საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6330-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.016764
  • Word
6330-Iს
25/05/2012
ვებგვერდი, 08/06/2012
300380000.05.001.016764
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილები შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნავთობის გადამუშავება − პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ნედლი ნავთობის გადამუშავებას ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით, ასევე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით;“.

მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 39 -ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი :

„ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.“.

2. 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების (მათ შორის, უსასყიდლოდ) შედეგად წარმოშობილი სარგებელი, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო წელს, როდესაც ეს საქონელი/მომსახურება გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში;“.

3. 106-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობასა და დამატებით განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები.“.

4. 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;“.

5. 309-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება გადამუშავების და თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა, რომელიც გამოიყენება საქონლის შერევისა (კომპაუნდირებისა) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 25 მაისი.

№6330- I