„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3580
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 10/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.001.002.410
  • Word
3580
24/10/2006
სსმ, 42, 10/11/2006
300.380.000.05.001.002.410
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნავთობისა და გაზის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) ნავთობის ეროვნული კომპანია – საწარმო, რომლის წილის (აქციების) 75%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო და რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი;“.

2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ფლობს მისი წილის (აქციების) 75%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;“.

3. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ახორციელებს საწარმო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას ნავთობის ეროვნული კომპანიის პრივატიზების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ საქართველოს სახელმწიფო ფლობს მისი წილის (აქციების) 75%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია:

ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ამ ხელშეკრულების პარაფირება კომისიის მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე;

ბ) ხელშეკრულებების განხორციელებისას საქართველოს მხრიდან პარტნიორის სახით მოქმედება;

გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;

დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება;

ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების კომერციული და სამეურნეო ნაწილის ზედამხედველობისა და ხელმძღვანელობის მიზნით, ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციებია სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცება, მათი განხორციელების კონტროლი და სხვ.;

ვ) ყველა სხვა ფუნქცია, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ოქტომბერი.

№3580–IIს