“ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
“ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2392
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43(50), 21/09/1999
სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.05.001.000.690
  • Word
2392
09/09/1999
სსმ, 43(50), 21/09/1999
300.380.000.05.001.000.690
“ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნავთობისა და გაზის შესახებ”  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ლიცენზიის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით (საქმიანობით) მოპოვებული ნავთობი და გაზი სახელმწიფოს და ინვესტორის საკუთრებაა.”

2. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ინვესტორის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონის ამოქმედებიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს, არ შეეხება ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებებს, ასევე არსებულ ხელშეკრულებებს.”

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

№2392-Iს