"ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4682-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601014, 01/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.016324
  • Word
4682-Iს
17/05/2011
ვებგვერდი, 110601014, 01/06/2011
300380000.05.001.016324
"ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

 1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა, რეგულირების საფასურის გადახდა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;“.

2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) ინვესტორის მიერ რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებას.“.

3. 24-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების, ასევე რეგულირების საფასურის დროულად გადახდა;“.

მუხლი 2

1. ეს კანონი გავრცელდეს არსებულ ხელშეკრულებებზე და ამ კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებზე.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ამ კანონის საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამის ქმედებების განხორციელება 2012 წლის               1 იანვრამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4682-Iს