„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4408-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110317038, 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.016219
  • Word
4408-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110317038, 17/03/2011
300380000.05.001.016219
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი,  მუხ.  49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

) პირველი პუნქტის:

ა.ა) ა.გ და ა.დ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.გ) ბუნებრივი რესურსების სააგენტო  – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს  საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას;

ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – სააგენტოს  მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან მოპოვების საქმიანობის უფლებას;“;

ა.ბ) ა.მ და ა.ნ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.მ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;

ა.ნ) მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ო) ლაბორატორია – საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან სააგენტოს მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით);

პ) ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) – სააგენტოს  მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;“;

ბ.ბ) „ და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რ) საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზია;

ს) განმცხადებელი – პირი,  რომელიც სააგენტოს   წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით;.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ნავთობისა და გაზის სფეროს მართვას სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად ახორციელებს სააგენტო.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სააგენტო.“;

ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 82. სააგენტოს ბიუჯეტი

სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროები..

5. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოების არსებობაც, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ საჭიროების შემთხვევაში იღებს სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმებით..

6. 24-ე მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლ) სააგენტოსათვის ფართობზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებთან ერთად გეოლოგიური და გეოფიზიკური ინფორმაციის წარდგენა, ფართობზე სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოსათვის წერილობითი ინფორმაციის გადაცემა 30 დღის განმავლობაში;“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4408-Iს