ნავთობისა და გაზის შესახებ

  • Word
ნავთობისა და გაზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1892
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13(20), 01/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.001.000.515
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1892
16/04/1999
სსმ, 13(20), 01/05/1999
300.380.000.05.001.000.515
ნავთობისა და გაზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/05/1999 - 09/09/1999)

საქართველოს კანონი

ნავთობისა და გაზის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნავთობი და გაზი

გ) წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციები

ე) სუბიექტი

ზ) აფილირებული კომპანია:

ზ.ა) იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა იურიდიული პირი (შემდგომ

ი) ნავთობისა და გაზის საბადო

ლ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა

ნ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ათვისება

პ) ბონუსი

რ) ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობი და გაზი

ტ) საბაზისო ნავთობი და გაზი

ფ) მოგების ნავთობი და გაზი

ღ) საოპერაციო კომპანია

შ) საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა

ც) საქართველოს კონტინენტური შელფის რესურსები

წ) სამთო მინაკუთვნი

ხ) მიწის მინაკუთვნი

ჰ) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

ა.ბ) არსებული ხელშეკრულება

ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზია

ა.ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული ხარჯები და დანახარჯები

ა.თ) ათვისების გეგმა

ა.კ) არამაგისტრალური მილსადენი

ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;

გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;

დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით; ხელშეკრულების მომზადებისა და მოლაპარაკებების წარმოებისას სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სამთავრობო დაწესებულებისა და სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან;

ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს განაცხადის მიღებისთანავე საქართველოს ყველა სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;

ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით წარმოშობილი მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

თ) საბაზრო პრინციპების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ სახელმწიფო არის ამ კომპანიის მფლობელი, ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისას სააგენტო იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამტკიცებს ამ პირობებს საჯარო განხილვის შემდეგ; ყოველწლიურად აქვეყნებს გაწეული მუშაობის ანგარიშს და სხვა.

    მუხლი 9. საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია

1. საქართველოში ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო კომპანია „საქნავთობი“. ამ კანონის მიზნიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ("საქნავთობი") პრივატიზების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ამ კანონის მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ სახელმწიფო ნავთობის ეროვნული კომპანიის მფლობელია ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია:

ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ამ ხელშეკრულების პარაფირება მასზე სააგენტოს მიერ ოფიციალურ ხელმოწერამდე;

ბ) ხელშეკრულებების განხორციელებისას საქართველოს მხრიდან პარტნიორის სახით მოქმედება;

გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;

დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება;

ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების კომერციული და სამეურნეო ნაწილის ზედამხედველობისა და ხელმძღვანელობის მიზნით, ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების კონტროლით;

ვ) ყველა იმ სხვა ფუნქციის შესრულება, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან საქართველოს კანონმდებლობით.

3. საქართველოს ნავთობის ეროვნულ კომპანიას უფლება აქვს:

ა) დადოს ხელშეკრულება მესამე მხარესთან თავისი სახელით ან აფილირებული კომპანიის საშუალებით;

ბ) ჩამოაყალიბოს აფილირებული კომპანია და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სამოქალქო კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულებებში სხვა კომპანიებთან და დაწესებულებებთან ერთად; აქედან გამომდინარე იგი უფლებამოსილია შეიძინოს, ფლობდეს, გაყიდოს ან გადასცეს თავისი წილი;

გ) მონაწილეობა მიიღოს კოოპერაციულ და პარტნიორულ შეთანხმებებში მესამე მხარეებთან საქართველოში და უცხო ქვეყნებში.

    მუხლი 10. ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა

1. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლებები, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს ხელშეკრულებაში და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიაში.

2. სააგენტო განსაზღვრავს ტენდერის და აუქციონის ჩატარების წესებსა და პროცედურას და ატარებს მათ რეგისტრაციში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ტენდერის ან აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე.

3. თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოს არსებობაც, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (საჭიროების შემთხვევაში სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან) შეთანხმებით.

4. ინვესტორმა, რომელსაც სურს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა ან/და ექსპლუატაციის ფორმები და პარამეტრები;

ბ) განმცხადებლის მისამართი და მისი საქმიანი კონტაქტები საწარმოო და ფინანსურ პარტნიორებთან;

გ) ინფორმაცია განმცხადებლის მფლობელების და მმართველი პერსონალის შესახებ;

დ) განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და საექსპლუატაციო ოპერაციების დაფინანსების შესაძლო წყაროები;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, აგრეთვე, თუ შესაძლებელია, განმცხადებლის სავარაუდო პარტნიორების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;

ვ) განმცხადებლის გამოცდილება და იმ ქვეყნების სია, სადაც განმცხადებელი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ზ) განმცხადებლის წინადადება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა ან/და ექსპლუატაციის ოპტიმალურად ჩატარების შესახებ;

თ) გარანტია, რომ სააგენტოს მიაწოდებს სრულ ინფორმაციას ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დროს მისი მიწის გამოყენების თაობაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების ხასიათის შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული კონტრაქტის დეტალები.

5. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს და წარადგენს ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ განაცხადს. გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტენდერში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ წარდგენილი იქნება მხოლოდ ერთი განაცხადი, სააგენტოს უფლება აქვს გააუქმოს ტენდერი;

გ) თუ რამდენიმე განმცხადებელი ერთნაირად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, განმცხადებლებს შორის ჩატარდება აუქციონი;

დ) თუ მოლაპარაკების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულება არ დაიდება, ტენდერის შედეგები გაუქმებულად ჩაითვლება;

ე) თუ ტენდერის მოთხოვნებს ვერც ერთი განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს, სააგენტო ტენდერს გაუქმებულად აცხადებს.

6. აუქციონის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე მეტ თანხას. ინვესტორის აუქციონში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, აუქციონში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ არ იქნება ფასიანი შეთავაზებები, სააგენტო აუქციონს გაუქმებულად აცხადებს.

7. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი იხდის სააგენტოს მიერ დადგენილი შენატანს, რომელიც მას უკან აღარ უბრუნდება.

თავი III

ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებები, ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის თავისებურებანი

    მუხლი 11. ხელშეკრულების სახეები

1. ნავთობისა და გაზის სხვა სახის ხელშეკრულებებთან ერთად, ხელშეკრულების ძირითადი ფორმებია:

ა) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება;

ბ) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება;

გ) მომსახურების ხელშეკრულება.

2. სააგენტოს შეუძლია მოამზადოს და გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოდელური ფორმები.

    მუხლი 12. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები

1. სააგენტოსა და ინვესტორს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ა) ხელშეკრულების ვადის დაყოფას კვლევისა და პროდუქციის წარმოების პერიოდებად;

ბ) წინასწარ შეთანხმებული სამუშაოების (სეისმური კვლევები, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა) მინიმალურ მოცულობასა და დასახარჯი თანხის ოდენობას;

გ) ხარჯების ანაზღაურებისა და პროდუქციის განაწილების პირობებს;

დ) ნავთობისა და გაზის საბაზრო ფასის განსაზღვრის წესს;

ე) მოპოვებული ნავთობისა და გაზის საკუთრების უფლებას;

ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესასრულებლად შექმნილი საოპერაციო კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ფუნქციებს და მოვალეობებს;

ზ) ბონუსების განსაზღვრას, ბონუსის და სხვა გადასახადების გადახდის პირობებს;

თ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და შეფასების პროექტების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს;

ი) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და შეფასების სამუშაოების მინიმალური მოცულობების შესრულების ვალდებულებას და მისი გადასინჯვის წესს;

კ) ფართობის შეკვეცის ვალდებულებას;

ლ) ნავთობისა და გაზის საბადოთა მოწყობისა და დამუშავების პროექტების ან/და ტექნოლოგიური სქემების, საერთო და წლიური პროგრამების შედგენის და მათი დაფინანსების ვადებსა და წესებს;

მ) ნავთობისა და გაზის მოპოვების შეთანხმებულ მოცულობას, რომელიც შემდეგ დაზუსტდება დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემის ან პროექტის შესაბამისად, აგრეთვე ვალდებულებებს საბადოთა მოწყობის სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესახებ, მოპოვებისა და ჭაბურღილების ექსპლუატაციის დაწყების, აგრეთვე სხვა სამუშაოთა შესრულების ვადებს;

ნ) თანმდევი გაზის გამოყენების ვალდებულებას;

ო) ნედლეულის ტრანსპორტირების პირობებს;

პ) საბადოთა ათვისების თავისებურებებს;

ჟ) ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის შექმნილ და გამოყენებულ ქონებაზე საკუთრების უფლებებს;

რ) წიაღით სარგებლობისას მიღებულ (მოპოვებულ) გეოლოგიურ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებას;

ს) წარმოების ნარჩენების, წიაღისეული და ჩამდინარე წყლების წიაღში ჩაშვების სახეებს, მოცულობებს და სათანადო სამუშაოთა განხორციელების პირობებს;

ტ) გარემოსა და ობიექტების საწარმოო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს;

უ) საერთო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენების წესებსა და პირობებს;

ფ) ხელშეკრულების პირობების და ლიცენზიით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლის განხორციელების მექანიზმს;

ქ) სალიკვიდაციო სამუშაოთა ჩატარების პირობებს;

ღ) დაზღვევის პირობებს;

ყ) ფორსმაჟორის შემთხვევაში შესასრულებელ მოვალეობებს;

შ) დავათა განხილვის წესს;

ჩ) გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენის წესებს;

ც) წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის განსაზღვრის, მოპოვებული, წიაღში დარჩენილი და დაკარგული ნავთობისა და გაზის ოდენობის და ხარისხის აღრიცხვის წესებს;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებებს;

წ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ითვალისწინებს ჩასატარებელი კონკრეტული სამუშაოების თავისებურებებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

2. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, თუ ამ ცვლილებებით არ ირღვევა ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის პირობები. თუ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები არღვევს ხელშეკრულებისა ან/და ლიცენზიის პირობებს, აუცილებელია სააგენტოს თანხმობა.

3. თუ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო აქტებით შეიცვლება ან დადგინდება პირობები, რომლებიც გააუარესებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სუბიექტის ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები, რის შედეგადაც ეს სუბიექტი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას, რათა არ მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ეკონომიკური პირობების გაუარესება. გამონაკლისს წარმოადგენს გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილებები.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ მოპოვებული ნავთობი და გაზი არის სახელმწიფოსა და ინვესტორის საკუთრება, ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების შესაბამისად.

    მუხლი 13. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

1. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადებასთან, განხორციელებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა პირობები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობები წესრიგდება ამ კანონით.

2. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადების, განხორციელებისა და შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე სამუშაოები, რომლებიც არ წესრიგდება ამ კანონით ან არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებით, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თუ ინვესტორი არის იურიდიული პირების გაერთიანება (კონსორციუმი), რომელიც არ არის იურიდიული პირი, მის თითოეულ წევრს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები ენიჭება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება იდება კონსორციუმის მიერ დანიშნულ მის ერთ-ერთ წევრთან, რომელსაც გადაეცემა შესაბამისი უფლებამოსილებანი.

4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა ავტომატურად სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ნავთობისა და გაზის სამუშაოების წარმოების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისთვის გადაცემას პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესრულების მიზნით. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების იდენტური. გეოლოგიური ან/და სამთო მინაკუთვნი, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიასთან ერთად, რომლის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტური.

5. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მოიცავს:

ა) ინვესტორის მიერ სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს, ანუ იმ ხარჯების და დანახარჯების განსაზღვრას, რომლებიც ნაზღაურდება მოპოვებული პროდუქციიდან ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის სახით;

ბ) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობას;

გ) საბაზისო ნავთობისა და გაზის ოდენობას;

დ) ნავთობისა და გაზის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის მოგების განაწილების წესებსა და პროცედურას;

ე) წიაღით სარგებლობის გადასახადის გადახდის წესებსა და პროცედურას ფართობზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობის შესაბამისად. ეს წესები უნდა შეიცავდეს წიაღით სარგებლობის გადასახადის სახელმწიფოსათვის გადახდის აუცილებლობის პირობას საკომპენსაციო და საბაზისო ნავთობისა და გაზის დაბრუნებამდე ან მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებამდე;

ვ) ინვესტორის უფლებას გაიტანოს თავისი წილი საკომპენსაციო და მოგებული ნავთობი და გაზი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ზ) ინვესტორის ან მისი სახელით ან/და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ გადასახდელ გადასახადებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემდეგ გადასახადებს:

ზ.ა) მოგების გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე;

ზ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.გ) მიწის გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას მიწის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.დ) სამეწარმეო საქმიანობის გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.ე) გადასახადებს შესაბამის სახელმწიფო ფონდებში სოციალური და სამედიცინო დაზღვევის მიზნით;

ზ.ვ) სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებსა და ბონუსს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად;

ზ.ზ) საბაჟო გადასახადს და დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ შეთანხმებული პროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შემოზიდული და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება ან გასხვისდება სხვა ფორმით, ან გამოიყენება სხვა მიზნით;

ზ.თ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი ნავთობისა და გაზის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში;

თ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შემდეგ საგადასახადო უფლება-მოვალეობებს:

თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმობლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროექტით შეთანხმებული მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების და მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა თავისუფლდება საბაჟო და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან;

თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის უფლება. ასეთი ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვაგვარად გასხვისების შემთხვევაში გადაიხდება საბაჟო და სხვა გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ხელშეკრულების ის მხარე, რომელიც იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის წილს, იღებს ვალდებულებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულოს მეორე მხარის ან მხარეების (ინვესტორის/ინვესტორების), მოგებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის გადახდის ვალდებულებები. ასეთი პირობის არსებობისას ინვესტორის ეს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო ორგანოები ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ გადასახადის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;

თ.დ) ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება ყველა სხვა გადასახადისაგან;

ი) საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურების წარმოების შემდეგ წესებს:

ი.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ინვესტორი (ან ინვესტორის მითითებით საოპერაციო კომპანია) აღრიცხავს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და ინახავს ანგარიშებს. საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურები წარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ი.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს ეროვნული ვალუტით და აშშ დოლარებით;

ი.გ) მოდელურ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების დანართში დეტალურად განისაზღვრება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯები; დგინდება პროდუქციის აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანგარიშების წარდგენის პროცედურები, აგრეთვე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის, კომპენსაციის, მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებისა და მოგების გადასახადის გაანგარიშების პროცედურები;

ი.დ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დეტალურ დებულებებს, რომლებიც ეხება სავალდებულო სამუშაო პროგრამას, ინვესტორის მინიმალურ დანახარჯებს დროის მიხედვით და უცხო ქვეყნებში გასაწევ შესაძლო მაქსიმალურ დანახარჯებს;

კ) საბანკო ანგარიშების წარმოების და უცხოური ვალუტის გადაცვლის შემდეგ წესებს:

კ.ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მიზნით ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნან, შეინახონ და გამოიყენონ საბანკო ანგარიში უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში

ბ) ფართობის მხოლოდ ხელშეკრულებითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული მიზნით გამოყენება;

გ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებისას საქართველოს კანონმდებლობისა და საწარმოო უსაფრთხოების, გარემოსა და წიაღის დაცვის მოთხოვნების დაკმაყოფილება;

დ) სხვა პირებისათვის ფართობზე თავისუფლად გადაადგილებაში, მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში ან ნებისმიერი სახის სამუშაოების შესრულებაში (ნავთობისა და გაზის გარდა სხვა სახის ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიების, ათვისების და მოპოვების ჩათვლით) ხელის არშეშლა, თუ ეს მოქმედებები არ ითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული პირობების შექმნას და ხელს არ უშლის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებას;

ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების ტექნოლოგიური გეგმებისა და პროექტების დაცვა დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს პერსონალისა და საზოგადოების უსაფრთხოებას;

ვ) საქართველოში დამზადებული დანადგარების, მასალების და მზა პროდუქციისათვის უპირატესობის მინიჭება, თუ მათი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური თვისებები, ფასი, საოპერაციო პარამეტრები და მომარაგების პირობები კონკურენტუნარიანია;

ზ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებისათვის, საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო და სხვა სახის ტრანსპორტირების ჩათვლით, უპირატესობის მინიჭება, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია;

თ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას, თანაბარ პირობებში, საქართველოს მოქალაქეებისათვის უპირატესობის მინიჭება, სამუშაოთა საწარმოებლად სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირების დაუშვებლობა;

ი) სააგენტოსათვის დაგეგმილი სამუშაოების პროგრამისა და პროექტის განხორციელების შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენა;

კ) საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების თანხმობის შემდეგ გადაცემა, თუ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ლ) სააგენტოსთვის ფართობზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებთან ერთად გეოლოგიური და გეოფიზიკური ინფორმაციის წარდგენა; ფართობზე სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის წერილობითი ინფორმაციის გადაცემა 30 დღის განმავლობაში;

მ) გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების დროულად გადახდა;

ნ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა ხელშეკრულების შესაბამისად;

ო) საქართველოს კულტურული და ისტორიული ობიექტების დაცვა;

პ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების, მათი ვადაზე ადრე შეწყვეტის ან დამთავრების დროს დაზიანებული მიწის ნაკვეთისა და სხვა ობიექტების საკუთარი ხარჯებით აღდგენა იმ მდგომარეობამდე, რაც მისაღებია მისი შემდგომი გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ჟ) საქართველოდან ექსპორტირებული თავისი წილი ნავთობისა და გაზის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის უცხო ქვეყნებში გატანა და შენახვა სახელმწიფოსთვის სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ;

რ) თუ ინვესტორი თავის წილ ნავთობსა და გაზს გაყიდის საქართველოში, მას უფლება აქვს საქართველოს ვალუტა თავისუფალი საბაზრო კურსით გადაცვალოს თავისუფლად კონვერტირებად უცხოურ ვალუტაზე და განაგოს ეს თანხები, მათ შორის, სახელმწიფოსთვის სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ გადაგზავნოს უცხო ქვეყნებში შეზღუდვების ან სხვა გადასახადების გადახდის გარეშე.

    მუხლი 25. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური ინფორმაცია, მონაცემები ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ, საწარმოო მონაცემები, სამთო ქანების ნიმუშები, მათ შორის, ინვესტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისას მიღებული გარსი და ქანთაშორისი სითხე არის სახელმწიფოს საკუთრება. ინვესტორს უფლება აქვს თავისუფლად და უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ ინფორმაციით, მონაცემებითა და ნიმუშებით საქართველოში და უცხო ქვეყნებში მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესრულების მიზნით და იმ პირობით, რომ დაცული იქნება ინფორმაციის კონფიდენციალობა.

2. ინვესტორს უფლება აქვს გაუმჟღავნოს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია თავის ფილიალს, ნებისმიერ პროფესიონალ მრჩეველს, ბანკს ან საფინანსო ორგანოს, რომლისგანაც ინვესტორი ცდილობს ფინანსების მოზიდვას, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.

3. გარკვეული დროის შემდეგ სახელმწიფოს უფლება აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს მესამე მხარეს.

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 26. ნავთობისა და გაზის არსებული ხელშეკრულებები

1. ეს კანონი აღიარებს არსებული ხელშეკრულებების მართლზომიერებას ამ კანონის ნორმებთან მიმართებაში.

2. არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის სუვერენული და მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა), ჩამოყალიბებისთანავე გადაეცემა საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს.

    მუხლი 27. კანონით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა და ინვესტორის უფლებების სახელმწიფო გარანტიები

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვესტორის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონის ამოქმედებიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს, არ შეეხება არსებულ ხელშეკრულებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზეც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.

3. სახელმწიფო ორგანოებს და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ინვესტორს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ხელშეკრულების პირობებს.

    მუხლი 28. საქმიანი ურთიერთობა

ინვესტორის მიერ დაქირავებული საქართველოს მოქალაქეების შრომის ანაზღაურების, სამუშაო და დასვენების დროის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაზღვევის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 29. სახელმწიფოს იმუნიტეტი

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს დავის წარმოშობის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლო იმუნიტეტზე უარის თქმას.

    მუხლი 30. სადავო საკითხების განხილვა

1. ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, განსაკუთრებით, თუ დავა ეხება მიწას ან სხვა უძრავ ქონებას, განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ხელშეკრულების თარგმნასთან, იურიდიულ სტატუსთან, პირობების შესრულებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებული დავა განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ. თუ ინვესტორი არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, მასთან წარმოშობილი დავა შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

    მუხლი 31. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 16 აპრილი.

№1892-IIს

 

32. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2629-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/03/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2224-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 30. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5648-რს - ვებგვერდი, 27/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1936-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 28. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1650-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 27. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 908-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 26. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 650-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 25. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 142-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 24. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4365-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 23. 10/07/2015 - საქართველოს კანონი - 4001-რს - ვებგვერდი, 21/07/2015 22. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1039-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 31/05/2013 - საქართველოს კანონი - 678-IIს - ვებგვერდი, 18/06/2013 20. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 467-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 19. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6330-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 18. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5968-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 17. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5646-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 16. 11/10/2011 - საქართველოს კანონი - 5091-IIს - ვებგვერდი, 111021011, 21/10/2011 15. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4682-Iს - ვებგვერდი, 110601014, 01/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4408-Iს - ვებგვერდი, 110317038, 17/03/2011 13. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 12. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 626 - სსმ, 35, 05/12/2008 11. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4859 - სსმ, 22, 19/06/2007 10. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4292 - სსმ, 1, 03/01/2007 9. 24/10/2006 - საქართველოს კანონი - 3580 - სსმ, 42, 10/11/2006 8. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3172 - სსმ, 17, 30/05/2006 7. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3169 - სსმ, 19, 25/05/2006 6. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2888 - სსმ, 11, 01/05/2006 5. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 879 - სსმ, 6, 19/01/2005 4. 18/07/2003 - საქართველოს კანონი - 2499 - სსმ, 22, 08/08/2003 3. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1853 - სსმ, 3, 17/01/2003 2. 02/03/2001 - საქართველოს კანონი - 757 - სსმ, 6, 20/03/2001 1. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2392 - სსმ, 43(50), 21/09/1999