დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4859 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 19/06/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.380.000.05.003.857 |
საქართველოს კანონი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო – საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების მიზნით შექმნილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან მოპოვების საქმიანობის უფლებას;“;
ა.ბ) „ა.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.მ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;“;
ა.გ) „ა.მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ნ“ ქვეპუნქტი:
„ა.ნ) მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ლაბორატორია – საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით);
პ) ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;“;
ბ.ბ) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზია;
ს) განმცხადებელი – პირი, რომელიც ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით;“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების, ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და მისი ძირითადი ფუნქციების განსაზღვრა.“.
3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების სახელმწიფო მართვა და რეგულირება“.
4. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ნავთობისა და გაზის რესურსების სახელმწიფო მართვა
1. ნავთობისა და გაზის სფეროში სამინისტროს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
2. ნავთობისა და გაზის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს შეიმუშავებს სამინისტრო. ნავთობისა და გაზის სფეროში სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება მესაკუთრის და ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.
3. ნავთობისა და გაზის სფეროს მართვას სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო.
მუხლი 8. ნავთობისა და გაზის რესურსების სახელმწიფო რეგულირება
1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც იქმნება ამ კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
3. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. სააგენტოს უფროსის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით. სააგენტოს დებულებას, სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი.
6. სააგენტოს უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.
7. სააგენტოს უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.
8. სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს სააგენტოს თანამშრომლები.
9. სააგენტოს უფროსის, მისი მოადგილის (მოადგილეების) და სააგენტოს თანამშრომლების შრომით ურთიერთობებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.“.
5. 81 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. სააგენტოს ბიუჯეტი
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად.
3. სააგენტოს ფუნქციების განხორციელების პროცესში მიღებული ყველა შემოსავალი ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
7. 83–87 მუხლები ამოღებულ იქნეს.
8. 253 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შესაძლებლობას აძლევს ტრანსპორტირების კომპანიას, აინაზღაუროს ეკონომიკურად გამართლებული ყველა ხარჯი, მათ შორის, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაწეული ხარჯები.“.
9. 254 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტარიფი ძალაში შედის სააგენტოს მიერ სატარიფო განაცხადის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს სატარიფო განაცხადზე სააგენტოს მოთხოვნას.“.
10. 303 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 303. გარდამავალი დებულებანი
1. 2007 წლის 1 სექტემბრამდე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოდ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ.
4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე და უფროსის დანიშვნამდე ამ სააგენტოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელმა სახელმწიფო სააგენტომ.
5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები (გარდა რეგულირების საფასურთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებების განხორციელების ან მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს.
6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ნავთობისა და გაზის ეროვნულმა სააგენტომ შექმნიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 5 ივნისი.
№4859–Iს
დოკუმენტის კომენტარები