„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 671-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.102655
671-IIმს-XIმპ
12/06/2025
ვებგვერდი, 16/06/2025
300380000.05.001.102655
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1. პირველი მუხლის: 
ა) პირველი პუნქტის: 
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები: 
„ა1) ბუნებრივი წყალბადი − თავისუფალი სახით არსებული წყალბადი, რომელიც მოიპოვება ბუნებრივი წყალბადის ბუდობიდან ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლების მქონე პირის მიერ განხორციელებული ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების შედეგად;
2) სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი − ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიენიჭა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი;“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები − შესაბამისი ხელშეკრულებითა და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში განხორციელებული ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები (მოპოვებული ბუნებრივი წყალბადის შეგროვება, მომზადება, გაზომვა, შენახვა);“; 
ა.გ) „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2)  წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები – ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებასა და მოპოვებასთან, აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის იმპორტი, ტრანზიტი, გადამუშავება, მიწოდება;“;
ა.დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ინვესტორი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, იურიდიული პირი ან იურიდიული პირების ერთობლიობა (კონსორციუმი), რომელიც მონაწილეობს ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაში და ამისთვის საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს იყენებს;“;
ა.ე) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ფართობი − ხელშეკრულებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელზედაც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ექსკლუზიური უფლება;“;
ა.ვ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) მომზადება –  მოპოვებული ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის მინარევებისგან გაწმენდა;“;
ა.ზ)  „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“−„ო6“ ქვეპუნქტები:
„ო1) ბუნებრივი წყალბადის ბუდობი – წიაღში მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალბადის ბუნებრივი თავმოყრის ადგილი;
2) ბუნებრივი წყალბადის საბადო – ბუნებრივი წყალბადის ბუდობების ერთობლიობა;
3) ბუნებრივი წყალბადის რესურსები – წიაღში არსებული ბუნებრივი წყალბადის რაოდენობა;
4) ბუნებრივი წყალბადის საბადოების ძებნა – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ბურღვითი და სხვა დამხმარე სამუშაოები, რომელთა საფუძველზედაც ხორციელდება ბუნებრივი წყალბადის საბადოების სამრეწველო მნიშვნელობის წინასწარი შეფასება;
5) ბუნებრივი წყალბადის ბუდობის ძიება – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ტექნოლოგიური და სხვა სამუშაოები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება ბუნებრივი წყალბადის ბუდობის სტრუქტურა, ბუნებრივი წყალბადის მარაგები და მოპოვების პირობები;
6) ბუნებრივი წყალბადის ბუდობის ათვისება – ბუნებრივი წყალბადის მოსაპოვებლად განხორციელებული ტექნოლოგიური და საორგანიზაციო სამუშაოები, აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის წიაღიდან ამოღება, შეგროვება, მომზადების ადგილამდე გადატანა და მომზადება;“; 

ა.თ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ან/და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის რესურსების ან ბუნებრივი წყალბადის რესურსების განსაზღვრული მოცულობისთვის (რაოდენობისთვის), რომლის ოდენობა 1 ტონა ნავთობისთვის, 1 000 კუბური მეტრი გაზისთვის ან 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი წყალბადისთვის ლარებში შეიტანება ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებაში;“;
ა.ი) „ჯ“ და „ჰ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) ხელშეკრულება – სახელმწიფოს და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების პირობების შესახებ. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების პირობებს;
ჰ) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება საქართველოს წიაღში ან/და საქართველოს კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების ექსკლუზიური უფლება. ეს ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას. ინვესტორი იღებს ვალდებულებას, თავისი რისკითა და ხარჯებით, ამ ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. სახელმწიფო ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით, ნავთობისა და გაზის აღმოჩენისა და მოპოვების შემთხვევაში;“;
ა.კ) „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას;
ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებას;“;
ა.ლ) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.თ) ათვისების გეგმა − ნავთობისა და გაზის საბადოს ან/და ბუნებრივი წყალბადის საბადოს ათვისების გეგმა;“;
ა.მ) „ა.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.კ) არამაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად განკუთვნილ ფართობზე განლაგებული შემკრები და ტექნოლოგიური მილსადენები;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) რეზერვუარი – მიწისზედა ან მიწისქვეშა ხელოვნური საცავი ან განცალკევებული, ლითოლოგიური საზღვრებით შეზღუდული გეოლოგიური სტრუქტურა, რომელიც გამოიყენება ნედლეულის, თხევადი გაზის, ბუნებრივი წყალბადის, ნავთობქიმიური პროდუქტების, აგრეთვე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისთვის საჭირო ნივთიერებების მოსაგროვებლად და შესანახად;“.
2. მე-2 მუხლის: 
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სამართლებრივი რეგულირება“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციები, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები და ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება ან/და ტრანსპორტირების საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) „ა“−„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა, აგრეთვე ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ნავთობისა და გაზის ოპერაციებში ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;
გ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა;
დ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და მისი ძირითადი ფუნქციების განსაზღვრა;“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის რესურსებსა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებზე 
1. საქართველოს წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსები და ბუნებრივი წყალბადის რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაა. მიწის საკუთრების უფლება არ გულისხმობს ამ მიწის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების საკუთრების ან ექსპლუატაციის უფლებას. 
2. საქართველოს აქვს თავის ხმელეთსა და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება.
3. მოპოვებულ ნავთობზე, გაზსა და ბუნებრივ წყალბადზე საკუთრების უფლება განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად.
4. მოპოვებული და მიწისქვეშა რეზერვუარში შესანახად მოთავსებული ნავთობი, გაზი და ბუნებრივი წყალბადი მოპოვებულად ითვლება.
5. რეზერვუარში საწარმოო მიზნით (ჭაბურღილის ბურღვა, გამოცდა, მიწისქვეშა რემონტის ჩატარება, ათვისება და სხვა) დაბრუნებული ნავთობი, გაზი, ბუნებრივი წყალბადი მიიჩნევა ნავთობის, გაზის, ბუნებრივი წყალბადის მარაგების ნაწილად და მოპოვებულად არ ჩაითვლება.“.
5. მე-6 მუხლის: 
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელება“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნავთობისა და გაზის ოპერაციები და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელონ სახელმწიფომ და ფიზიკურმა პირმა ან იურიდიულმა პირმა ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად.“.
6. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო მართვა და რეგულირება“.
7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო მართვა 
1. ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის სფეროში სამინისტროს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
2. ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს შეიმუშავებს სამინისტრო. ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის სფეროში სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება მესაკუთრის საქმიანობისა და ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.
3. ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის სფეროს მართვას სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად ახორციელებს სააგენტო.“.
8. მე-8 მუხლის: 
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო რეგულირება“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სააგენტო.“.
9. 81 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების შესათავაზებლად; ფართობის შეთავაზების ფორმის (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად შეთავაზებულ ფართობზე;
გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად შეთავაზებულ ფართობზე;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და მას გადასცეს მოთხოვნილი დოკუმენტები;“;
გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან, ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან, ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
თ) საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შესაქმნელად და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ეფექტიანად განსახორციელებლად;“;
დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ამ კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცება;“.
10. 88 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სააგენტო, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.“.
11. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სააგენტოსთან შეთანხმების შემთხვევაში ინვესტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებასთან ერთად ენიჭება ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება. შესაბამისი შეთანხმება აისახება ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს მიენიჭა ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის უფლება ან/და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლება.“.
12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მინიჭება
1. ნავთობის ეროვნულ კომპანიას სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ ფართობზე, რომელზედაც არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლება და დაწყებული არ არის ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.
2. სააგენტო ნავთობის ეროვნულ კომპანიას ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლებას მიანიჭებს, თუ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის შემუშავებულ პროექტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი მიენიჭება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნავთობის ეროვნული კომპანია ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებს ახორციელებს სააგენტოსთან დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად, რომლის პირობები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტურია. 
4. ამ მუხლის საფუძველზე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით ნავთობის ეროვნული კომპანია არ ასრულებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს, გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირების საფასურის გადახდისა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვისა.“.
13. მე-13 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა ავტომატურად, სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ნავთობისა და გაზის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისთვის გადაცემას პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესასრულებლად და შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე  ბუნებრივი წყალბადის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ბუნებრივი წყალბადის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტური უნდა იყოს. გეოლოგიური მინაკუთვნი ან/და სამთო მინაკუთვნი საჭიროების შემთხვევაში გაიცემა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიასთან ერთად.“;
ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების პირობებს ამ კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.“.
14. მე-17 მუხლის: 
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ხელშეკრულების შეწყვეტა“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინვესტორსა და სააგენტოს უფლება აქვთ, შეწყვიტონ ხელშეკრულება მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ თავისუფლდებიან იმ ვალდებულების შესრულებისგან, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის შესრულებული არ არის.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინვესტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელება.“.
15. 24-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
„ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდისა და ტექნოლოგიის შერჩევა ნავთობისა და გაზის მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;“;
ბ) „გ“−„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობისა და საწარმოო უსაფრთხოების, გარემოსა და წიაღის დაცვის მოთხოვნების დაკმაყოფილება;
დ) სხვა პირებისთვის ფართობზე თავისუფლად გადაადგილებაში, მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში ან ნებისმიერი სახის სამუშაოების (ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის გარდა, სხვა ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიების, ათვისებისა და მოპოვების ჩათვლით) განხორციელებაში ხელის არშეშლა, თუ ეს მოქმედებები არ ითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული პირობების შექმნას და ხელს არ უშლის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებას;
ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების ტექნოლოგიური გეგმებისა და პროექტების დადგენილი წესით დაცვა, რაც უზრუნველყოფს პერსონალისა და საზოგადოების უსაფრთხოებას;“;
გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელებისას საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებისთვის, საჰაერო, სარკინიგზო, საზღვაო და სხვა სახის ტრანსპორტირების ჩათვლით, უპირატესობის მინიჭება, თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია;
თ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელებისას თანაბარ პირობებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირატესობის მინიჭება, სამუშაოების განსახორციელებლად სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირების დაუშვებლობა;“;
დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გადაცემა მხოლოდ ხელშეკრულების მხარეების თანხმობის შემთხვევაში, თუ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“;
ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების, მათი ვადაზე ადრე შეწყვეტის ან დამთავრების დროს დაზიანებული მიწის ნაკვეთისა და სხვა ობიექტების საკუთარი ხარჯებით აღდგენა იმ მდგომარეობამდე, რომელიც მისაღებია მისი შემდგომი გამოყენებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.
16. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური ინფორმაცია, მონაცემები ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ, საწარმოო მონაცემები, სამთო ქანების ნიმუშები, მათ შორის, ინვესტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას მიღებული გარსი და ქანთაშორისი სითხე, სახელმწიფოს საკუთრებაა. ინვესტორს უფლება აქვს, თავისუფლად და უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ ინფორმაციით, მონაცემებითა და ნიმუშებით საქართველოსა და უცხო ქვეყნებში მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება.“.
17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 304  მუხლი:
„მუხლი 304. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის არსებული გენერალური ლიცენზია
ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მიმართოს სააგენტოს მასზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის საფუძველზე ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მოსაპოვებლად. არსებული სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე სააგენტო გასცემს სარგებლობის ლიცენზიას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2025 წ.

N671-IIმს-XIმპ