„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2629-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.020813
2629-XIმს-Xმპ
22/02/2023
ვებგვერდი, 01/03/2023
300380000.05.001.020813
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის უფლება ან/და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის უფლება, იდება სახელმწიფოსა და მხოლოდ სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შორის, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ტენდერისა და აუქციონის ჩატარების პირობები იდენტურად უნდა აისახოს აღნიშნულ ხელშეკრულებასა და ამ კანონის შესაბამისად გაცემულ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიაში.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3და 3პუნქტები:

„31. ნავთობისა და გაზის შემცველი იმ თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლება, რომელზედაც ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება არცერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული, შეიძლება სააგენტოს მიერ დადგენილი შესაბამისი ბონუსის გადახდის საფუძველზე, მის მიერვე დადგენილი წესითა და პირობებით, ნავთობისა და გაზის რესურსების ექსპლუატაციის ან/და აღნიშნული თავისუფალი წიაღით სარგებლობის მიზნით, ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე გადაეცეს იმ ინვესტორს, რომლის ფართობიც უშუალოდ ესაზღვრება ნავთობისა და გაზის შემცველ თავისუფალ წიაღს, თუ:

ა) აღნიშნულ ფართობზე არსებული ბუნებრივი რეზერვუარის საზღვრები სცდება ფართობის საზღვრებს და თავისუფალი წიაღის შესაბამის ნაწილზე გადადის;

ბ) აღნიშნულ ფართობზე ნავთობისა და გაზის კონკრეტული ოპერაციების განხორციელება შეუძლებელია ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემის გარეშე;

გ) ინვესტორისთვის თავისუფალი წიაღის შესაბამისი ნაწილით სარგებლობის უფლების გადაცემა აუცილებელია სხვა საფუძვლიანი გეოლოგიური მოსაზრებიდან გამომდინარე.

32. ამ მუხლის 3პუნქტით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის შემცველი თავისუფალი წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე უნდა ეცნობოს ყველა ინვესტორს, რომელთა ფართობებიც უშუალოდ ესაზღვრება აღნიშნულ თავისუფალ წიაღს, რათა დაინტერესების შემთხვევაში მათ ჰქონდეთ გონივრული ვადა შესაბამისი განაცხადის წარსადგენად.“.  

მუხლი 2. 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით უზრუნველყოს აღნიშნულ აქტებში ცვლილებების შეტანა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2023 წ.

N2629-XIმს-Xმპ