„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 757
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 20/03/2001
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.001.000.885
  • Word
757
02/03/2001
სსმ, 6, 20/03/2001
300.380.000.05.001.000.885
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნავთობისა და გაზის შესახებ“  საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ.49) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. კანონის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.მ“ ქვეპუნქტი:

„ა.მ) რეგულირების საფასური – საფასური, რომელსაც იხდიან ნავთობისა და გაზის ოპერაციების მწარმოებელი კომპანიები სააგენტოს მიერ საერთო ხელმძღვანელობის, კოორდინაციის, მართვის, მონიტორინგის, კონტროლისა და ზედამხედველობის, აგრეთვე ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად.“.

2. კანონის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სააგენტოს აქვს სპეციალური ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, რომელზეც ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით ჩაირიცხება ნავთობისა და გაზის ოპერაციების რეგულირების საფასური. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს სააგენტო კანონით მისთვის მინიჭებული ფუნქციების შესასრულებლად.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტში სიტყვები „ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა” შეიცვალოს სიტყვებით „ნორმატიული აქტების გამოცემა“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) რეგულირების საფასურის დადგენა არა უმეტეს საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და დადგენილი წესით მისი განკარგვა, ინვესტორებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ნებართვების მომზადებისათვის აუცილებელი ექსპერტიზის ჩატარების, სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

    მუხლი 81. ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი აქტები

1. სააგენტოს ნორმატიული აქტია სააგენტოს უფროსის ბრძანება.

2. სააგენტოს უფროსის ბრძანება გამოიცემა ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად აუცილებელი მარეგულირებელი ნორმების, წესებისა და პირობების, რეგულირების საფასურის დადგენისათვის, აგრეთვე ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

5. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ.ზ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „გარდა ამ კანონით განსაზღვრულ ნავთობის ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდების ან/და სხვა ფორმით გადაცემისა.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

    მუხლი 301. რეგულირების საფასურის დადგენა

შესაბამისი საკანონმდებლო აქტით რეგულირების საფასურის ზღვრული ოდენობის დადგენამდე რეგულირების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 2 მარტი.

N757-IIს