ) არ იცავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის სტანდარტებს;

გ) არ ასრულებს კომისიის სამართლებრივ აქტებს;

დ) არ ასრულებს ამ კანონის ან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

6. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს წერილობითი შეტყობინება ეგზავნება საკითხის განხილვამდე 30 დღით ადრე. მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზი;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მოქმედების ან უმოქმედობის დეტალური აღწერა, რომელიც წარმოადგენს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველს;

გ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის შემდგომი ქმედება, რომელიც საჭიროა საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზის გამოსასწორებლად ან აღმოსაფხვრელად.

7. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დაესწროს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვას და დაიცვას თავისი უფლებები.

8. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის საკითხის განხილვიდან 10 დღის განმავლობაში კომისია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

9. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის პერიოდში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ეფექტიან, უსაფრთხო და ოპერატიულ დახურვას საკუთარი სახსრებით. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვასა და მიტოვებაზე, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოძრავი ქონების აღებას, საქმიანობის ფართობის აღდგენასა და დამუშავებას საკუთარი სახსრებით.

10. ნებისმიერ დროს, მათ შორის, საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის პერიოდში, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს მისთვის საქმიანობის ლიცენზიით, კომისიის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და დაზიანებული მიწის აღდგენის ვალდებულებებს), ფინანსურად აგებს პასუხს ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვ.), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტში განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებათა შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიასთან ერთად შექმნილ სალიკვიდაციო ფონდში წინასწარ გადარიცხოს აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დასაფარავად საკმარისი თანხა ან კომისიას წარუდგინოს აკრედიტივი ამ თანხის გადახდის შესახებ.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 259. საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი კომისიისათვის 30 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების შემდეგ უფლებამოსილია, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი საქმიანობის ლიცენზიაზე ამ პირის სასარგებლოდ.

3. საქმიანობის ლიცენზიაზე უარის თქმის მიზნით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს კომისიას. განცხადებას უნდა დაერთოს მესამე პირის განაცხადი და საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია. მესამე პირისათვის საქმიანობის ლიცენზიის გადაცემის მომენტიდან წინა ლიცენზია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად მიიჩნევა.

4. კომისია განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის ან ისეთი ცვლილებით გაცემის შესახებ, რომელიც შეესაბამება ამ კანონსა და კომისიის ნორმატიულ აქტებს. კომისია გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ დაასკვნის, რომ:

ა) განმცხადებელს აქვს საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსები და შესაბამისი გამოცდილება (კვალიფიკაცია), რათა წარმართოს საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და შეასრულოს მისთვის გადაცემული მოვალეობები;

ბ) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამა საკმარისია წინა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის წარსამართად, შეცვლილი პირობების, მათ შორის, ფასების, საბაზრო მოთხოვნის, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების მიწოდების შესაძლებლობის ან სხვა შესაბამისი ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით.

5. მესამე პირისთვის გადაცემული საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადის ხანგრძლივობა უდრის წინა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადის ხანგრძლივობას.

6. კომისიას წინასწარი წერილობითი თანხმობით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ამ ლიცენზიით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების გარანტია.“

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 2510. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს:

ა) დააპროექტოს, ააშენოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას და სატრანსპორტო საშუალებას;

ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და კომისიის სამართლებრივი აქტები;

გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს კომისიას სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) დადგენილი ფორმის შესაბამისად კომისიას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე დაბეგვრასთან, გარემოს დაცვასთან და საგანგებო სიტუაციებთან, ნედლეულისა და ნავთობპროდუქტების ხარისხთან, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის სტატუსთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები;

ე) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტები;

ვ) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს გზები, ხიდები, ნავსადგურები, საჰაერო სივრცე, თვითმფრინავები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები, ტელეკომუნიკაციები და სხვა სახელმწიფო საკუთრება;

ზ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნას და გამოიყენოს საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში – ეროვნულ ვალუტაში;

თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის და მოდიფიცირებისათვის მიიღოს კომისიის ნებართვა;

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება და ტრანსპორტირების საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის პირობებისა და მასში განსაზღვრული ვადების შესაბამისად;

ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და სააგენტოს სამართლებრივი აქტები;

გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) დადგენილი ფორმის შესაბამისად, სააგენტოს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე დაბეგვრასთან, გარემოს დაცვასთან და საგანგებო სიტუაციებთან, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხთან, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის სტატუსთან და საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები;

ე) პასუხი აგოს ხელმძღვანელობის, პერსონალის, აგენტების და ქვეკონტრაქტორების ქმედებაზე;

ვ) საქმიანობის ფართობი გამოიყენოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის;

ზ) არ დაუშვას უცხო პირთა თავისუფალი გადაადგილება საქმიანობის ფართობზე, ასევე მათ მიერ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ქარხნის, მოწყობილობების, კომუნიკაციებისა და სხვა საშუალებების გამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობითა და საქმიანობის ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის და მოდიფიცირებისათვის მიიღოს სააგენტოს ნებართვა;

ი) გადაიხადოს ყველა გადასახადი და ჯარიმა, შეასრულოს სხვა საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოს საზოგადოების უსაფრთხოება და გარემოს დაცვა;

ლ) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის შეიმუშაოს გეგმა, წვრთნა ჩაუტაროს პერსონალს და დაამონტაჟოს საჭირო აპარატურა, რათა ავარიის შემთხვევაში მიიღოს დროული და ეფექტიანი ზომები;

მ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას არ მიაყენოს ზიანი საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;

ნ) ფინანსურად აგოს პასუხი ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვ.), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით;

ო) უპირატესობა მიანიჭოს საქართველოში დამზადებულ დანადგარებს, მასალებსა და პროდუქციას, თუ მათი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური მაჩვენებლები, ფასები, საწარმოო პარამეტრები და მიწოდების პირობები კონკურენტუნარიანია;

პ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებას, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია;

ჟ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას თანაბარ პირობებში უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს, სამუშაოებზე არ დაუშვას სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირები;

რ) საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ქარხნისა და სატრანსპორტო საშუალების ეფექტიანი, უსაფრთხო და ოპერატიული დახურვა;

ს) აღადგინოს დაზიანებული საქმიანობის ფართობი;

ტ) ამ კანონის შესაბამისად კომისიას წარმოუდგინოს ფინანსური გარანტია საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტასთან, ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალებების დახურვასთან დაკავშირებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

  მუხლი 2511. ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სერტიფიცირება

1. კომისია ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განიხილავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის ახალ სტანდარტებს და მონაწილეობს მათ დამტკიცებაში.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს ლაბორატორიას გასასინჯად ნედლეულს ან ნავთობგაზ-პროდუქტების ნიმუშებს. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება კომისიას.

3. კომისიის ექსპერტებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების ნიმუშები და წარუდგინონ ლაბორატორიას გასასინჯად. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება კომისიას.

4. თუ ნედლეულის ან ნავთბპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, კომისიას უფლება აქვს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულებას.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

                                                    თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 26. ნავთობისა და გაზის არსებული ხელშეკრულებები

1. ეს კანონი აღიარებს არსებული ხელშეკრულებების მართლზომიერებას ამ კანონის ნორმებთან მიმართებაში.

2. არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა), ჩამოყალიბებისთანავე გადაეცემა საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 27. კანონით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა და ინვესტორის უფლებების სახელმწიფო გარანტიები

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვესტორის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონის ამოქმედებიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს, არ შეეხება ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებებს, ასევე არსებულ ხელშეკრულებებს

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზეც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.

3. სახელმწიფო ორგანოებს და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ინვესტორს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ხელშეკრულების პირობებს.

საქართველოს 1999 წლი 9 სექტემბრის კანონი №2392-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.225

    მუხლი 28. საქმიანი ურთიერთობა

ინვესტორის მიერ დაქირავებული საქართველოს მოქალაქეების შრომის ანაზღაურების, სამუშაო და დასვენების დროის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაზღვევის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 29. სახელმწიფოს იმუნიტეტი

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს დავის წარმოშობის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლო იმუნიტეტზე უარის თქმას.

    მუხლი 30. სადავო საკითხების განხილვა

1. ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, განსაკუთრებით, თუ დავა ეხება მიწას ან სხვა უძრავ ქონებას, განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ხელშეკრულების თარგმნასთან, იურიდიულ სტატუსთან, პირობების შესრულებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებული დავა განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ. თუ ინვესტორი არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, მასთან წარმოშობილი დავა შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

 მუხლი 301. (ამოღებულია)

საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

   მუხლი 302. საქმიანობის არსებული ლიცენზია

საქმიანობის არსებული ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში სააგენტოში უნდა შეიტანოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. საქმიანობის არსებული ლიცენზიის საფუძველზე სააგენტო გასცემს საქმიანობის ლიცენზიას ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

  მუხლი 30 3 . გარდამავალი დებულებანი

1. 2006 წლის 1 ივლისამდე დაინიშნონ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.

2. კომისიამ 2007 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს“ ბალანსზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კომისიისათვის გადაცემა.

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

    მუხლი 31. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 16 აპრილი.

№1892-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №23 92-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ .2 25

2. საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ .16

3. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

4. საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი№2499-სსმI, , №22, 08.08 2003წ., მუხ.155

5. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი№879-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.37

6. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი№2888-სსმI, №11, 01.05.2006წ., მუხ.83

7. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3169-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.158

8. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი№3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

32. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2629-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/03/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2224-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 30. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5648-რს - ვებგვერდი, 27/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1936-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 28. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1650-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 27. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 908-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 26. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 650-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 25. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 142-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 24. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4365-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 23. 10/07/2015 - საქართველოს კანონი - 4001-რს - ვებგვერდი, 21/07/2015 22. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1039-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 31/05/2013 - საქართველოს კანონი - 678-IIს - ვებგვერდი, 18/06/2013 20. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 467-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 19. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6330-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 18. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5968-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 17. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5646-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 16. 11/10/2011 - საქართველოს კანონი - 5091-IIს - ვებგვერდი, 111021011, 21/10/2011 15. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4682-Iს - ვებგვერდი, 110601014, 01/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4408-Iს - ვებგვერდი, 110317038, 17/03/2011 13. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 12. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 626 - სსმ, 35, 05/12/2008 11. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4859 - სსმ, 22, 19/06/2007 10. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4292 - სსმ, 1, 03/01/2007 9. 24/10/2006 - საქართველოს კანონი - 3580 - სსმ, 42, 10/11/2006 8. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3172 - სსმ, 17, 30/05/2006 7. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3169 - სსმ, 19, 25/05/2006 6. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2888 - სსმ, 11, 01/05/2006 5. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 879 - სსმ, 6, 19/01/2005 4. 18/07/2003 - საქართველოს კანონი - 2499 - სსმ, 22, 08/08/2003 3. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1853 - სსმ, 3, 17/01/2003 2. 02/03/2001 - საქართველოს კანონი - 757 - სსმ, 6, 20/03/2001 1. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2392 - სსმ, 43(50), 21/09/1999