„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5648-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.019731
5648-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 27/12/2019
300380000.05.001.019731
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13 (20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები − ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარეები, აგრეთვე ევროპის კავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები;“;

ა.ბ) „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ლ) მაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მილსადენი, რომელიც არ არის არამაგისტრალური მილსადენი ან ამ კანონით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სატრანსპორტო საშუალება – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მილსადენი ან მილსადენების ქსელი, ყველა სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება ქარხნისათვის ან რეზერვუარისათვის ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტში გადასაცემად. სატრანსპორტო საშუალება არ არის ნებისმიერი სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) მილსადენი, საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ მიზნისათვის გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალება ან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელი;“;

ბ.ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) გადაზიდვის უკანასკნელი პუნქტი – საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული პუნქტი, სადაც ნედლეულზე ან ნავთობგაზპროდუქტებზე საკუთრების უფლება  მომხმარებელს გადაეცემა, ან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიღების პუნქტი, ან პუნქტი, სადაც ნედლეული ან ნავთობგაზპროდუქტები კვეთს საქართველოს საზღვარს;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სატრანსპორტო საშუალებასთან მესამე მხარის დაშვების უზრუნველყოფა (ასეთი დაშვების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურების გამწევი მოწყობილობების ჩათვლით), გარდა ქსელისა და აღნიშნული მოწყობილობების იმ ნაწილისა, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის.“.

3. 81 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების რეგულირება და მონიტორინგი და ამ კანონის 2512 მუხლის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა.“.

4. 252 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2512 მუხლი:

„მუხლი 2512. სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

1. სააგენტომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებასთან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლის დაშვება (ასეთი დაშვების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურების გამწევი მოწყობილობების ჩათვლით), გარდა ქსელისა და აღნიშნული მოწყობილობების იმ ნაწილისა, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის. სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა თუ ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლის მახასიათებლებისა. ამ ზომების შესახებ უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

2. ამ მუხლის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, რომლის მიზანი უნდა იყოს სამართლიანი და ღია დაშვება, კონკურენციის ხელშეწყობა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება, სატრანსპორტო საშუალებისა და დაკავშირებული მოწყობილობების საოპერაციო უსაფრთხოების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი გაზის მიწოდების ზომების უსაფრთხოების, გონივრულად ხელმისაწვდომი სიმძლავრისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები:

ა) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებაზე უარის თქმის საჭიროება ტექნიკური მახასიათებლების ისეთი შეუსაბამობის შემთხვევაში, რომლის გადაფარვა შეუძლებელია;

ბ) იმ სირთულეებისთვის თავის არიდების საჭიროება, რომელთა დაძლევა გონივრულად შეუძლებელია და რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ნავთობისა და გაზის  არსებული ან დაგეგმილი წარმოების ეფექტიანობა, მათ შორის, ზღვრული ეკონომიკური უნარიანობის თვალსაზრისით;

გ) ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისა და დამუშავებისთვის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან ოპერატორის სათანადოდ დასაბუთებული, გონივრული საჭიროება, შესაძლო ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი სატრანსპორტო საშუალებით ან სათანადო დამუშავებისთვის ან გატარებისთვის საჭირო მოწყობილობებით მოსარგებლე სხვა პირთა ინტერესები;

დ) წარმოების ან სატრანსპორტო საშუალების განვითარების უფლების მოპოვებისათვის სათანადო კანონმდებლობის, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების, ადმინისტრაციული პროცედურების დაკმაყოფილების საჭიროება.

3. სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებასთან დაკავშირებულ დავას სააგენტო განიხილავს დაჩქარებული წესით, სააგენტოს მიერ დამტკიცებული დავის განხილვის წესისა და პირობების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებისათვის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეთა რაოდენობის გათვალისწინებით.

4. ტრანსსასაზღვრო დავის შემთხვევაში გამოიყენება ენერგეტიკული გაერთიანების იმ მხარის დავის განხილვის წესი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელთან დაშვებაზედაც უარი იქნა ნათქვამი.

5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი არ იქნება დასაბუთებული ამ მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სათანადო კანონქვემდებარე აქტების გამოცემა, მათ შორის, არსებულ კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანა, ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით.

მუხლი 3 

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5648-რს