„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4001-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 300380000.05.001.017873
4001-რს
10/07/2015
ვებგვერდი, 21/07/2015
300380000.05.001.017873
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნავთობის გადამუშავება – უწყვეტი საწარმოო ციკლით ნედლი ნავთობის გადამუშავება ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით, აგრეთვე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ნავთობპროდუქტები – ნახშირწყალბადების ნარევი, რომელიც ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიიღება;“.

2. 81 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) ამ კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცება.“.

3. 256 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს უნდა წარედგინოს განაცხადი სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით.

3. განაცხადს უნდა ერთოდეს:

ა) საქართველოს რეზიდენტისათვის  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო უცხო ქვეყნის საწარმოსათვის  მისი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული/ლეგალიზებული სადამფუძნებლო დოკუმენტაცია/ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში წარმომადგენლობის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) განმცხადებლის მიერ განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დეტალური აღწერა;

გ) იმ ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში გამოიყენებს;

დ) იმ ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების დეტალური აღწერა, რომლებსაც განმცხადებელი ქარხანაში ან სატრანსპორტო საშუალებაში გამოიყენებს;

ე)  აუდიტის დასკვნა განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ;

ვ) არსებობის შემთხვევაში – დოკუმენტი განმცხადებლის გამოცდილების (კვალიფიკაციის) შესახებ და იმ ქვეყნების სია, სადაც იგი ახორციელებდა საქმიანობას ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ზ) განმცხადებლის წერილობითი გარანტია, რომ საქმიანობის ლიცენზიის მიღების შემთხვევაში იგი სააგენტოს წარუდგენს სრულ ინფორმაციას ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების შესახებ;

თ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის ან ტრანსპორტირების საქმიანობისათვის მისი მიწის გამოყენებაზე და იჯარის პირობები. თუ განმცხადებელმა ვერ შეძლო მიწის მესაკუთრისაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღება, მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ მიწის ადგილმდებარეობის, პარამეტრებისა და წინასწარი მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ, აგრეთვე მიწის მესაკუთრისათვის შეთავაზებული ხელშეკრულების დეტალები. განმცხადებლის მიერ მიწის კერძო მესაკუთრესთან შეუთანხმებლობა სააგენტოს მიერ საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ განმცხადებელი აფილირებული კომპანიაა, მისმა მშობელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს წერილობითი გარანტია ფინანსური უზრუნველყოფისა და საქმიანობის განხორციელების შესახებ.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

10 ივლისი 2015 წ.

N4001-რს