„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 467-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.016955
467-რს
25/03/2013
ვებგვერდი, 05/04/2013
300380000.05.001.016955
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. პირველი მუხლის:

    ა) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა.გ) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას;“;

    ბ) „ა.მ“ და „ა.ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ა.მ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

    ა.ნ) მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;“.

    2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.“.

    3. 303 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

  „7. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 მარტი 2013 წ.

N467-რს