„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5091-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111021011, 21/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.016438
  • Word
5091-IIს
11/10/2011
ვებგვერდი, 111021011, 21/10/2011
300380000.05.001.016438
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს აკანონმდებლო აცნე, 13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის ა.ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.ე) ნავთობის ეროვნული კომპანია – საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო და რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი;.

2. 81 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ საქართველოს სახელმწიფო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია:

ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ხელშეკრულების პარაფირება სააგენტოს მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე;

ბ) ხელშეკრულებების შესრულებისას საქართველოს მხრიდან კომერციული პარტნიორის სახით მოქმედება;

გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა, რეგულირების საფასურის გადახდა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა;

დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება;

ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების სააგენტოსთან ერთად კონტროლით;

ვ) ყველა სხვა ფუნქცია, რომლის შესრულებაც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით..

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 ოქტომბერი.

№5091II