ნავთობისა და გაზის შესახებ

  • Word
ნავთობისა და გაზის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1892
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/04/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13(20), 01/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.001.000.515
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1892
16/04/1999
სსმ, 13(20), 01/05/1999
300.380.000.05.001.000.515
ნავთობისა და გაზის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (14/04/2006 - 25/05/2006)

საქართველოს კანონი

ნავთობისა და გაზის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნავთობი და გაზი

გ) წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციები

ე) სუბიექტი

ზ) აფილირებული კომპანია:

ზ.ა) იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა იურიდიული პირი (შემდგომ

ი) ნავთობისა და გაზის საბადო

ლ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა

ნ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ათვისება

პ) ბონუსი

რ) ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობი და გაზი

ტ) საბაზისო ნავთობი და გაზი

ფ) მოგების ნავთობი და გაზი

ღ) საოპერაციო კომპანია

შ) საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა

ც) საქართველოს კონტინენტური შელფის რესურსები

წ) სამთო მინაკუთვნი

ხ) მიწის მინაკუთვნი

ჰ) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

ა.ბ) არსებული ხელშეკრულება

  რეგულირების მიზნით შექმნილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზია

ა.ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული ხარჯები და დანახარჯები

ა.თ) ათვისების გეგმა

ა.კ) არამაგისტრალური მილსადენი საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ . 16

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი№2888-სსმI, №11, 01.05.2006წ., მუხ.83

    მუხლი 2. ნავთობისა და გაზის რესურსების სამართლებრივი რეგულირება

1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციები და ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება ან ტრანსპორტირების საქმიანობა ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შეთავაზებული ყველა პირობა და მოთხოვნა უნდა დაეფუძნოს ამ კანონსა და „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონს.

3. ხელშეკრულების მომზადება, ხელმოწერა და შეწყვეტა ხორციელდება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 3. კანონის მიზანი

კანონის მიზანია:

ა) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა და ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;

ბ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;

გ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ჩამოყალიბება;

დ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;

ე) საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციების განსაზღვრა.

ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობაში სახელმწიფო მმართველობის ადმინისტრაციული და მარეგულირებელი უფლებამოსილებების ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში გაერთიანება და შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

  მუხლი 4. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის რესურსებზე

1. საქართველოს ტერიტორიის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსები არის სახელმწიფო საკუთრება. მიწის საკუთრების უფლება არ გულისხმობს ამ მიწის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის ბუნებრივი რესურსების საკუთრების ან ექსპლუატაციის უფლებას.

2. საქართველოს აქვს თავის ხმელეთზე და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება.

3. მოპოვებულ ნავთობზე და გაზზე საკუთრების უფლება განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად.

4. მოპოვებული და მიწისქვეშა რეზერვუარში შესანახად მოთავსებული ნავთობი და გაზი ითვლება მოპოვებულად.

5. რეზერვუარში საწარმოო მიზნით (ჭაბურღილის ბურღვა, გამოცდა, მიწისქვეშა რემონტის ჩატარება, ათვისება და სხვა) დაბრუნებული ნავთობი და გაზი მიიჩნევა ნავთობისა და გაზის მარაგების ნაწილად და არ ჩაითვლება მოპოვებულად.

    მუხლი 5. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ ქონებაზე

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული მოძრავი და ისეთი უძრავი ქონება, რომლის დემონტაჟიც შესაძლებელია ძირითადი ქონების დაზიანების გარეშე და რომელიც შექმნილია ან შეძენილია ნავთობისა და გაზის ოპერაციების სუბიექტის მიერ, არის ამ სუბიექტის საკუთრება, თუ ამ ქონების ღირებულება ანაზღაურებული არ არის საკომპენსაციო ნავთობით და გაზით. თუ ამ ქონების ღირებულება ანაზღაურებულია, იგი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. ამასთანავე, სუბიექტს უფლება აქვს გამოიყენოს ანაზღაურებული ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას და თავის თავზე აიღოს ამ ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის რისკი და ხარჯები.

2. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის მიზეზის მიუხედავად, ლიცენზიით გამოყოფილ ფართობზე და მის წიაღში განთავსებული ნებისმიერი ნაგებობა და სხვა უძრავი ქონება არის სახელმწიფოს საკუთრება, მიუხედავად იმისა, ანაზღაურებულია თუ არა ამ ქონების საფასური.

    მუხლი 6. ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელონ სახელმწიფომ და ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის შესაბამისად.

2. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის უფლება აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

თავი II

ნავთობისა და გაზის ოპერაციების სახელმწიფო მართვა

    მუხლი 7. ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო

1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო, რომელიც არის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

2. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

მუხლი 81. სააგენტოს სამართლებრივი აქტები

1. სააგენტოს ნორმატიული აქტია სააგენტოს უფროსის ბრძანება.

2. სააგენტოს უფროსის ბრძანება გამოიცემა ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად აუცილებელი მარეგულირებელი ნორმების, წესებისა და პირობების, რეგულირების საფასურის დადგენისათვის, აგრეთვე ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

   მუხლი 9. საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანია

1. საქართველოში ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო კომპანია „საქნავთობი“. ამ კანონის მიზნიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ("საქნავთობი") პრივატიზების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ამ კანონის მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ სახელმწიფო ნავთობის ეროვნული კომპანიის მფლობელია ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია:

ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ამ ხელშეკრულების პარაფირება მასზე სააგენტოს მიერ ოფიციალურ ხელმოწერამდე;

ბ) ხელშეკრულებების განხორციელებისას საქართველოს მხრიდან პარტნიორის სახით მოქმედება;

გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;

დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება;

ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების კომერციული და სამეურნეო ნაწილის ზედამხედველობისა და ხელმძღვანელობის მიზნით, ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების კონტროლით;

ვ) ყველა იმ სხვა ფუნქციის შესრულება, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან საქართველოს კანონმდებლობით.

3. საქართველოს ნავთობის ეროვნულ კომპანიას უფლება აქვს:

ა) დადოს ხელშეკრულება მესამე მხარესთან თავისი სახელით ან აფილირებული კომპანიის საშუალებით;

ბ) ჩამოაყალიბოს აფილირებული კომპანია და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სამოქალქო კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულებებში სხვა კომპანიებთან და დაწესებულებებთან ერთად; აქედან გამომდინარე იგი უფლებამოსილია შეიძინოს, ფლობდეს, გაყიდოს ან გადასცეს თავისი წილი;

გ) მონაწილეობა მიიღოს კოოპერაციულ და პარტნიორულ შეთანხმებებში მესამე მხარეებთან საქართველოში და უცხო ქვეყნებში.

    მუხლი 10. ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა

1. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლებები, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს ხელშეკრულებაში და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიაში.

2. სააგენტო განსაზღვრავს ტენდერის და აუქციონის ჩატარების წესებსა და პროცედურას და ატარებს მათ რეგისტრაციში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ტენდერის ან აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე.

3. თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოს არსებობაც, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (საჭიროების შემთხვევაში სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან) შეთანხმებით.

4. ინვესტორმა, რომელსაც სურს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა ან/და ექსპლუატაციის ფორმები და პარამეტრები;

ბ) განმცხადებლის მისამართი და მისი საქმიანი კონტაქტები საწარმოო და ფინანსურ პარტნიორებთან;

გ) ინფორმაცია განმცხადებლის მფლობელების და მმართველი პერსონალის შესახებ;

დ) განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან/და საექსპლუატაციო ოპერაციების დაფინანსების შესაძლო წყაროები;

ე) განმცხადებლის ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, აგრეთვე, თუ შესაძლებელია, განმცხადებლის სავარაუდო პარტნიორების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;

ვ) განმცხადებლის გამოცდილება და იმ ქვეყნების სია, სადაც განმცხადებელი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ზ) განმცხადებლის წინადადება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა ან/და ექსპლუატაციის ოპტიმალურად ჩატარების შესახებ;

თ) გარანტია, რომ სააგენტოს მიაწოდებს სრულ ინფორმაციას ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების შესახებ;

ი) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების დროს მისი მიწის გამოყენების თაობაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების ხასიათის შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული კონტრაქტის დეტალები.

5. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს და წარადგენს ეკონომიკურად და ტექნიკურად ყველაზე მისაღებ განაცხადს. გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, ტენდერში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ წარდგენილი იქნება მხოლოდ ერთი განაცხადი, სააგენტოს უფლება აქვს გააუქმოს ტენდერი;

გ) თუ რამდენიმე განმცხადებელი ერთნაირად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, განმცხადებლებს შორის ჩატარდება აუქციონი;

დ) თუ მოლაპარაკების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულება არ დაიდება, ტენდერის შედეგები გაუქმებულად ჩაითვლება;

ე) თუ ტენდერის მოთხოვნებს ვერც ერთი განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს, სააგენტო ტენდერს გაუქმებულად აცხადებს.

6. აუქციონის ჩატარების შემთხვევაში:

ა) გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე მეტ თანხას. ინვესტორის აუქციონში გამარჯვებიდან ერთი თვის განმავლობაში, აუქციონში მონაწილეობის პირობების შესაბამისად, იწყება მოლაპარაკება სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის ხელშეკრულების დადების მიზნით;

ბ) თუ არ იქნება ფასიანი შეთავაზებები, სააგენტო აუქციონს გაუქმებულად აცხადებს.

7. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი იხდის სააგენტოს მიერ დადგენილი შენატანს, რომელიც მას უკან აღარ უბრუნდება.

თავი III

ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებები, ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის თავისებურებანი

    მუხლი 11. ხელშეკრულების სახეები

1. ნავთობისა და გაზის სხვა სახის ხელშეკრულებებთან ერთად, ხელშეკრულების ძირითადი ფორმებია:

ა) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება;

ბ) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება;

გ) მომსახურების ხელშეკრულება.

2. სააგენტოს შეუძლია მოამზადოს და გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოდელური ფორმები.

    მუხლი 12. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები

1. სააგენტოსა და ინვესტორს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ა) ხელშეკრულების ვადის დაყოფას კვლევისა და პროდუქციის წარმოების პერიოდებად;

ბ) წინასწარ შეთანხმებული სამუშაოების (სეისმური კვლევები, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა) მინიმალურ მოცულობასა და დასახარჯი თანხის ოდენობას;

გ) ხარჯების ანაზღაურებისა და პროდუქციის განაწილების პირობებს;

დ) ნავთობისა და გაზის საბაზრო ფასის განსაზღვრის წესს;

ე) მოპოვებული ნავთობისა და გაზის საკუთრების უფლებას;

ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესასრულებლად შექმნილი საოპერაციო კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ფუნქციებს და მოვალეობებს;

ზ) ბონუსების განსაზღვრას, ბონუსის და სხვა გადასახადების გადახდის პირობებს;

თ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და შეფასების პროექტების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს;

ი) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და შეფასების სამუშაოების მინიმალური მოცულობების შესრულების ვალდებულებას და მისი გადასინჯვის წესს;

კ) ფართობის შეკვეცის ვალდებულებას;

ლ) ნავთობისა და გაზის საბადოთა მოწყობისა და დამუშავების პროექტების ან/და ტექნოლოგიური სქემების, საერთო და წლიური პროგრამების შედგენის და მათი დაფინანსების ვადებსა და წესებს;

მ) ნავთობისა და გაზის მოპოვების შეთანხმებულ მოცულობას, რომელიც შემდეგ დაზუსტდება დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემის ან პროექტის შესაბამისად, აგრეთვე ვალდებულებებს საბადოთა მოწყობის სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესახებ, მოპოვებისა და ჭაბურღილების ექსპლუატაციის დაწყების, აგრეთვე სხვა სამუშაოთა შესრულების ვადებს;

ნ) თანმდევი გაზის გამოყენების ვალდებულებას;

ო) ნედლეულის ტრანსპორტირების პირობებს;

პ) საბადოთა ათვისების თავისებურებებს;

ჟ) ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის შექმნილ და გამოყენებულ ქონებაზე საკუთრების უფლებებს;

რ) წიაღით სარგებლობისას მიღებულ (მოპოვებულ) გეოლოგიურ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებას;

ს) წარმოების ნარჩენების, წიაღისეული და ჩამდინარე წყლების წიაღში ჩაშვების სახეებს, მოცულობებს და სათანადო სამუშაოთა განხორციელების პირობებს;

ტ) გარემოსა და ობიექტების საწარმოო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს;

უ) საერთო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენების წესებსა და პირობებს;

ფ) ხელშეკრულების პირობების და ლიცენზიით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლის განხორციელების მექანიზმს;

ქ) სალიკვიდაციო სამუშაოთა ჩატარების პირობებს;

ღ) დაზღვევის პირობებს;

ყ) ფორსმაჟორის შემთხვევაში შესასრულებელ მოვალეობებს;

შ) დავათა განხილვის წესს;

ჩ) გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენის წესებს;

ც) წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის განსაზღვრის, მოპოვებული, წიაღში დარჩენილი და დაკარგული ნავთობისა და გაზის ოდენობის და ხარისხის აღრიცხვის წესებს;

ძ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებებს;

წ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ითვალისწინებს ჩასატარებელი კონკრეტული სამუშაოების თავისებურებებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

2. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, თუ ამ ცვლილებებით არ ირღვევა ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის პირობები. თუ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები არღვევს ხელშეკრულებისა ან/და ლიცენზიის პირობებს, აუცილებელია სააგენტოს თანხმობა.

3. თუ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო აქტებით შეიცვლება ან დადგინდება პირობები, რომლებიც გააუარესებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სუბიექტის ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები, რის შედეგადაც ეს სუბიექტი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას, რათა არ მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ეკონომიკური პირობების გაუარესება. გამონაკლისს წარმოადგენს გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილებები.

4. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ლიცენზიის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით (საქმიანობით) მოპოვებული ნავთობი და გაზი სახელმწიფოს და ინვესტორის საკუთრებაა

საქართველოს 1999 წლი 9 სექტემბრის კანონი №2392-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.225

  მუხლი 13. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

1. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადებასთან, განხორციელებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა პირობები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობები წესრიგდება ამ კანონით.

2. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადების, განხორციელებისა და შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე სამუშაოები, რომლებიც არ წესრიგდება ამ კანონით ან არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებით, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. თუ ინვესტორი არის იურიდიული პირების გაერთიანება (კონსორციუმი), რომელიც არ არის იურიდიული პირი, მის თითოეულ წევრს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები ენიჭება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება იდება კონსორციუმის მიერ დანიშნულ მის ერთ-ერთ წევრთან, რომელსაც გადაეცემა შესაბამისი უფლებამოსილებანი.

4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა ავტომატურად სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ნავთობისა და გაზის სამუშაოების წარმოების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისთვის გადაცემას პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესრულების მიზნით. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების იდენტური. გეოლოგიური ან/და სამთო მინაკუთვნი, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიასთან ერთად, რომლის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტური.

5. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მოიცავს:

ა) ინვესტორის მიერ სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს, ანუ იმ ხარჯების და დანახარჯების განსაზღვრას, რომლებიც ნაზღაურდება მოპოვებული პროდუქციიდან ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის სახით;

ბ) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობას;

გ) საბაზისო ნავთობისა და გაზის ოდენობას;

დ) ნავთობისა და გაზის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის მოგების განაწილების წესებსა და პროცედურას;

ე) წიაღით სარგებლობის გადასახადის გადახდის წესებსა და პროცედურას ფართობზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობის შესაბამისად. ეს წესები უნდა შეიცავდეს წიაღით სარგებლობის გადასახადის სახელმწიფოსათვის გადახდის აუცილებლობის პირობას საკომპენსაციო და საბაზისო ნავთობისა და გაზის დაბრუნებამდე ან მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებამდე;

ვ) ინვესტორის უფლებას გაიტანოს თავისი წილი საკომპენსაციო და მოგებული ნავთობი და გაზი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ზ) ინვესტორის ან მისი სახელით ან/და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ გადასახდელ გადასახადებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემდეგ გადასახადებს:

ზ.ა) მოგების გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე;

ზ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.გ) მიწის გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას მიწის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.დ) სამეწარმეო საქმიანობის გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას;

ზ.ე) გადასახადებს შესაბამის სახელმწიფო ფონდებში სოციალური და სამედიცინო დაზღვევის მიზნით;

ზ.ვ) სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებსა და ბონუსს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად;

ზ.ზ) საბაჟო გადასახადს და დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ შეთანხმებული პროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შემოზიდული და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით საბაჟო გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება ან გასხვისდება სხვა ფორმით, ან გამოიყენება სხვა მიზნით გარდა ამ კანონით განსაზღვრულ ნავთობის ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდების ან/და სხვა ფორმით გადაცემისა;

ზ.თ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი ნავთობისა და გაზის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში;

თ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შემდეგ საგადასახადო უფლება-მოვალეობებს:

თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმობლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროექტით შეთანხმებული მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების და მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა თავისუფლდება საბაჟო და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან;

თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის უფლება. ასეთი ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვაგვარად გასხვისების შემთხვევაში გადაიხდება საბაჟო და სხვა გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ხელშეკრულების ის მხარე, რომელიც იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის წილს, იღებს ვალდებულებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულოს მეორე მხარის ან მხარეების (ინვესტორის/ინვესტორების), მოგებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის გადახდის ვალდებულებები. ასეთი პირობის არსებობისას ინვესტორის ეს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო ორგანოები ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ გადასახადის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;

თ.დ) ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება ყველა სხვა გადასახადისაგან;

ი) საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურების წარმოების შემდეგ წესებს:

ი.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ინვესტორი (ან ინვესტორის მითითებით საოპერაციო კომპანია) აღრიცხავს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და ინახავს ანგარიშებს. საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურები წარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ი.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს ეროვნული ვალუტით და აშშ დოლარებით;

ი.გ) მოდელურ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების დანართში დეტალურად განისაზღვრება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯები; დგინდება პროდუქციის აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანგარიშების წარდგენის პროცედურები, აგრეთვე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის, კომპენსაციის, მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებისა და მოგების გადასახადის გაანგარიშების პროცედურები;

ი.დ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დეტალურ დებულებებს, რომლებიც ეხება სავალდებულო სამუშაო პროგრამას, ინვესტორის მინიმალურ დანახარჯებს დროის მიხედვით და უცხო ქვეყნებში გასაწევ შესაძლო მაქსიმალურ დანახარჯებს;

კ) საბანკო ანგარიშების წარმოების და უცხოური ვალუტის გადაცვლის შემდეგ წესებს:

კ.ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მიზნით ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნან, შეინახონ და გამოიყენონ საბანკო ანგარიში უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

    მუხლი 14. სარისკო მომსახურების ხელშეკრულება

სარისკო მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობებია:

ა) ინვესტორი გაიღებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და გეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და წარუმატებლობის შემთხვევაში თავის თავზე იღებს რისკს;

ბ) ნავთობისა და გაზის რესურსების წარმატებული ძიების შემთხვევაში გადაწყვეტილებას ნავთობისა და გაზის მოპოვების და სხვა ოპერაციების წარმოების შესახებ იღებს სააგენტო;

გ) ინვესტორს სახელმწიფო უნაზღაურებს მის მიერ დახარჯულ კაპიტალს სასესხო პროცენტით და დამატებით გადასახადს ნავთობისა და გაზის ძიების რისკის თავის თავზე აღებისათვის, თუ ეს ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული;

დ) ინვესტორს დანახარჯები უნაზღაურდება, როგორც წესი, ფულადი სახსრებით. სააგენტოს გადაწყვეტილებით ინვესტორს დანახარჯები შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურდეს მოპოვებული ნავთობითა და გაზით, ან მიეცეს ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.

    მუხლი 15. მომსახურების ხელშეკრულება

1. მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ცალკეული სახის სამუშაოებზე, ისე სხვადასხვა სახის სამუშაოების კომპლექსზე (ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება, საბადოების ექსპლუატაცია, ჭაბურღილების რემონტი, უმოქმედო ჭაბურღილების აღდგენა, ნავთობისა და გაზის საბადოების მოწყობა, ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების მიწოდება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა).

2. მომსახურების ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარე უნდა იყოს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მქონე სუბიექტი.

3. მომსახურების ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარე არ აბანდებს კაპიტალს და არ იღებს თავის თავზე რისკს წარუმატებლობის შემთხვევაში.

4. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურების ანაზღაურება, როგორც წესი, წარმოებს ფულადი სახსრებით საიჯარო სამუშაოებისა და მომსახურების მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით. ცალკეულ შემთხვევებში სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაწეული მომსახურების ნაწილობრივ ან მთლიანად ანაზღაურება მოპოვებული ნავთობითა და გაზით. ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს შეიძლება მიეცეს მისი მომსახურებით მიღებული პროდუქციის ნაწილის მსოფლიო ბაზრის მიმდინარე ფასებით შეძენის უფლება.

    მუხლი 16. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 25 წელი. მხარეები ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციების ვადებს განსაზღვრავენ დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ფარგლებში.

2. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება დაიშვება ინვესტორის ინიციატივით იმ ვადით, რომელიც აუცილებელი და საკმარისია ნავთობისა და გაზის ეკონომიურად და რაციონალურად მოპოვების, გამოყენებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია 25 - წლიანი ვადის გასვლამდე, იგი შეიძლება გაგრძელდეს დროებით, მაგრამ არა უმეტეს ხუთი წლისა.

3. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების წესი და პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება.

4. ხელშეკრულებისა და ლიცენზიის პირობები არ მოქმედებს, თუ ადგილი აქვს ფორსმაჟორს. ხელშეკრულების პირობების ფორსმაჟორით გამოწვეული შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ფორსმაჟორის არსებობის პერიოდი, ხელშეკრულების პირობების დაგვიანებით შესრულების გამო მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო პერიოდთან ერთად, დაემატება ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

    მუხლი 17. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის ოპერაციების შეწყვეტა

1. ინვესტორსა და სააგენტოს უფლება აქვთ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულება მხოლოდ ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ თავისუფლდებიან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შეუსრულებელი ვალდებულებებისაგან.

2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დატოვოს ფართობი იმ მდგომარეობაში, რაც შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამთო და სანიტარიული ზედამხედველობის, წიაღისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს და დადგენილ წესებს.

3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინვესტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები.

4. სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნას. ინვესტორი ვალდებულია შეავსოს ეს ფონდი ხელშეკრულების ხელმოწერის დროისათვის ან გადარიცხოს თანხა ამ ანგარიშზე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ხელშეკრულებით. ანგარიშზე არსებული თანხა დროის შესაბამისი პერიოდისათვის უნდა აღემატებოდეს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სავარაუდო ხარჯებს. სპეციალურ სარეზერვო ფონდში ჩარიცხული თანხა ინვესტორს უნაზღაურდება. თუ შენატანი რეალურად აჭარბებს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო ხარჯებს, მიღებული ნამატი ჩაითვლება მოგებულ ნავთობად. სპეციალურ სარეზერვო ფონდში აკუმულირებული თანხები გამოიქვითება მოგების გადასახადის გაანგარიშებისას.

    მუხლი 18. მოპოვებული ბუნებრივი გაზის გამოყენება

1. მოპოვებული ბუნებრივი გაზის ღია ცეცხლით დაწვა განსაკუთრებული პირობების არსებობის და სათანადო დასაბუთების გარეშე მიიჩნევა ბუნებრივი რესურსის ფუჭად ხარჯვად და იკრძალება.

2. სააგენტოს უფლება აქვს მოუხსნას ინვესტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა, თუ ადგილი აქვს:

ა) ჭაბურღილის ბურღვას, შემოწმებას ან შეკეთებას;

ბ) მილსადენის ან სხვა მოწყობილობის დაზიანებას;

გ) ფორსმაჟორს.

    მუხლი 19. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზია

1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიას გასცემს სააგენტო ხელშეკრულების საფუძველზე მისი ხელმოწერიდან ერთი თვის განმავლობაში. ლიცენზია უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების იდენტურ პირობებს.

2. ინვესტორი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) მონაწილეობის მოსაკრებელი – ტენდერის ან აუქციონის ჩატარებისათვის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად;

ბ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლების მოსაკრებელი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სააგენტო.

3. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი იხდის მონაწილეობის მოსაკრებელს არანაკლებ 10 დღით ადრე, რის შემდეგაც სააგენტო მას გადასცემს შესაბამის სერტიფიკატს. ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებული ინვესტორი იხდის აგრეთვე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლების მოსაკრებელს. ამ მოსაკრებლის გადახდის პროცედურას განსაზღვრავს სააგენტო ტენდერის ან აუქციონის ჩატარებამდე, რაც უნდა აისახოს ტენდერის ან აუქციონის ჩატარების წესებში.

4. სალიცენზიო მოსაკრებლის სახით მიღებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადაეცემა სააგენტოს თავისი ფუნქციების განსახორციელებლად.

5. სალიცენზიო მოსაკრებელი საკომპენსაციო ნავთობით არ ნაზღაურდება.

საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

    მუხლი 20. მიწის მინაკუთვნი

1. სააგენტოს მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისა და შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით სააგენტო იმავდროულად გადასცემს ინვესტორს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ მიწის მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვას.

2. თუ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოს), ხელშეკრულების ხელმოწერამდე ინვესტორმა მიწის მესაკუთრესთან უნდა დადოს ხელშეკრულება მესაკუთრის მიერ მისთვის ამ მიწის ნაკვეთის გამოყენების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მოქმედების ვადით. ეს ხელშეკრულება ინვესტორმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს ხელშეკრულების დადების მიზნით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. სააგენტოს აქვს ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლება სასამართლოში განცხადების შეტანის გზით. ემინენტ დომეინის საქმის დაწყების უფლების განსახორციელებლად სააგენტო შეიმუშავებს და იღებს შესაბამის წესებსა და ნორმატიულ აქტებს.

4. თუ ინვესტორი ვერ მიაღწევს შეთანხმებას მიწის მესაკუთრესთან მისი მიწის ნაკვეთის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის განსაზღვრული ვადით გამოყენების თაობაზე, ინვესტორს უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს ემინენტ დომეინის საქმის დასაწყებად. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასამართლოში განცხადების შეტანის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დაფაროს ემინენტ დომეინის საქმის საწარმოებლად საჭირო ყველა ხარჯი, მათ შორის, სასამართლოს მიერ დადგენილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც გადაეცემა მიწის მესაკუთრეს.

5. ყველა მონაწილე მხარეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ემინენტ დომეინის საქმის საჯარო განხილვაში, წარადგინოს თავისი არგუმენტები, მოწმეები და დამამტკიცებელი საბუთები, გააკრიტიკოს სხვა მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტები, მოითხოვოს მოწმეების ჯვარედინი დაკითხვა, დაეჭვდეს წარდგენილი მტკიცებულებების სისწორეში და მოითხოვოს მათი გადამოწმება.

    მუხლი 21. მოპოვებული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება

1. ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული არამაგისტრალური მილსადენების და შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ექსპლუატაცია და გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად.

ინვესტორს უფლება აქვს აწარმოოს მოლაპარაკება სახელმწიფოს კუთვნილი მაგისტრალური მილსადენების თავისუფალი მოცულობების კომერციულ საფუძველზე გამოყენების შესახებ.

2. ინვესტორს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, არსებულ მაგისტრალურ მილსადენთან მისაერთებლად ააშენოს და გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენი ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი წილი ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიზნით.

    მუხლი 22. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა

1. ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი პასუხისმგებელია აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული უფლება- მოვალეობების შესრულებაზე. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ინვესტორი წერილობით ატყობინებს სააგენტოს ხელშეკრულებითა და ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემის შესახებ.

2. სააგენტოსაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალებანი პირს (მესამე მხარე), რომელიც არ არის აფილირებული კომპანია, თუ ეს პირი ფლობს სათანადო ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს და აქვს გადაცემული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების გამოცდილება. ინვესტორი სააგენტოს წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სააგენტო წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას, ხოლო უარის შემთხვევაში საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

მუხლი 251. ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობა

ტრანსპორტირება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა გადამზიდავისათვის არადისკრიმინაციულ საფუძველზე, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 252. სპეციალიზებული ტრანსპორტირება

1. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს, მის აფილირებულ კომპანიას ან სხვა პირს უფლება აქვს, სააგენტოში შეიტანოს განაცხადი ტრანსპორტირების საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად მხოლოდ მის მიერ წარმოებული ან მისი ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით.

2. სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა სხვა გადამზიდავებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მილსადენის ჭარბი (გამოუყენებელი) სიმძლავრე არადისკრიმინაციულ საფუძველზე, თუ:

ა) მიზანშეწონილი საოპერაციო ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მოიცავს მოთხოვნისა და წარმოების ექსპანსიის პოტენციას, მაგრამ არ შემოიფარგლება მისით, მილსადენის სრული სიმძლავრე რეგულარულად არ გამოიყენება საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ხელშეკრულებას დადებს ან შესთავაზებს მის დადებას მესამე მხარეს, რომელიც არ არის მისი აფილირებული კომპანია, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

მუხლი 253. ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა

1. სააგენტო განიხილავს ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წარმოდგენილ სატარიფო განაცხადს, ადგენს ტარიფს, აგრეთვე ამტკიცებს ტრანსპორტირების მომსახურების პირობებს.

2. ტრანსპორტირების კომპანიისა და გადამზიდავის ინტერესების დაცვის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეიტანოს ცვლილება არსებულ ტარიფში.

3. სააგენტოს მიერ დადგენილი ტარიფი:

ა) იცავს გადამზიდავს მონოპოლიური ფასებისაგან;

ბ) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს საკუთარი ხარჯები, რომლებიც მოიცავს: ეკონომიკურად გამართლებულ ფასად შეძენილი საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდების ამონაგების დასაბუთებულ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად;

გ) ხელს უწყობს ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების გზით მომსახურებაზე დანახარჯების შემცირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტირების კომპანია აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის პირობებს მომსახურების ხარისხზე;

დ) ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდას ტრანსპორტირების სფეროში მოკლე- და გრძელვადიანი ზღვრული ხარჯებისა და ფასების ასახვით, აგრეთვე ტრანსპორტირების მომსახურების სიჭარბისა და სიმცირის რეგულირებით;

ე) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ეკონომიკურად გამართლებული ყველა ხარჯი, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები, და რეგულირების საფასური.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 254. ტარიფის დადგენისა და ამოქმედების წესი და პროცედურები

1. სატარიფო განაცხადის განხილვისა და ტარიფის დადგენისათვის სააგენტო ნორმატიული აქტებით განსაზღვრავს შემდეგ წესსა და პროცედურებს:

ა) სატარიფო განაცხადის მიღების წესს;

ბ) სატარიფო განაცხადის საჯარო განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს;

გ) გადამზიდავისა და სხვა დაინტერესებული მხარის მიერ ტარიფის დასაბუთების პროცედურებს;

დ) სატარიფო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების პროცედურებს;

ე) ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯების გამოთვლის მეთოდებსა და პროცედურებს.

2. ტარიფი ძალაში შედის სააგენტოს მიერ სატარიფო განაცხადის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადზე სააგენტოს მოთხოვნას. ტარიფის დადგენისათვის გაწეული ხარჯები აისახება რეგულირების საფასურში.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

   მუხლი 255. საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ორგანო

საქმიანობის ლიცენზიას გასცემს სააგენტო.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 256. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის პროცედურები

1. სააგენტო ნორმატიული აქტებით ამტკიცებს საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმას, ამ ლიცენზიის შინაარსს და შესაბამისი საქმიანობის ზოგად პირობებს.

2. განაცხადში მითითებული უნდა იყოს:

ა) განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, მმართველი პერსონალის რეკვიზიტები, საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ასევე იურიდიული პირის საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაციის ორგანო;

ბ) ყველა იმ პირის სახელი, გვარი და მისამართი, რომელიც ფლობს აქციების 5 ან მეტ პროცენტს ან განმცხადებლის მოგების პროცენტს.

3. განაცხადს უნდა ერთვოდეს:

ა) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა;

ბ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში;

გ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი გამოიყენებს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში;

დ) ინფორმაცია განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობისა და იმ თანხის წყაროს შესახებ, რომელსაც იგი გამოიყენებს საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;

ე) დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ვ) განმცხადებლის გარანტია, რომ იგი სააგენტოს მიაწვდის სრულ ინფორმაციას საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შესახებ;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისგან წინასწარი თანხმობის მიღება, მან უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრების და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს სააგენტოს მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

4. თუ განმცხადებელი არის ორი ან მეტი პირი, რომელიც განუყოფელი ინტერესით ერთობლივად ფლობს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას:

ა) თითოეულმა მათგანმა ცალკე უნდა გააკეთოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია;

ბ) მათ უნდა წარმოადგინონ ერთმანეთს შორის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტი და წერილობითი თანხმობა ერთ-ერთი პირის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ, რომელზედაც გაიცემა საქმიანობის ლიცენზია და რომელიც უფლებამოსილი იქნება, იმოქმედოს დანარჩენი განმცხადებლების სახელით;

გ) თითოეულ მათგანს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებელობა იმ მოვალეობების შესრულებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან;

დ) თითოეულმა მათგანმა, რომელიც ფლობს იურიდიულ ინტერესს ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში, ასეთი ინტერესის შესახებ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ინტერესის შეძენისას და შემდგომ ყოველწლიურად, სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სააგენტოს მიერ ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული საქმიანობის შეჩერება.

5. თუ განმცხადებელი არის აფილირებული კომპანია, მაშინ მშობელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფინანსური და საქმიანობის შესრულების გარანტიები.

6. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო წყვეტს საქმიანობის ლიცენზიის გაცემის საკითხს. საქმიანობის ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს პირობები, რომლებითაც საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს მიეცემა შესაბამისი საქმიანობის უფლება, კერძოდ:

ა) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დააპროექტოს, ააგოს, აღჭურვოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას ან სატრანსპორტო საშუალებას და საქმიანობა განახორციელოს საქმიანობის ლიცენზიის შესაბამისად;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მიიღოს სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის განხორციელების მეთოდის, საშუალების ან სახეობის შეცვლისათვის ან მოდიფიცირებისათვის; წინასწარ შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლის შესახებ;

გ) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ხელახალი განაცხადის შეტანის საფუძველზე, შემდგომი პირობების წაყენებით, არა უმეტეს 10 წლით გააგრძელოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადა;

დ) განმცხადებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს საქმიანობის ლიცენზიის მიღებისათვის.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

მუხლი 257. საქმიანობის შემოწმება

განხორციელებული საქმიანობის საქმიანობის ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობის დასადგენად სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ქარხანა და სატრანსპორტო საშუალება სამუშაო პროცესში და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 258. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობა ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 6 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს სააგენტოს საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.

2. ავარიის შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საქმიანობა, გამოასწოროს ავარიის შედეგები, დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას ავარიით მიყენებული ზიანი, საქმიანობის ლიცენზიისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ და წარუდგინოს დეტალური ანგარიში.

3. სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ ლიცენზიის მფლობელისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და საქმესთან დაკავშირებული ფაქტების განხილვის საფუძველზე.

4. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შეუჩეროს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება, თუ იგი:

ა) ვერ ასრულებს საქმიანობის ლიცენზიის რომელიმე პირობას;

ბ) ვერ იცავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის სტანდარტებს;

გ) ვერ ასრულებს სააგენტოს სამართლებრივ აქტებს;

დ) ვერ ასრულებს ამ კანონს ან საქართველოს კანონმდებლობას.

5. სააგენტოს უფლება აქვს, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს შეუწყვიტოს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედება, თუ იგი:

ა) არ ასრულებს საქმიანობის ლიცენზიის რომელიმე პირობას;

ბ) არ იცავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის სტანდარტებს;

გ) არ ასრულებს სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ;

დ) არ ასრულებს სააგენტოს სამართლებრივ აქტებს;

ე) არ ასრულებს ამ კანონს ან საქართველოს კანონმდებლობას.

6. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს წერილობითი შეტყობინება ეგზავნება საკითხის განხილვამდე 30 დღით ადრე. მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზი;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მოქმედების ან უმოქმედობის დეტალური აღწერა, რომელიც წარმოადგენს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველს;

გ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის შემდგომი ქმედება, რომელიც საჭიროა საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის მიზეზის გამოსასწორებლად ან აღმოსაფხვრელად.

7. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს დაესწროს სააგენტოს მიერ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საკითხის განხილვას და დაიცვას თავისი უფლებები.

8. საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის საკითხის განხილვიდან 10 დღის განმავლობაში სააგენტო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

9. საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის პერიოდში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების ეფექტიან, უსაფრთხო და ოპერატიულ დახურვას საკუთარი სახსრებით. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვასა და მიტოვებაზე, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოძრავი ქონების აღებას, საქმიანობის ფართობის აღდგენასა და დამუშავებას საკუთარი სახსრებით.

10. ნებისმიერ დროს, მათ შორის, საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის პერიოდში, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ინარჩუნებს მისთვის საქმიანობის ლიცენზიით, სააგენტოს ნორმატიული აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს (მათ შორის, გარემოს დაცვის და დაზიანებული მიწის აღდგენის ვალდებულებებს), ფინანსურად აგებს პასუხს ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვ.), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სააგენტოსთან ერთად შექმნილ სალიკვიდაციო ფონდში წინასწარ გადარიცხოს აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დასაფარად საკმარისი თანხა ან სააგენტოს წარუდგინოს აკრედიტივი ამ თანხის გადახდის შესახებ.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 259. საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი სააგენტოსთვის 30 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების შემდეგ უფლებამოსილია, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებაზე.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი საქმიანობის ლიცენზიაზე ამ პირის სასარგებლოდ.

3. საქმიანობის ლიცენზიაზე უარის თქმის მიზნით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას უნდა დაერთოს მესამე პირის განაცხადი და საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ამ კანონითა და სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია. მესამე პირისათვის საქმიანობის ლიცენზიის გადაცემის მომენტიდან წინა ლიცენზია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად მიიჩნევა.

4. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის ან ისეთი ცვლილებებით გაცემის შესახებ, რომლებიც შეესაბამება ამ კანონსა და სააგენტოს ნორმატიულ აქტებს. სააგენტო გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ დაასკვნის, რომ:

ა) განმცხადებელს აქვს საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსები და შესაბამისი გამოცდილება (კვალიფიკაცია), რათა წარმართოს საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და შეასრულოს მისთვის გადაცემული მოვალეობები;

ბ) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამა საკმარისია წინა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის წარსამართად, შეცვლილი პირობების, მათ შორის ფასების, საბაზრო მოთხოვნის, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების მიწოდების შესაძლებლობის ან სხვა შესაბამისი ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით.

5. მესამე პირისთვის გადაცემული საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადის ხანგრძლივობა უდრის წინა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადის ხანგრძლივობას.

6. სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ამ ლიცენზიით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების გარანტია.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 2510. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის უფლებები და მოვალეობები

1. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს:

ა) დააპროექტოს, ააშენოს, შეაკეთოს, საკუთრებაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ქარხანას და სატრანსპორტო საშუალებას;

ბ) დადოს გარიგებები მესამე მხარესთან ნავთობის გადამუშავების ან გაზის დამუშავების მიზნით, რომლებსაც ფლობს ან განკარგავს მესამე მხარე; დადოს გარიგებები გადამზიდავთან ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების მიზნით, რომლებსაც ამ კანონის შესაბამისად ფლობს ან განკარგავს გადამზიდავი;

გ) რეგულარულად შეამოწმოს და შეაკეთოს ქარხანა და სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერი სახელმწიფო უწყების ჩარევის გარეშე;

დ) სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების შემთხვევაში შეცვალოს ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგია და საშუალებები, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სახეობა და შემადგენლობა;

ე) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტები;

ვ) არადისკრიმინაციულ საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს გზები, ხიდები, ნავსადგურები, საჰაერო სივრცე, თვითმფრინავები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები, ტელეკომუნიკაციები და სხვა სახელმწიფო საკუთრება;

ზ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნას და გამოიყენოს საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში – ეროვნულ ვალუტაში;

თ) საბანკო ანგარიშზე მიიღოს და შეინახოს საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული ამონაგები, განახორციელოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიშსწორება, შეუზღუდავად გამოიყენოს ანგარიშზე არსებული თანხები.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება და ტრანსპორტირების საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიის პირობებისა და მასში განსაზღვრული ვადების შესაბამისად;

ბ) დაიცვას ტრანსპორტირების ტარიფი და სააგენტოს სამართლებრივი აქტები;

გ) საგანგებო სიტუაციის დროს დაუყოვნებლივ შეაჩეროს საქმიანობა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დროულად შეატყობინოს სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) დადგენილი ფორმის შესაბამისად, სააგენტოს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე დაბეგვრასთან, გარემოს დაცვასთან და საგანგებო სიტუაციებთან, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხთან, საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის სტატუსთან და საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები;

ე) პასუხი აგოს ხელმძღვანელობის, პერსონალის, აგენტების და ქვეკონტრაქტორების ქმედებაზე;

ვ) საქმიანობის ფართობი გამოიყენოს მხოლოდ საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის;

ზ) არ დაუშვას უცხო პირთა თავისუფალი გადაადგილება საქმიანობის ფართობზე, ასევე მათ მიერ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ქარხნის, მოწყობილობების, კომუნიკაციებისა და სხვა საშუალებების გამოყენება, თუ საქართველოს კანონმდებლობითა და საქმიანობის ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

თ) საქმიანობაში გამოყენებული ან წარმოებული ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების შეცვლისათვის და მოდიფიცირებისათვის მიიღოს სააგენტოს ნებართვა;

ი) გადაიხადოს ყველა გადასახადი და ჯარიმა, შეასრულოს სხვა საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოს საზოგადოების უსაფრთხოება და გარემოს დაცვა;

ლ) გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის შეიმუშაოს გეგმა, წვრთნა ჩაუტაროს პერსონალს და დაამონტაჟოს საჭირო აპარატურა, რათა ავარიის შემთხვევაში მიიღოს დროული და ეფექტიანი ზომები;

მ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას არ მიაყენოს ზიანი საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;

ნ) ფინანსურად აგოს პასუხი ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვ.), რომელიც გამოწვეულია საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით;

ო) უპირატესობა მიანიჭოს საქართველოში დამზადებულ დანადგარებს, მასალებსა და პროდუქციას, თუ მათი ეკოლოგიური და ტექნოლოგიური მაჩვენებლები, ფასები, საწარმოო პარამეტრები და მიწოდების პირობები კონკურენტუნარიანია;

პ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებას, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია;

ჟ) საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას თანაბარ პირობებში უპირატესობა მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეებს, სამუშაოებზე არ დაუშვას სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირები;

რ) საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ქარხნისა და სატრანსპორტო საშუალების ეფექტიანი, უსაფრთხო და ოპერატიული დახურვა;

ს) აღადგინოს დაზიანებული საქმიანობის ფართობი;

ტ) ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს წარუდგინოს ფინანსური გარანტია საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან, ქარხნის ან სატრანსპორტო საშუალების დახურვასთან დაკავშირებით.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

მუხლი 2511. ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სერტიფიცირება

1. სააგენტო ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიცირების სახელმწიფო დეპარტამენტთან – „საქსტანდარტთან“ ერთად განიხილავს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის ახალ სტანდარტებს და მონაწილეობს მათ დამტკიცებაში.

2. საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პერიოდულად, არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარუდგენს ლაბორატორიას გასასინჯად ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშებს. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება სააგენტოს.

3. სააგენტოს ექსპერტებს უფლება აქვთ, პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზონაში სამუშაო საათების დროს, აიღონ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები და წარუდგინონ ლაბორატორიას გასასინჯად. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ეგზავნება სააგენტოს.

4. თუ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტოს უფლება აქვს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულებას.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

                                                    თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 26. ნავთობისა და გაზის არსებული ხელშეკრულებები

1. ეს კანონი აღიარებს არსებული ხელშეკრულებების მართლზომიერებას ამ კანონის ნორმებთან მიმართებაში.

2. არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის სუვერენული და მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა), ჩამოყალიბებისთანავე გადაეცემა სააგენტოს.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 27. კანონით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა და ინვესტორის უფლებების სახელმწიფო გარანტიები

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვესტორის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონის ამოქმედებიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს, არ შეეხება ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებებს, ასევე არსებულ ხელშეკრულებებს

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზეც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.

3. სახელმწიფო ორგანოებს და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ინვესტორს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ხელშეკრულების პირობებს.

საქართველოს 1999 წლი 9 სექტემბრის კანონი №2392-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.225

    მუხლი 28. საქმიანი ურთიერთობა

ინვესტორის მიერ დაქირავებული საქართველოს მოქალაქეების შრომის ანაზღაურების, სამუშაო და დასვენების დროის, უსაფრთხოებისა და სოციალური დაზღვევის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 29. სახელმწიფოს იმუნიტეტი

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს დავის წარმოშობის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლო იმუნიტეტზე უარის თქმას.

    მუხლი 30. სადავო საკითხების განხილვა

1. ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი დავა, განსაკუთრებით, თუ დავა ეხება მიწას ან სხვა უძრავ ქონებას, განიხილება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს მიერ ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. ხელშეკრულების თარგმნასთან, იურიდიულ სტატუსთან, პირობების შესრულებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებული დავა განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ. თუ ინვესტორი არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, მასთან წარმოშობილი დავა შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

 მუხლი 301. რეგულირების საფასურის დადგენა

შესაბამისი საკანონმდებლო აქტით რეგულირების საფასურის ზღვრული ოდენობის დადგენამდე რეგულირების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო.

საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16

   მუხლი 302. საქმიანობის არსებული ლიცენზია

საქმიანობის არსებული ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში სააგენტოში უნდა შეიტანოს განაცხადი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. საქმიანობის არსებული ლიცენზიის საფუძველზე სააგენტო გასცემს საქმიანობის ლიცენზიას ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

    მუხლი 31. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 16 აპრილი.

№1892-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №23 92-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ .2 25

2. საქართველოს 2001 წლის 2  მარტის  კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ .16

3. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი№1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9

4. საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი№2499-სსმI, , №22, 08.08 2003წ., მუხ.155

5. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი№879-სსმI, №6, 19.01.2005წ., მუხ.37

6. საქართველოს 2006 წლის 14 აპრილის კანონი№2888-სსმI, №11, 01.05.2006წ., მუხ.83

32. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2629-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 01/03/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2224-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 30. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5648-რს - ვებგვერდი, 27/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1936-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 28. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1650-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 27. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 908-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 26. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 650-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 25. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 142-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 24. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4365-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 23. 10/07/2015 - საქართველოს კანონი - 4001-რს - ვებგვერდი, 21/07/2015 22. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1039-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 31/05/2013 - საქართველოს კანონი - 678-IIს - ვებგვერდი, 18/06/2013 20. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 467-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 19. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6330-Iს - ვებგვერდი, 08/06/2012 18. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5968-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 17. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5646-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 16. 11/10/2011 - საქართველოს კანონი - 5091-IIს - ვებგვერდი, 111021011, 21/10/2011 15. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4682-Iს - ვებგვერდი, 110601014, 01/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4408-Iს - ვებგვერდი, 110317038, 17/03/2011 13. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 12. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 626 - სსმ, 35, 05/12/2008 11. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4859 - სსმ, 22, 19/06/2007 10. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4292 - სსმ, 1, 03/01/2007 9. 24/10/2006 - საქართველოს კანონი - 3580 - სსმ, 42, 10/11/2006 8. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3172 - სსმ, 17, 30/05/2006 7. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3169 - სსმ, 19, 25/05/2006 6. 14/04/2006 - საქართველოს კანონი - 2888 - სსმ, 11, 01/05/2006 5. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 879 - სსმ, 6, 19/01/2005 4. 18/07/2003 - საქართველოს კანონი - 2499 - სსმ, 22, 08/08/2003 3. 25/12/2002 - საქართველოს კანონი - 1853 - სსმ, 3, 17/01/2003 2. 02/03/2001 - საქართველოს კანონი - 757 - სსმ, 6, 20/03/2001 1. 09/09/1999 - საქართველოს კანონი - 2392 - სსმ, 43(50), 21/09/1999