„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1936-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.018731
1936-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
300380000.05.001.018731
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნავთობის გადამუშავება – უწყვეტი საწარმოო ციკლით ნედლი ნავთობის გადამუშავება ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით, აგრეთვე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული:

გ.ა) ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით;

გ.ბ) ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყლის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხის) (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას მიღებულისა) გადამუშავება მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1936-რს