დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6533-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2012 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016009 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (22/02/2018 - 19/04/2018)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
თავი I. საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საფუძვლები
1. საქართველოს პარლამენტი (შემდგომ − პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (შემდგომ − რეგლამენტი), მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
3. პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა:
ა) საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე;
ბ) პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;
გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს პარლამენტის უსაფრთხოებასა და შეუფერხებელ საქმიანობას.
5. პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) მრავალპარტიულობა;
ბ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
გ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა და გადაწყვეტა;
დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა და მათი შესრულების კონტროლი;
ე) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა;
ვ) საჯაროობა;
ზ) სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების ერთიანობა.
6. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, დაამტკიცოს კონსტიტუციური შეთანხმება, მიიღოს ორგანული კანონი, კანონი, რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.
7. პარლამენტი მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
8. პარლამენტი, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
9. რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას, პარლამენტის შინაგან სტრუქტურას და სავალდებულოა ყველა პარლამენტის წევრისათვის, კომიტეტისათვის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიისათვის, საპარლამენტო ფრაქციისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის, ინტერფრაქციული ჯგუფისათვის (შემდგომ – პარლამენტის სუბიექტები), აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში – საქართველოს პრეზიდენტისათვის, მთავრობისათვის, პარლამენტის კონტროლისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის, დაწესებულების, ორგანიზაციისა და თანამდებობის პირისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის.
10. პარლამენტის წევრის, კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის (შემდგომ – ფრაქცია), საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის (შემდგომ – უმრავლესობა, უმცირესობა), საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
11. პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, წყვეტს პარლამენტი დადგენილებით.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 29 ნოემბრის რეგლამენტი №1688 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
თავი II. პარლამენტის კონსტიტუციური პრეროგატივა
პარლამენტის კონსტიტუციური პრეროგატივა არის მხოლოდ მისი განსაკუთრებული უფლებამოსილება – საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესითა და ფორმით განახორციელოს ხალხის მიერ უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების სახით მისთვის მინდობილი ინტერესები, საპარლამენტო კონტროლი და განსაზღვროს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
პარლამენტის პრეროგატივაა:
ა) საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა;
ა1) კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება;
ბ) საკანონმდებლო საქმიანობა;
გ) ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა;
ე) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის დადგენა;
ვ) საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება; საქართველოს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება;
ზ) საქართველოს მთავრობისათვის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნა და მისი მოსმენა;
თ) საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევა/დანიშვნა, მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, მათი თანამდებობიდან განთავისუფლება/გადაყენება;
ი) საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლი;
კ) პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა და ორგანოების საპარლამენტო კონტროლი;
ლ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება ან მათთან შეერთება, მათი დენონსირება, გაუქმება;
მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სტატუსის დადგენა;
ნ) სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება;
ო) ეროვნული უსაფრთხოებისა და სხვა კონცეფციების დამტკიცება;
პ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ომისა და ზავის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;
ჟ) საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემა;
რ) ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;
ს) პარლამენტის შინაგანი სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და მუშაობის წესის განსაზღვრა;
ტ) პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა და ვადამდე შეწყვეტა;
უ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევა, მათი თანამდებობიდან განთავისუფლება/გადაყენება;
ფ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიების ან პლენარული სხდომების გამართვა;
ქ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენება იმპიჩმენტის წესით;
ღ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების საპარლამენტო კონტროლი;
ღ 1 ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევა, ცალკეულ წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება;
ღ 2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევა;
ღ 3) (ამოღებულია - 01.03.2017, №348);
ღ4) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი თანამდებობიდან გადაყენება; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;
ყ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება;
შ) ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ჩ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიური ანგარიშის მოსმენა;
ჩ 1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;
ც) გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეების, ოდენობებისა და შემოღების წესების დადგენა, გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან განთავისუფლების, საფასურების შემოღების წესების დადგენა და სახელმწიფო ხაზინიდან დამატებითი ხარჯების გაღების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ძ) საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;
წ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა;
ჭ) საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით განსაზღვრულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა დამტკიცება;
ხ) საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 31 მაისის რეგლამენტი №675 – ვებგვერდი, 11.06.2013წ.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 29 ნოემბრის რეგლამენტი №1688 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
თავი III. პარლამენტის ადგილსამყოფელი, სხდომათა დარბაზი და რიტუალები
1. პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე.
2. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას პლენარული სხდომების კვირაში იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს პრეზიდენტი.
3. სხდომათა დარბაზში სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
4. პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების კაბინეტებში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო გერბი.
1. სხდომათა დარბაზში სხდომის პრეზიდიუმის ცენტრში ადგილს იკავებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო ამ რეგლამენტის 132-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე მისი ერთ-ერთი მოადგილე.
2. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი საქართველოს პრეზიდენტისათვის.
3. სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მანდატურთუხუცესი აცხადებს.
4. პარლამენტში დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოქმედებანი და უხამსი გამოსვლები.
5. სხდომის პრეზიდიუმის წინ განთავსებულია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
6. სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს.
7. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილები საქართველოს მთავრობის წევრებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისათვის, პლენარულ სხდომაზე მოწვეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის, პარლამენტის ოფიციალური და საპატიო სტუმრებისათვის, პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხდომაზე განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის.
8. სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული.
9. პარლამენტის სასახლეში თვალსაჩინო ადგილზე ინახება საქართველოს კონსტიტუციის დედანი და პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნი.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 22 მარტის რეგლამენტი №381 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.
1. პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი და პარლამენტის მედალი.
2. თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელს პარლამენტარიზმის, ქვეყნის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებების დაცვაში, პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის.
3. პარლამენტის მედლით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურე პარლამენტის მიერ საქმიანობის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
4. პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, ხოლო პირის პარლამენტის მედლით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას − პარლამენტის თავმჯდომარე.
5. პირთა თავისუფლების საპარლამენტო ორდენითა და პარლამენტის მედლით დაჯილდოების წესს, სათანადო ფულადი ჯილდოს ოდენობას და თავისუფლების საპარლამენტო ორდენისა და პარლამენტის მედლის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
1. პარლამენტის მუშაობის გაცნობის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მიიწვიონ საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
2. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის სასახლეში შეიძლება ჩატარდეს ცალკეული ღონისძიებები, მათ შორის, ექსკურსიები და დაჯილდოების პროცედურები.
კარი II. პარლამენტის სუბიექტები და მათი უფლებამოსილებანი
თავი IV. პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრის სტატუსი
1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მის მიერ ფიცის დადებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე.
2. პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას;
ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში;
ზ) გარდაიცვალა.
3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
4. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისას ან ვადამდე შეწყვეტისას კენჭი ეყრება დადგენილებას შესაბამისად უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა პარლამენტმა.
საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 20 მარტის რეგლამენტი №3404 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ რეგლამენტის 122-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს საპარლამენტო განხილვისათვის. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, სათანადო ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.
3. თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს სათანადო დოკუმენტურ მასალას, ჩამოართმევს მას ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
4. თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს მის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
5. თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.
6. პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი 15 დღის ვადაში ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.
7. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამოითხოვს ცნობას პარლამენტის წევრის გარდაცვალების შესახებ და ამ ცნობის მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტი აღნიშნულ ინფორმაციას მოახსენებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. იგი ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.
8. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის ან დამტკიცების შემთხვევაში იმავე დადგენილებაში აღინიშნება, რომ მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე.
9. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ მთავრობის წევრად წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას, დანიშვნისას ან დამტკიცებისას, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.
1. პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს პარლამენტის წევრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. იგი შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.
3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:
ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;
ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი;
გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.
4. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას.
5. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებაში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.
6. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს რაიმე თანამდებობა პარტიულ ორგანიზაციაში.
7. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და 7 დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
1. პარლამენტის წევრი სრულიად საქართველოს წარმომადგენელია, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით.
2. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.
3. თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს არ ათავისუფლებს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.
პარლამენტის წევრს აქვს პარლამენტის წევრის მოწმობა და ატარებს სამკერდე ნიშანს, რომელთა დებულებებს, ნიმუშებსა და აღწერილობებს ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
1. პარლამენტის წევრი ვალდებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
2. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
1. პარლამენტის წევრი არის საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:
ა) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კომიტეტში (კომიტეტის სამუშაო ჯგუფში), ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, საგამოძიებო ან სხვა დროებით კომისიაში, ინტერფრაქციულ ჯგუფში საქმიანობით;
ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით;
გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით.
2. პარლამენტის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონები და ეს რეგლამენტი;
ბ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;
გ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს;
ე) იყოს პარლამენტის 1 კომიტეტის შემადგენლობაში, გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა;
ვ) დაესწროს პარლამენტის პლენარულ, კომიტეტის, ფრაქციის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;
ზ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
თ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია;
ი) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები.
3. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, ითვლება დამოუკიდებელ პარლამენტის წევრად.
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) მოსთხოვოს პარლამენტის აპარატს დადგენილი წესით სათანადო ინფორმაციითა და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) პარლამენტის პლენარულ სხდომათა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებში გაეცნოს თავისი გამოსვლის ტექსტს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს ან მიიღოს სტენოგრამის ტექსტი.
2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:
ა) დასვას საკითხი განსახილველად;
ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;
დ) გააცნოს პარლამენტს მოქალაქეთა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე წერილები და მიმართვები;
ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე;
ვ) მომხსენებლის ან სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიერ დასმულ საკითხზე ან შეკითხვაზე პასუხის გაუცემლობის ან არასათანადო პასუხის გაცემის შემთხვევაში გამოხატოს საკუთარი აზრი და დააზუსტოს შეკითხვა;
ზ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.
3. საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრს უფლება აქვს:
ა) სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები;
ბ) კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;
გ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების შემოწმების საკითხი;
დ) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; შეხვდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ და სხვა თანამდებობის პირებს;
ე) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში.
4. პარლამენტის თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს პარლამენტის წევრი მისი მოთხოვნით.
5. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩიოს ან არჩეულ ან წარდგენილ იქნეს საპარლამენტო თანამდებობებზე (გარდა პარლამენტის აპარატის უფროსისა), პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, გადადგეს ან გავიდეს ამ ორგანოებიდან/ გაერთიანებებიდან.
1. პარლამენტის წევრს შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.
2. პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების საკითხის დასმის უფლება აქვთ პარლამენტის კომიტეტს (მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს) და დროებით საგამოძიებო კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისად კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ან მის მიერ კონკრეტული საკითხის შესასწავლად.
3. კომიტეტი, დროებითი საგამოძიებო კომისია მის შემადგენლობაში მყოფი პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების შესახებ წინადადებას წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.
4. კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის წინადადება მოტივირებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს პარლამენტის წევრისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების მინიჭების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ან კონკრეტული საკითხის შესწავლის ვადას.
5. პარლამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე და ამის შესახებ გამოსცემს ბრძანებას.
6. პარლამენტის წევრმა, რომელსაც მიენიჭა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას უნდა წარადგინოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება.
7. თუ პარლამენტის წევრმა პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება პირადი ინტერესებისათვის გამოიყენა, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციის საფუძველზე ჩამოართვას მას აღნიშნული უფლება.
8. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდეს სპეციალური ნებართვის გარეშე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ეს უფლება გადასცეს პარლამენტის წევრს.
საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 28 ოქტომბრის რეგლამენტი №4456 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.
1. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ − მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო. მისი ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
2. მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 18 დეკემბრის რეგლამენტი №105 – ვებგვერდი, 24.12. 2012წ.
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის რეგლამენტი №237 – ვებგვერდი, 29.12. 2016წ.
1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს მთავარ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით .
2. სესიებს შორის პერიოდში პარლამენტის წევრის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
3. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს .
4. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.
5. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება დაუშვებელია. პარლამენტის წევრს ეს უფლება უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
6. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.
7. ყოფილი პარლამენტის წევრის (რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და რომლის უფლებამოსილება არ შეწყვეტილა საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს. ყოფილი პარლამენტის წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით .
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 30 მაისის რეგლამენტი №670 – ვებგვერდი, 10.06.2013წ.
1. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.
2. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით:
ა) თუ არ არის გასული იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი, აღუდგება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და მიეცემა სრული კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) თუ გასულია იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ან თუ დათხოვნილია ის პარლამენტი, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.
უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ პარლამენტის წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფა ემუქრება, პარლამენტის წევრის განცხადებისა და საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟში.
2. პარლამენტის წევრი სარგებლობს წელიწადში 45 კალენდარული დღის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად. შვებულება ფორმდება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
3. პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება არა უმეტეს 3 თვისა. ამ შემთხვევაში შვებულების თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრის მოტივირებული განცხადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამ პუნქტით განსაზღვრული შვებულების პერიოდში პარლამენტის წევრს მიეცემა ხელფასისა და უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურების 80%.
4. ყოფილ პარლამენტის წევრს ენიშნება პენსია და ეძლევა კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით.
სავალდებულოა პარლამენტის ბიუჯეტიდან პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პარლამენტის წევრი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს სამედიცინო და ნარკოლოგიური გამოკვლევები.
1. პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა.
2. პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების გაცემა იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.
3. პარლამენტის წევრის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის წესს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
4. პარლამენტის წევრის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას დადგენილი წესით ახორციელებს პარლამენტის აპარატი.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 23 დეკემბრის რეგლამენტი №1943 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
1. პარლამენტის წევრზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
2. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
3. პარლამენტის წევრს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გარემოებაში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
1. პარლამენტის წევრს საპარლამენტო საქმიანობის განსახორციელებლად პარლამენტის სასახლეში გამოეყოფა სამუშაო ფართობი, მოწყობილობა, ავეჯი, ორგტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები.
2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პარლამენტის წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში − ადაპტირებული ან სპეციალური), ექმნება შესაბამისი სამუშაო გარემო, ენიშნება დამხმარე – თანაშემწე (თანმხლები).
3. პარლამენტის წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.
უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის მოთხოვნა.
თავი V. პარლამენტის კომიტეტები
1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის კომიტეტებს.
2. პარლამენტისა და მისი კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფების საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი.
3. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში კანონით დადგენილი წესით იქმნება ნდობის ჯგუფი. ნდობის ჯგუფის საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით.
4. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან უმრავლესობის, უმცირესობისა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების წარმომადგენლები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოს სახალხო დამცველისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
5. საკონკურსო პირობებს და საკონკურსო კომისიის დებულებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 20 ნოემბრის რეგლამენტი №1585 - ვებგვერდი, 03.12.2013წ.
1. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.
2. კომიტეტების უფლებამოსილება, მათი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
1. პარლამენტის კომიტეტებია:
ა) აგრარულ საკითხთა;
ბ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;
გ) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის;
დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;
ე) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;
ვ) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა;
ზ) ევროპასთან ინტეგრაციის;
თ) თავდაცვისა და უშიშროების;
ი) იურიდიულ საკითხთა;
კ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;
ლ) საგარეო ურთიერთობათა;
მ) საპროცედურო საკითხთა და წესების;
ნ) საფინანსო-საბიუჯეტო;
ო) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა;
პ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.
2. პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიუროს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას უფლება აქვს, სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დასვას ახალი კომიტეტის შექმნის საკითხი. პარლამენტი აღნიშნულ საკითხს წყვეტს ამ მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანის გზით, რეგლამენტის მიღებისათვის დადგენილი წესით.
1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე − პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.
2. კომიტეტის შემადგენლობაშია არანაკლებ 10 პარლამენტის წევრი. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის ორი მესამედი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი დამატებითი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის (ბიუროს) მიერ კომიტეტში ფრაქციისათვის კომიტეტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს კომიტეტის წევრებს, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტის ბიუროს (დროებით სამანდატო კომისიას). უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა ან გაცვლა. კვოტების დათმობის ან გაცვლის შესახებ ფრაქციათა გადაწყვეტილება და ფრაქციების მიერ კომიტეტებში ახალი წევრების დანიშვნა ეცნობება პარლამენტის ბიუროს.
5. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არ შეიძლება იყვნენ კომიტეტის შემადგენლობაში.
6. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, ფრაქციების თავმჯდომარეების კომიტეტში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.
7. თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №108 – ვებგვერდი, 28.12.2012წ.
1. კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტი კომიტეტის წევრთაგან, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში (შემდგომ – პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი), კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის ორი მესამედის დანიშვნიდან 7 დღის ვადაში.
3. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ღიაა. თუ არჩევნებში 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება სახელობითი ბიულეტენებით.
4. თუ უფლებამოსილი სუბიექტები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
5. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.
6. კანდიდატთა დასახელების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.
7. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
8. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.
9. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.
10. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.
11. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.
1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი დასაბუთებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიურო, შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი.
2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის თავმჯდომარეს ამ რეგლამენტის მოთხოვნების დაუცველობისათვის ეკისრება რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
1. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადადგეს. შესაბამისი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გააცნობს პარლამენტს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან.
2. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის შესახებ პარლამენტი ცნობად იღებს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
1. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი 14 დღის განმავლობაში, ამ რეგლამენტის 33-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 14 დღეზე ნაკლები, საკითხი განიხილება მომდევნო მორიგი სესიის პირველივე სხდომაზე.
2. თუ ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში არ წარადგენს კომიტეტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
1. პარლამენტის წევრი , გარდა ამ რეგლამენტის 104- ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა “, „ ბ “, „ გ “ და „ ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე თანამდებობის პირისა , ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში . თუ პარლამენტის წევრი არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში , ითვლება , რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას , და მას არ ეძლევა კანონით დადგენილი გასამრჯელო .
2. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან.
3. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;
ბ) ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;
გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომიტეტში;
დ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
ე) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან;
ვ) დათმობილი ან გაცვლილი კვოტის ფრაქციის მიერ დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №108 – ვებგვერდი, 28.12.2012წ.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის რეგლამენტი №1401 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
1. კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში.
2. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს.
3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.
1. კომიტეტი თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამას აცნობებს პარლამენტის ბიუროს.
2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა – უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.
3. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
4. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
5. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 გამარჯვებულის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს.
6. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.
7. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, იმართება ხელახალი არჩევნები.
8. ხელახალი არჩევნების გამართვისას შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
9. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია უმრავლესობის/უმცირესობის/ფრაქციის, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, კვოტით და გავა უმრავლესობიდან/უმცირესობიდან/ფრაქციიდან, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება. ასეთ შემთხვევაში კომიტეტი 14 დღის ვადაში ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს.
1. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;
ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
გ) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს;
დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას;
ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის წერილობით ანგარიშს;
ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ამ რეგლამენტის 41-ე მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას;
ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სამუშაო ორგანოების საქმიანობაში, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია.
2. კომიტეტის წევრს ამ რეგლამენტის მოთხოვნების დაუცველობის, შრომის დისციპლინის დარღვევისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და ეს ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან პარლამენტს.
1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;
გ) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, აგრეთვე განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს გადასცემს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროსათვის წარსადგენად;
დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;
ე) აკონტროლებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
ვ) ახორციელებს კონტროლს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;
ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
ი) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომიტეტი წინასწარ დამტკიცებული გეგმის ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.
3. ამ რეგლამენტიდან გამომდინარე კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის წევრები, კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებული არიან, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.
1. კომიტეტი განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხებს. აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, მათ ბიოგრაფიულ ცნობებს, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას, კომიტეტს აწვდის უფლებამოსილი პირი.
2. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. სავალდებულოა კომიტეტის დასკვნა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.
4. კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი.
2. კომიტეტები, მათი გამგებლობისთვის მიკუთვნებული დარგების მიხედვით, შეისწავლიან და აანალიზებენ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებენ ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამზადებენ წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილების შეტანის შესახებ.
კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტი თავის დასკვნას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კომიტეტის დასკვნას, აფასებს მას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
1. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს სხდომა). კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტების მორიგი სხდომების გამართვის დრო განისაზღვრება კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.
2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ამ რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ. პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური აღრიცხავს აღნიშნული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და აწვდის შესაბამის კომიტეტებსა და ფრაქციებს. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.
5. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი (გარდა ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირისა) კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტი იმავე ვადაში ეგზავნება კომიტეტის წევრებს. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომიტეტის წევრებს კომიტეტის სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
6. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. კომიტეტის სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.
9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების ან დღის წესრიგში საკითხის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
10. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
11. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.
12. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.
13. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.
14. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.
1. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კანონპროექტები, აგრეთვე კომიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა საკითხები.
2. კომიტეტი იღებს:
ა) რეკომენდაციას;
ბ) დასკვნას;
გ) წინადადებას.
3. კომიტეტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შინასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე.
4. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
1. კომიტეტების თავმჯდომარეები საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე წარუდგენენ პარლამენტს კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშებს ყოველი წლის შედეგების მიხედვით.
2. ანგარიში წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის მას პარლამენტის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს.
3. პარლამენტის ბიუროს ანგარიშის განხილვის საკითხი შეაქვს საშემოდგომო სესიის პირველივე პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე).
5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, ანგარიშის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი ანგარიშის თაობაზე. დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს, აღნიშნული ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლისა – 10 წუთს, ხოლო უმრავლესობის ან უმცირესობის წარმომადგენლის გამოსვლისა – 15 წუთს.
7. დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
8. პარლამენტი ცნობად იღებს კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს.
1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის აპარატი, რომელიც არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული.
2. კომიტეტის აპარატი:
ა) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;
ბ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
1. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში არიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული სპეციალისტები).
2. კომიტეტის აპარატის უფროსი:
ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს, კომიტეტის აპარატის მუშაკებს უნაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია კომიტეტის აპარატისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის, კოორდინაციას უწევს კომიტეტის აპარატისა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობებს;
ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს წინადადებით პარლამენტის აპარატის უფროსის წინაშე მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დასმის შესახებ;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის სპეციალისტები:
ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე; მონაწილეობენ კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს;
ბ) აღნუსხავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს;
გ) ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
1. კომიტეტთან შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური კონსულტანტებისაგან. საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე.
2. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი კომიტეტი. შეიძლება გაიმართოს კომიტეტისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 22 მარტის რეგლამენტი №384 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.
თავი VI. დროებითი საგამოძიებო კომისია
1. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია:
ა) სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ;
გ) რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დასვას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. წარდგინებაში განსაზღვრული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა. წერილობითი წარდგინება გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. პარლამენტის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, კომისიის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.
2. პარლამენტის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. კვოტების დათმობა ან გაცვლა შესაძლებელია ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.
4. დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს.
5. ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კვოტების დაცვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა კანდიდატურებს წარუდგენენ პარლამენტის თავმჯდომარეს.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №108 – ვებგვერდი, 28.12.2012წ.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა კანდიდატურების წარდგენის შემდეგ კენჭი ეყრება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს. მასში მითითებული უნდა იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა და წევრების, მათ შორის, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, ვინაობა.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ წარდგენილია 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი, კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისათვის განსაზღვრული წესით. ასეთ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კენჭისყრამდე.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე.
5. დროებითი საგამოძიებო კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.
6. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
7. პარლამენტს შეუძლია დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს პარლამენტი. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას არა უმეტეს 3 თვის ვადით. კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
2. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზედაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;
ბ) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისა და მისი შემადგენლობის შეცვლის შესახებ;
გ) კომისიის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის შესახებ.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
4. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ვერ მოამზადა დასკვნა განსახილველ საკითხზე, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა, შესაბამისი ანგარიშით, გადაეცემა ახალი მოწვევის პარლამენტს, რომელიც ამ რეგლამენტის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით საგამოძიებო კომისიას უწყდება უფლებამოსილება. ისინი ვალდებული არიან, აღნიშნულ დრომდე წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიშები.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის უფლებამოსილების ვადით.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის შესახებ განიხილავს პარლამენტი და დადგენილებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
5. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრად წარდგენილი კანდიდატურების რაოდენობა კომისიის წევრთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლებია, დამატებითი კანდიდატურების წარდგენის უფლება ეძლევა პარლამენტის წევრებს. თუ წარდგენილი კანდიდატურების საერთო რაოდენობა ამ შემთხვევაშიც დადგენილზე ნაკლებია, ვაკანტური ადგილები უქმდება.
6. თუ დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა მიერ კანდიდატურების წარდგენის შემდეგ წარდგენილი კანდიდატურების საერთო რაოდენობა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა დადგენილ რაოდენობაზე მეტია, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა მიერ წარდგენილ კანდიდატურებს შორის იმართება კენჭისყრა. ყოველ ასარჩევ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. კომისიის წევრად არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი, რომელმაც მიიღო პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები. თუ კენჭისყრის შედეგად კომისიის წევრთა რაოდენობა დადგენილზე ნაკლები აღმოჩნდა, დარჩენილ კანდიდატურებს შორის იმართება ხელახალი კენჭისყრა, რომლის შედეგად არჩეულად ჩაითვლებიან უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები.
7. თუ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების შემდეგ მასში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა დადგენილი რაოდენობის ნახევარზე მეტი აღმოჩნდა, უმრავლესობის კვოტა მცირდება ამ რეგლამენტის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პრინციპის შესაბამისად.
8. ნებისმიერ პარლამენტის წევრს აქვს უფლება, მოტივირებული აცილება მისცეს ფრაქციის ან სხვა პარლამენტის წევრის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. აცილების საკითხს დაუყოვნებლივ ეყრება კენჭი. აცილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
9. ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, თუ პარლამენტმა უარყო მის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა.
1. ფრაქციის მიერ წარდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი წყვეტს კომისიაში საქმიანობას მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის, ფრაქციის მიერ კომისიიდან გამოწვევის, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობის ან გაცვლის, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა, რის შესახებაც კომისიის თავმჯდომარე უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.
2. ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ წარდგენილი ახალი კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. აცილების საკითხის დასმის შემთხვევაში გამოიყენება ამ რეგლამენტის 59-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №108 – ვებგვერდი, 28.12.2012წ.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გაიწვიოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, აგრეთვე კომისიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტს.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები არიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე:
ა) კომისიის შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევიდან არა უგვიანეს 3 დღისა იწვევს კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას;
ბ) წარმოადგენს კომისიას პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;
ე) ხელს აწერს კომისიის გადაწყვეტილებებს და მისი სხდომების ოქმებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ან კომისიის დავალებით;
ბ) კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების გამართვას;
ბ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;
გ) თუ კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც ვერ ახორციელებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას, დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას;
დ) ახორციელებს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობებზე, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადოს ამის თაობაზე.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით და ეს ეცნობება პარლამენტის ბიუროს.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრთა სამკაციან ჯგუფს.
3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ შეიძლება იყოს უმრავლესობის წევრი.
4. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები.
5. თუ არჩევნებში 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, იმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრება იმ 2 კანდიდატს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
6. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 გამარჯვებულის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.
7. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, იმართება ხელახალი არჩევნები.
8. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.
9. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გადაყენებას კენჭი ეყრება კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით. დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
10. დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის არჩევა და გადაყენება ხდება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისა და გადაყენებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით წარადგინონ საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
3. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია წერილობით მოითხოვოს და საქართველოს მთავარი პროკურორის ნებართვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, აგრეთვე გამოძიების არდაწყების შესახებ არსებულ მასალებს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში მოიპოვება მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები.
4. გამომძიებელი ვალდებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორის დავალებით უზრუნველყოს კომისიის წევრებისათვის სისხლის სამართლის საქმისა და მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
6. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას საკითხი, ხოლო პარლამენტის აპარატს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკონტროლო-სარევიზიო ღონისძიებათა გატარების თაობაზე.
7. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას ნებისმიერ პირს, გარდა კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. არასრულწლოვნისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას უნდა ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი. 14 წელს მიუღწეველ პირს განემარტება, რომ აუცილებელია სწორი ახსნა-განმარტების მიცემა, მაგრამ მას არ აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
9. თუ პირმა არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, მოწვეული უნდა იქნეს თარჯიმანი. ყრუ-მუნჯისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეული უნდა იქნეს ის პირი, რომელმაც იცის მისი სალაპარაკო ნიშნები. თუ თარჯიმანი ან ის პირი, რომელმაც იცის ყრუ-მუნჯის სალაპარაკო ნიშნები, შეგნებულად არასწორად თარგმნის, იგი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად.
10. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში კომისიას შეუძლია ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 3 წევრს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს უმრავლესობის წარმომადგენელი. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით.
11. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.
12. საკითხის განხილვის შედეგებისა და გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დროებით საგამოძიებო კომისიას უნდა ეცნობოს არა უგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.
დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას მის შემადგენლობაში მყოფი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების საკითხი.
საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 28 ოქტომბრის რეგლამენტი №4456 - ვებგვერდი, 04.11.2015წ.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების გამართვის ადგილს და პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა, ხოლო თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.
3. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს დასკვნებს, იღებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებსა და წარდგინებებს, რომლებსაც წარუდგენს პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომას.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თარიღი და დღის წესრიგი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები.
6. დროებითი საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომისიის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი.
7. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ.
8. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის (მასალის), მისი სხდომის ოქმის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, თუ ისინი შეიცავენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაიშვება საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის (მასალის) ან სხდომის ოქმის გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
9. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში, ვალდებული არიან, დაიცვან საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენისთვისაც პასუხისმგებელია კომისიის მდივანი.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას შენიშვნები.
3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო, სამხედრო ან კომერციულ საიდუმლოებას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და სარგებლობისათვის კანონით დადგენილი წესები.
1. დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხზე დასკვნას განიხილავს საჯაროდ, სავალდებულო პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით, გარდა დასკვნაში არსებული იმ საკითხებისა, რომელთა საჯაროობა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
4. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის დასკვნის განსახილველად შეიძლება გაიმართოს დახურული სხდომა. დახურული სხდომის დაწყებისას სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს პარლამენტის წევრებს და დახურულ სხდომაზე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასწრების უფლების მქონე პირებს კომისიის, გამოძიების მონაცემების, სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების გახმაურებისათვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ.
5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების პროექტის) განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული მომხსენებლის გამოსვლით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე).
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.
7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიის განსხვავებული აზრის მქონე წევრთა სახელით სიტყვით გამოდის კომისიის ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. კომისიის წევრის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 3 წუთით. შეკითხვების დასრულების შემდეგ კომისიის წევრი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ცალკეული პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა გამოსვლების თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს.
9. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლისა – 15 წუთს.
10. მომხსენებელი, დროებითი საგამოძიებო კომისიის განსხვავებული მოსაზრების მქონე წევრი, ცალკეული პარლამენტის წევრები, ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში სხდომის პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან.
11. ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
12. მომხსენებლის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე დასრულებულად მიიჩნევს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების პროექტის) განხილვას.
13. კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (გადაწყვეტილების პროექტის) თაობაზე. დადგენილების პროექტი განიხილება ამ რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
14. პარლამენტის გადაწყვეტილებით, დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნასთან ერთად წარადგენს მის ხელთ არსებულ მასალებს. თუ დასკვნას ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალები, პარლამენტის საჯარო პლენარული სხდომის გასამართად აუცილებელია საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობა. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების საჯარო პლენარულ სხდომაზე წარდგენის წესი განისაზღვრება კანონით.
15. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია პარლამენტს მიმართოს წინადადებით საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის აღძვრისათვის პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვების შესახებ.
16. დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა პარლამენტის აპარატს.
1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი.
2. დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობისათვის შეუძლია გამოიყენოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურები (დეპარტამენტები და სამსახურები), რისთვისაც მიმართავს პარლამენტის აპარატის უფროსს.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. კომისიის ხარჯების ოდენობას პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.
4. დროებით საგამოძიებო კომისიას კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრების და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.
1. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია გასწიოს ხარჯები, რომელთა ოდენობას და გაცემის წესს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.
2. დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია კონკრეტული დავალების შესასრულებლად, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სხვა ორგანოთა, დაწესებულებათა და უწყებათა თანამშრომლები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობისაგან და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში უნარჩუნდებათ ხელფასი და უნაზღაურდებათ სამივლინებო ხარჯები.
საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 10 ივლისის რეგლამენტი №4008 - ვებგვერდი,15.07.2015წ.
თავი VII. სხვა დროებითი კომისია
სხვა დროებითი კომისია (შემდგომ – დროებითი კომისია) არის პარლამენტის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
1. დროებითი კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს რეგლამენტი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. დროებითი კომისია ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.
1. დროებითი კომისია იქმნება:
ა) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) პეტიციის ან საჩივრის შესასწავლად, თუ საქმე შეეხება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემებს;
გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად.
2. დროებითი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წარადგინონ კომისიის მუშაობისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
1. დროებითი კომისიის შექმნის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დასვას დროებითი კომისიის შექმნის საკითხი. წარდგინებაში განსაზღვრული უნდა იყოს დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა. წერილობითი წარდგინება გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პარლამენტი დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეოთხედისა. პარლამენტის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის წევრთა რაოდენობა.
2. პარლამენტის მიერ დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
3. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კვოტების დათმობა ან გაცვლა შესაძლებელია ამ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
4. დროებით კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს.
5. ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით, დროებითი კომისიის წევრთა კანდიდატურებს წარუდგენენ პარლამენტის თავმჯდომარეს.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №108 – ვებგვერდი, 28.12.2012წ.
1. დროებითი კომისიის წევრთა კანდიდატურების წარდგენის შემდეგ კენჭი ეყრება დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს. მასში მითითებული უნდა იყოს დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა და წევრების, მათ შორის, დროებითი კომისიის თავმჯდომარის, ვინაობა.
2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. თუ დროებითი კომისიის თავმჯდომარედ წარდგენილია 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი, კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისათვის განსაზღვრული წესით. ასეთ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე აირჩევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კენჭისყრამდე.
3. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის დადგენილებით.
4. დროებითი კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
5. პარლამენტს შეუძლია დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი კომისიის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.
1. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა, განსაზღვრავს პარლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიისა. ამ რეგლამენტის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დროებითი კომისიების უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 3 თვით. დაუშვებელია დროებითი კომისიის შექმნა შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.
2. ამ რეგლამენტის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შემთხვევისა, შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტის დადგენილებით. უფლებამოსილების ვადის გაგრძელება განისაზღვრება ამ ინიციატივის შესაბამისად, პარლამენტის დადგენილებით.
3. ამ რეგლამენტის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შექმნილი დროებითი კომისია ვალდებულია პარლამენტს 3 თვეში ერთხელ მაინც, აგრეთვე კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლისას და უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისას წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ იგი პარლამენტს არ წარუდგენს ანგარიშს ან პარლამენტი წარდგენილ ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შეცვლის შესახებ.
4. დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
5. თუ დროებითმა კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს დროებითი კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომლის საფუძველზედაც დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის მუშაობის შეფასების შესახებ. თუ პარლამენტი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს დროებითი კომისიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილების პროექტს, დასკვნას ან მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, იგი იღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
6. დროებითი კომისია ვალდებულია პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა დროებითი კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს დროებითი კომისიის თანამდებობებზე, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადოს ამის თაობაზე.
1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს დროებითი კომისიის შემადგენლობიდან.
2. დროებითი კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევის უფლება აქვს იმ სუბიექტს, რომელმაც იგი წარადგინა.
3. დროებითმა კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გაიწვიოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა დროებითი კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, აგრეთვე დროებითი კომისიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. დროებითი კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტს.
4. ფრაქციის მიერ წარდგენილი დროებითი კომისიის წევრი წყვეტს კომისიაში საქმიანობას ფრაქციის მიერ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობის ან გაცვლის, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა, რის შესახებაც კომისიის თავმჯდომარე უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №108 – ვებგვერდი, 28.12.2012წ.
1. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები არიან დროებითი კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და დროებითი კომისიის მდივანი.
2. დროებითი კომისიის თავმჯდომარე აირჩევა დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადით. მისი გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:
ა) დროებითი კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს 3 დღისა იწვევს დროებითი კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას;
ბ) წარმოადგენს დროებით კომისიას პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
გ) იწვევს და წარმართავს დროებითი კომისიის სხდომებს;
დ) კოორდინაციას უწევს დროებითი კომისიის წევრთა საქმიანობას;
ე) ხელს აწერს დროებითი კომისიის გადაწყვეტილებებს და მისი სხდომების ოქმებს;
ვ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ახორციელებს დროებითი კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ან დროებითი კომისიის დავალებით;
ბ) დროებითი კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დროებითი კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.
2. დროებითი კომისიის მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს დროებითი კომისიის სხდომების გამართვას;
ბ) განაგებს დროებითი კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს დროებითი კომისიის სხდომების ოქმებს;
გ) ახორციელებს დროებითი კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და დროებითი კომისიის მდივნის არჩევა და გადაყენება ხდება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის არჩევისა და გადაყენებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
1. დროებითი კომისიის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს დროებითი კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა.
2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა.
3. დროებითი კომისიის სხდომა საჯაროა. დახურული სხდომა შეიძლება გაიმართოს დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით. დროებითი კომისიის სხდომაზე წევრთა დასწრება სავალდებულოა. სხდომის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება.
4. დროებითი კომისიის საჯარო სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები სათათბირო ხმის უფლებით, ის პირები, რომელთა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას საჭიროდ მიიჩნევს დროებითი კომისია, აგრეთვე დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
1. დროებითი კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება დროებითი კომისიის სხდომის ოქმში, რომლის შედგენისთვისაც პასუხისმგებელია დროებითი კომისიის მდივანი.
2. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს დროებითი კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას შენიშვნები.
3. თუ დროებითი კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო, სამხედრო ან კომერციულ საიდუმლოებას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და სარგებლობისათვის კანონით დადგენილი წესები.
1. დროებითი კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს დასკვნებს, იღებს გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებსა და წარდგინებებს, რომლებსაც წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ან/და პარლამენტის პლენარულ სხდომას.
2. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა, ხოლო თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.
1. დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
2. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი კომისიის გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული.
3. დროებითი კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც დროებითი კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
4. დროებითი კომისიის დასკვნა (გადაწყვეტილების პროექტი) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ რეგლამენტის 68-ე მუხლის მე-5–მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით.
1. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი.
2. დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობას პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.
3. დროებით კომისიას კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრების და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.
4. დროებითი კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ მისი საქმიანობის მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა პარლამენტის აპარატს.
1. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ფრაქცია არის პარლამენტის წევრთა გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
3. ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება შექმნან მხოლოდ 1 ფრაქცია. პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარი პარლამენტის წევრისა, თუ მისი პარტიის წევრებმა შექმნეს ფრაქცია, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი.
4. ფრაქციის პირადი, პროფესიული, ადგილობრივი, რეგიონული ან რელიგიური ნიშნით შექმნა აკრძალულია.
ფრაქციის ამოცანებია:
ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს ფრაქციის წევრების მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და საპარლამენტო ქცევის ნორმების დაცვას;
გ) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი პარლამენტის უმთავრესი ფუნქციის შესრულებისას – კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას.
1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 6 პარლამენტის წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.
2. ფრაქციის შექმნის მსურველი პარლამენტის წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.
3. ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შინაორგანიზაციული საკითხები საქართველოს კონსტიტუციის, ამ რეგლამენტისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
4. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მისი სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროცედურა.
5. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 6 პარლამენტის წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.
6. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა.
7. პარლამენტის წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან.
1. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.
2. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. თუ პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პირველივე პლენარულ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო აღნიშნული კომიტეტის დასკვნის განხილვისას არ მიიღებს სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
4. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 89-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
1. პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 ფრაქციაში.
2. ფრაქციაში გაწევრების მსურველი პარლამენტის წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.
3. ფრაქცია პარლამენტის წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
4. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
5. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რის შესახებაც წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს, ატყობინებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
6. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
7. ფრაქციას უფლება აქვს, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.
8. ფრაქციიდან წევრის გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით აცნობებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
9. ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, აგრეთვე ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
10. ამ მუხლის მე-4−მე-9 პუნქტებში აღნიშნული ცვლილებების შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
1. ფრაქცია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიებისა და საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში.
2. პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
3. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში საქმიანობას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის, ფრაქციის მიერ ამ ორგანოდან გაწვევის, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობის ან გაცვლის, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა, რის შესახებაც პარლამენტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი აცნობებს პარლამენტს.
4. ფრაქციათა გაუქმების, შეერთების ან ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
5. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
6. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს წყვეტს შესაბამისი ორგანო.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №108 – ვებგვერდი, 28.12.2012წ.
ამ რეგლამენტის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 90-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 91-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ფრაქცია ახორციელებს შექმნის მომენტიდან.
1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფრაქციას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
2. ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის ცალკეულ წევრებს. ისინი ვალდებული არიან, უპასუხონ შეკითხვას.
3. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ.
4. ფრაქციას უფლება აქვს, კომიტეტისა და პარლამენტის პლენარულ სხდომებზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გამოთქვას თავისი მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევი კანდიდატურების შესახებ ან იმ კანდიდატურების თაობაზე, რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს კამათში, მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
5. ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უფლება აქვს, ერთი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს 30-წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა ფრაქციას შეუძლია საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მას.
6. პარლამენტის აპარატი ვალდებულია ფრაქციის მოთხოვნით პარლამენტის წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვა.
1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
2. ფრაქციის სხდომების გამართვის პერიოდულობა განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
3. ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ფრაქციის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს საჯარო ან დახურული სხდომა.
4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია:
ა) ფრაქციის წესდებაში შეიტანოს ცვლილებები;
ბ) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები;
გ) გადაწყვიტოს ფრაქციაში ახალი წევრის მიღების ან ფრაქციიდან წევრის გარიცხვის საკითხი;
დ) გადაწყვიტოს ფრაქციის უმრავლესობაში ან უმცირესობაში გაერთიანების საკითხი;
ე) წარადგინოს კანდიდატურები პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობებზე;
ვ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გამოყენების წესი;
ზ) მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე;
თ) პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილ კანონპროექტთან დაკავშირებით დანიშნოს გამომსვლელი, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს ფრაქციის პოზიციას;
ი) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შეიმუშაოს ფრაქციის აპარატის შრომის ანაზღაურებისა და სამივლინებო თანხების ხარჯვის წესი და დასამტკიცებლად წარუდგინოს უფლებამოსილ სუბიექტს;
კ) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;
ლ) ისარგებლოს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებებით.
5. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან ფრაქციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქციის მდივანი. მათი უფლებამოსილება და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და შესაბამისი ფრაქციის წესდებით.
1. ფრაქციის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის გარეთ;
გ) თანამდებობრივად შედის პარლამენტის ბიუროს შემადგენლობაში;
დ) წარმართავს ფრაქციის სხდომებს;
ე) ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს და, საჭიროების შემთხვევაში, ფრაქციის წესდებით გათვალისწინებული წესით ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას.
3. ფრაქციის მდივანი ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს, ხელმძღვანელობს ფრაქციის შინაორგანიზაციულ საქმიანობას, ახორციელებს ფრაქციის წესდებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ფრაქციის მიერ გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერს ფრაქციის ხელმძღვანელი პირი.
1. სხდომათა დარბაზში ფრაქციას გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო პარლამენტის სასახლეში – სამუშაო ფართობი.
2. ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდს, რომელიც განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
თავი IX. უმრავლესობა და უმცირესობა
1. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია იძენს უმრავლესობის სტატუსს.
2. უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს.
3. უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას უმცირესობა.
4. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.
5. უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.
1. უმრავლესობა და უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე – პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისათვის უმრავლესობის ლიდერი და უმცირესობის ლიდერი პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ განცხადებებს, რომლებშიც უნდა აღინიშნოს შესაბამისად უმრავლესობის ლიდერისა და უმცირესობის ლიდერის და მათი წევრების ვინაობა. განცხადებებს უნდა დაერთოს უმრავლესობისა და უმცირესობის პოლიტიკური პლატფორმები და დებულებები, რომლებიც ხელმოწერილია შესაბამისად უმრავლესობის ლიდერისა და უმცირესობის ლიდერის და უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა თავმჯდომარეების მიერ.
2. უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობებში განხორციელებული ცვლილებებისა და პოლიტიკურ პლატფორმებსა და დებულებებში შესწორებათა შეტანის შესახებ 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება პარლამენტის ბიუროს.
3. უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაციის შესახებ ეცნობება პარლამენტს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
1. უმრავლესობისა და უმცირესობის თანამდებობის პირები არიან:
ა) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები;
ბ) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები;
გ) უმრავლესობისა და უმცირესობის მდივნები.
2. უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობებში ცვლილებების შეტანის წესი, მათი თანამდებობის პირების არჩევისა და გადაყენების წესი, წევრთა უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება უმრავლესობისა და უმცირესობის დებულებებით.
უმრავლესობასა და უმცირესობას უფლება აქვთ, ერთი სესიის განმავლობაში ოთხჯერ ისარგებლონ 30-წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა უმრავლესობასა და უმცირესობას შეუძლიათ საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მათ.
უმრავლესობისა და უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფენ მათი აპარატები. უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატების თანამშრომელთა სახელფასო ფონდს, რომელიც განისაზღვრება მათში გაერთიანებული პარლამენტის წევრების რაოდენობის პროპორციულად, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
1. პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მომზადებისას ან განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი.
2. ინტერფრაქციული ჯგუფი უფლებამოსილია კანონპროექტის ან სხვა საკითხის თაობაზე საკუთარი მოსაზრებით ან წინადადებით მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ბიუროს.
3. ინტერფრაქციულ ჯგუფს სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოეყოს საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯები.
კარი III. პარლამენტის თანამდებობის პირები
თავი XI. პარლამენტის თანამდებობის პირები
1. პარლამენტის თანამდებობის პირები არიან:
ა) პარლამენტის თავმჯდომარე;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები;
დ) კომიტეტის თავმჯდომარე;
ე) უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ფრაქციის თავმჯდომარე;
ვ) საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები;
ზ) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
თ) პარლამენტის აპარატის უფროსი.
2. პარლამენტის წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ 1 თანამდებობაზე, გარდა უმრავლესობაში, უმცირესობაში, ფრაქციასა და დროებით კომისიაში დაკავებული თანამდებობებისა.
3. პარლამენტის თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობას.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე თანამდებობის პირი არჩეული იქნება სხვა შეუთავსებელ საპარლამენტო თანამდებობაზე, პარლამენტის იმავე დადგენილებით მას თანამდებობრივი უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სხვა თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით.
თავი XII. პარლამენტის თავმჯდომარე
1. პარლამენტი პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.
2. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.
3. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.
4. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.
5. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი და შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც იწყება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით.
6. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
7. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ფარულია. თუ არჩევნებში 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით.
1. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები.
2. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.
3. თუ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას.
4. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა.
5. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.
პარლამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში;
ბ) პარლამენტის სასახლეში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
გ) უძღვება პარლამენტის მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას;
დ) თავმჯდომარეობს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს;
ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილეების საქმიანობის სფეროებს, აძლევს მათ ცალკეულ დავალებებს;
ვ) ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის შესახებ მიმართვებს;
ზ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტის 171-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს კანონპროექტებს და აქვეყნებს კანონებს;
თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა აქტებს;
ი) განსაზღვრავს პარლამენტის ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს;
კ) ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
მ) საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განსაზღვრული ვადით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას;
ნ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტში სვამს საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შექმნის საკითხს;
ო) საქართველოს პრეზიდენტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ;
პ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას;
ჟ) ამ რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარადგენს კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას;
რ) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს გენერალური აუდიტორის კანდიდატურას;
რ 1) გასცემს საქართველოს მთავარი პროკურორისათვის დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობას;
ს) პარლამენტის ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისათვის ქმნის პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს, ამტკიცებს ხაზინადართა საბჭოს დებულებას და პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით ნიშნავს ხაზინადართა საბჭოს წევრებს;
ტ) გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის და ამ რეგლამენტის 283-ე მუხლის შესაბამისად ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭოს;
უ) გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭოს წევრებს;
უ 1) ხელმძღვანელობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს, ამტკიცებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულებას;
უ 2) საპარლამენტო გამჭვირვალობისა და პარლამენტის სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ამ რეგლამენტის 283 1 მუხლის შესაბამისად ქმნის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს, ამტკიცებს მის დებულებასა და შემადგენლობას;
ფ) განსაზღვრავს პარლამენტისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას;
ქ) ნიშნავს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს;
ღ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ცალკეული პარლამენტის წევრებისა და საპარლამენტო დელეგაციების სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხებს;
ყ) იღებს ზომებს პარლამენტისა და ცალკეული პარლამენტის წევრების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად;
შ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის აპარატისა და სხვა დამხმარე სტრუქტურების საქმიანობას;
ჩ) ამტკიცებს პარლამენტის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობას;
ც) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტისა და სამსახურის ხელმძღვანელებს;
ძ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;
წ) ამტკიცებს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს;
ჭ) (ამოღებულია – 22.03.2013, №382 );
ხ) პარლამენტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში;
ჯ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების სურვილის მქონე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს;
ჰ) ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს;
ჰ 1) პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ბრძანებით ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას;
ჰ2 ) ბრძანებით ადგენს საქართველოს პარლამენტის წევრთათვის და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;
ჰ3 ) პარლამენტის აპარატის მოსამსახურეთათვის აწესებს დანამატებს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის და სხვა დანამატებს;
ჰ4) იღებს გადაწყვეტილებას პირის საქართველოს თავისუფლების ორდენით და პარლამენტის მედლით დაჯილდოების შესახებ;
ჰ 5 ) პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს;
ჰ 6 ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 22 მარტის რეგლამენტი №382 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 31 მაისის რეგლამენტი №675 – ვებგვერდი, 11.06.2013წ.
1. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
2. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების მომენტიდან.
1. პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი პარლამენტის წინაშე შეიძლება წერილობით დასვას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.
2. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა წერილობით უნდა იყოს მოტივირებული.
3. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს პარლამენტს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხის განხილვის დაწყების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს სესიაზე საკითხის განხილვის დაწყებიდან 15 დღის ვადაში.
5. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 1 თვეზე ნაკლები, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი მომდევნო სესიაზე განიხილება.
6. პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ჩატარება დაუშვებელია.
7. პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა და მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.
8. თუ პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, საკითხი მოხსნილად ჩაითვლება და მისი იმავე სესიაზე განხილვა დაუშვებელია.
პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი 10 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო თუ საკითხის განხილვის პერიოდში პარლამენტის პლენარული სხდომები არ მიმდინარეობს ან თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 10 დღეზე ნაკლები, საკითხი რიგგარეშე სხდომაზე ან რიგგარეშე სესიაზე განიხილება.
1. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისას, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან თანამდებობიდან მისი გადაყენების ან გადადგომის გამო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებენ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი შემდეგი წესებით:
ა) თუ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას, ამ პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს, რასაც პარლამენტი ადასტურებს დადგენილებით;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე;
გ) თუ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, თუ პარლამენტმა სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო;
დ) თუ პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეუძლია, თავის მოადგილეს დაავალოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმრავლესობასა და უმცირესობას.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტმა პირველივე კენჭისყრისას ვერ მიიღო გადაწყვეტილება, განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის სხვა მოადგილის კანდიდატურა და იმართება კენჭისყრა.
4. პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის (დანიშვნის დადასტურების) საკითხი წყდება პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებამდე პარლამენტის პლენარულ სხდომას (სხდომებს) თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
1. პარლამენტის წევრი, რომელიც იყო წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, კავშირგაბმულობისა და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც სარგებლობს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2. ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ემსახურება სამსახურებრივი ავტომობილი და უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
4. ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეზე არ ვრცელდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვები.
თავი XIII. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები
1. პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის წევრთაგან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს:
ა) თითო მოადგილე აირჩევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არა უმეტეს 3 კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას;
დ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის, მაგრამ არა უმეტეს 3-ისა, წარდგენის უფლება აქვთ იმ საარჩევნო სუბიექტების, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, მიერ შექმნილ ფრაქციებს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან უმრავლესობაში.
2. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს (პარლამენტის წევრებს) უფლება აქვთ, წარადგინონ ახალი კანდიდატი. თუ ვერც მან მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, ორივე კანდიდატს ერთად ეყრება კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. თუ ამ კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება პირველად წარდგენილი კანდიდატი.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სუბიექტებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროსა და პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს. ამ ფაქტის ცნობად მიღებისთანავე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
5. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეული პარლამენტის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრები იღებენ ხმათა უმრავლესობით, რასაც ადასტურებენ პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენილ განცხადებაზე ხელის მოწერით.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 108-ე მუხლით დადგენილი წესით გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტი, როგორც წესი, არა უგვიანეს 15 დღისა ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს. თუ სესიის დამთავრებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, საკითხი მომდევნო სესიის პირველსავე სხდომაზე განიხილება.
პარლამენტის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება პარლამენტის ბიურო.
პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:
ა) შეიმუშავებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგის პროექტს; უფლებამოსილია საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში, თუ დარღვეული არ არის ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს პარლამენტის სესიის ორკვირიანი ციკლის სამუშაო გეგმას;
ბ) განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი კანონპროექტების შესახებ დასკვნებს, კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დასკვნებს, რეზოლუციებისა და მიმართვების პროექტებს;
გ) განიხილავს საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევისა და მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს;
დ) ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;
ე) ამტკიცებს კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დებულებებს;
ე1) ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას;
ვ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის რეგისტრაციის საკითხებს;
ზ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;
თ) უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში წარგზავნილი საპარლამენტო დელეგაციებისა და პარლამენტის წევრების ანგარიშების მოსმენას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე;
ი) ამტკიცებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს მიერ მიღებულ წინადადებებს (რეკომენდაციებს);
კ) იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტის მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე;
კ 1 ) ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას;
ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 22 მარტის რეგლამენტი №382 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 31 მაისის რეგლამენტი №675 – ვებგვერდი, 11.06.2013წ.
1. პარლამენტის ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
2. პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს, 15 საათზე, ხოლო სესიებს შორის პერიოდში – საჭიროებისამებრ.
3. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომა თავისი ინიციატივით ან კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის ან უმცირესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4. პარლამენტის ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) დადგენილი კვორუმის ნახევრისა.
5. პარლამენტის ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი.
6. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
7. პარლამენტის ბიუროს სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი, სხვა პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი.
8. საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლიათ პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვან საკითხი და სათათბირო ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა მის განხილვაში.
1. პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
2. პარლამენტს შეუძლია გააუქმოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ან ცვლილება შეიტანოს მასში პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
3. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით. პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმის ამონაწერი დანიშნულებისამებრ იგზავნება.
თავი XV. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება და პირველი სხდომა
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის არჩევნების დღიდან 20 დღის განმავლობაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ხოლო თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა − მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს.
2. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს პარლამენტის აპარატი. სხდომაზე დასწრებას პარლამენტის წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ.
3. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ესწრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
4. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს უხუცეს პარლამენტის წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას.
5. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 22 ივნისის რეგლამენტი №5440 – ვებგვერდი, 01.07.2016წ.
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, აირჩევა:
ა) პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე;
ბ) პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია 17 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.
2. პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე.
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).
2. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რომელიც დადგენილებით ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.
3. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:
ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საქართველოს უზენაეს სასამართლოში;
ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის, ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შექმნის შემდეგ – ამ კომიტეტის დასკვნის საფუძველზე პარლამენტი განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნულ დასკვნას პარლამენტი განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
5. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
6. თუ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პარლამენტის პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული პარლამენტის მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე პარლამენტის წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
7. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ამ ტექსტს, რის შემდეგაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
8. პარლამენტის წევრი, რომლის უფლებამოსილების ცნობაც გადაიდო ან რომელიც პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა მეორე ტურში ან გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად, ფიცის ტექსტს კითხულობს და ხელმოწერით ადასტურებს უფლებამოსილების ცნობისთანავე.
1. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის წევრები პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის შექმნის თაობაზე.
2. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის შექმნის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.
3. ფრაქციების შექმნისთანავე პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს ფრაქციებს. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით.
4. თუ ფრაქციის შექმნისას იგი იძენს უმრავლესობის ან უმცირესობის სტატუსს, მის რეგისტრაციას ახორციელებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია.
1. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს;
ბ) ქმნის კომიტეტებს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს მათ თავმჯდომარეებს;
გ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განიხილავს საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით. საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ბიულეტენებით.
თავი XVI. პარლამენტის სასესიო მუშაობის წესი
1. პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.
2. პარლამენტი მორიგ სესიაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს. პარლამენტის სესია გახსნილად და დახურულად ცხადდება შესაბამისად პარლამენტის ბიუროს ან პლენარულ სხდომაზე.
3. პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში.
4. პარლამენტის მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს. პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვევა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
1. პარლამენტის სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა, გარდა ახალარჩეული პარლამენტის სხდომების პირველი კვირისა, ეთმობა პლენარულ სხდომებს და კომიტეტების მუშაობას, ხოლო მეორე კვირა − ამომრჩევლებთან შეხვედრებს და კომიტეტების მუშაობას.
2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათს და პარასკევს 12 საათიდან 19 საათამდე; 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე. პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, პოლიტიკური დებატების, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს 16 საათიდან 19 საათამდე, როგორც წესი, იმართება სამთავრობო საათი.
3. მორიგი სესიის სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში.
4. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში. პლენარული სხდომების კვირაში კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო.
5. საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისათვის ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. ახალი პარლამენტის არჩევნების დღის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტის მორიგი სესიები არ იმართება, ხოლო რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით, 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 76-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
7. კანონით გათვალისწინებული დასვენების (უქმე) დღეები არ იანგარიშება ამ რეგლამენტით დადგენილი ვადების ათვლის დროსაც, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. თუ ამ რეგლამენტით დადგენილი ვადის ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი სამუშაო დღე.
1. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, ან საქართველოს მთავრობის წარდგინებით სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას.
2. პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედი წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 24 საათში. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.
3. პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.
4. საქართველოს მთავრობა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წარდგინებას საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს წარდგინების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
5. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას მოიწვევს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − დაუყოვნებლივ, რაც პარლამენტის წევრებს პირადად უნდა ეცნობოთ.
6. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისას მისი დღის წესრიგი განისაზღვრება ამ რეგლამენტის 129-ე−131-ე მუხლებით დადგენილი წესით. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
7. პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
8. პარლამენტის რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 დღისა. პარლამენტს შეუძლია მორიგი სესიის დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი (საკითხები), რომლის (რომელთა) განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე.
9. პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან 48 საათში. პარლამენტის წევრები ვალდებული არიან, პერსონალური შეტყობინების გარეშე გამოცხადდნენ სხდომაზე.
1. საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა.
2. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა ეძღვნება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს/ფაქტს. მას აქვს სიმბოლური დატვირთვა და საზეიმო/საიუბილეო სხდომის მიმდინარეობაზე არ ვრცელდება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები, გარდა სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა იმართება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან/ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ იხურება.
3. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს.
4. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.
5. პლენარული სხდომების მიმდინარეობისას პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
კარი V. პარლამენტის პლენარული სხდომა
თავი XVII. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი
1. პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს პარლამენტის სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს.
2. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები.
1. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით/ხელის აწევით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა ან ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა.
2. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით შეიძლება პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება დამტკიცებული დღის წესრიგის ფარგლებში საკითხების თანამიმდევრობის შეცვლის ან საკითხის რიგგარეშე განხილვის შესახებ. ამასთანავე, პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის ინიციატივით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება განხილულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის გამართვის თაობაზე.
3. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრს ეძლევა თითოეულს 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება.
4. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, ფრაქცია, უმცირესობა ან უმრავლესობა მოითხოვს პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში საკითხის შეტანას ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღებას, პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს დღის წესრიგში საკითხის შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კამათის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტები და მიმართვები მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება.
თავი XVIII. პარლამენტის პლენარული სხდომის წარმართვა
1. პარლამენტის პლენარულ სხდომას, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს.
2. სხდომის თავმჯდომარე:
ა) აუწყებს პარლამენტს სხდომის გახსნასა და დამთავრებას;
ბ) უძღვება საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს ამ რეგლამენტის დაცვას;
დ) ადგენს კამათში მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს;
ზ) ამ რეგლამენტის 286-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს პარლამენტის წევრს ან მოწვეულ პირს;
თ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას;
ი) კანონპროექტის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს კამათის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს;
კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას;
ლ) ახორციელებს ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე.
4. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს პარლამენტის წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს მას ამ მიზნით, შეაფასოს პარლამენტის წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ შეკითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარლამენტის წევრი არღვევს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.
1. პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. დილის სხდომის გახსნის წინ და კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია.
3. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს საჭიროების შემთხვევაში ადასტურებს მანდატურთუხუცესი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი თავის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.
4. თუ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს.
5. თუ პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაცია იმავე პროცედურით ტარდება საღამოს სხდომაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.
6. პარლამენტის ყოველი დილის სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შემდეგ მანდატურთუხუცესი აღრიცხავს პარლამენტის წევრთა დასწრებას. უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოადგილეები, რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, უმცირესობაში ან ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით მანდატურთუხუცესს.
7. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მიაწვდიან მანდატურთუხუცესს ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.
8. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად ჩაეთვლება, თუ იგი არ გაივლის რეგისტრაციას დილის სხდომის განმავლობაში ან კენჭისყრების წინ.
9. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ უმრავლესობა, უმცირესობა, ფრაქცია, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
10. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება. ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს კომიტეტის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე) – კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში და ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე) – პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში.
1. პარლამენტის პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს.
2. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით.
3. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილი არიან, საკუთარი ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ სხდომას.
4. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პლენარულ სხდომაზე მოიწვიოს საზოგადოებრიობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები, რომლებიც სხდომათა დარბაზში მათთვის განკუთვნილ ადგილებს იკავებენ.
5. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
6. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.
7. საკითხის დახურულ სხდომაზე განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.
8. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები ვალდებული არიან, დაიცვან საპარლამენტო ეთიკის ნორმები.
1. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე დამსწრეთ ჩაქუჩის ორი დარტყმით აცნობებს სხდომის დაწყებას, ხოლო სამი დარტყმით – სხდომის დამთავრებას. ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ჩაქუჩის ერთი დარტყმით აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვაში ეხმარება პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური.
2. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტის წევრების გარდა, სხდომათა დარბაზში ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ მანდატურებს, აგრეთვე პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს, რომლებიც განსხვავებულ სამკერდე ნიშნებს ატარებენ. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება აქვს განსახილველ საკითხზე კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელ მუშაკს.
1. ფრაქციას, უმრავლესობასა და უმცირესობას უფლება აქვთ, მოითხოვონ პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა. პოლიტიკური დებატების დღე, როგორც წესი, ორკვირიანი ციკლის განმავლობაში ერთხელ ინიშნება. პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.
2. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. გამომსვლელთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.
3. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროით და განხილული საკითხი კენჭისყრაზე დააყენოს.
1. პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის წევრებს ამ თავით დადგენილი წესით ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 30 წუთით. თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დამატებითი განცხადებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. მისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.
2. განცხადებებისათვის პარლამენტის წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. პარლამენტის წევრს ასევე უფლება აქვს, პირადად ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. გამომსვლელთა თანამიმდევრობა განისაზღვრება განმცხადებელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს გამოსვლის უფლება. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია განმცხადებელთა სიაში, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს.
3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის სამდივნოს განცხადებისათვის არც ერთი პარლამენტის წევრი არ მიმართავს, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს პლენარულ სხდომას.
4. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ცალკეულ შემთხვევებში სასესიო კვირის სხვა დღეს გამოუყოს პარლამენტის წევრებს დრო განცხადებებისათვის. ასეთ შემთხვევაში განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო განცხადებების საერთო ხანგრძლივობა – 30 წუთს. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განცხადებით შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
თავი XXI. ხმის მიცემა და დათვლა
1. კენჭისყრა ყველა განხილულ საკითხზე, გარდა საკადრო და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისი საკითხებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომის დღეს, 16 საათიდან 19 საათამდე. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე პარლამენტის წევრთა გამოსვლები დაუშვებელია. პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
2. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ მოწმდება კვორუმი. თუ პლენარულ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის გამართვის დროს.
3. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
4. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე. ამასთანავე, უმცირესობას, უმრავლესობას უფლება აქვს, პროცედურულ საკითხზე 1-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს ოთხჯერ, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, – ორჯერ, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს – ერთხელ.
1. პარლამენტის წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია.
2. თუ პარლამენტის წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს, ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს.
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი ბიულეტენებით – სახელობითი კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან ფარული (კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან ბიულეტენებით კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ფარული კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას.
4. ფრაქციას უფლება აქვს, კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ მოითხოვოს მხოლოდ ერთი შესვენება არა უმეტეს 5 წუთისა.
5. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება დაუშვებელია.
1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ადგენს კენჭისყრის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.
2. ბიულეტენის შევსებისას პარლამენტის წევრი გადახაზავს მისთვის არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა – მისი გადახაზვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.
4. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის მიერ პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალის მიუღებლობის შემთხვევაში მისი ხმა მიცემულად ჩაითვლება, თუ ეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე დადასტურდება. თუ დადასტურდა, რომ განცხადება კენჭისყრის შედეგების გაყალბების მიზნით არის გაკეთებული, ეს გავლენას არ ახდენს კენჭისყრის შედეგებზე. თუ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ დადასტურდა, რომ კენჭისყრის ელექტრონულმა სისტემამ არ მიიღო პარლამენტის წევრის ხმის მისაცემი ბარათის სიგნალი ან სხვისი ბარათი იქნა გამოყენებული და ეს ხმა გადამწყვეტია, იმართება ხელახალი კენჭისყრა.
5. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების შემთხვევაში ფრაქციის, პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, უმცირესობის, უმრავლესობის მოთხოვნით შესაძლებელია წაკითხულ იქნეს კენჭისყრის მონაცემები.
6. სათანადოდ მოტივირებული განცხადება კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე დაუყოვნებლივ წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაბამის პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას იმავე დღეს უფლება არა აქვს, მოითხოვოს სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.
7. ყველა კენჭისყრის შედეგებს პარლამენტს აცნობებს პლენარული სხდომის თავმჯდომარე. ისინი განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
8. ხმის მისაცემი ბარათის დაკარგვის შესახებ პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტის აპარატს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის წევრს ხმის მისაცემი დროებითი ბარათი გადაეცემა.
კარი VI. საკანონმდებლო პროცესი
თავი XXII. კანონპროექტის მომზადება და პარლამენტისათვის წარდგენა
საკანონმდებლო პროცესი არის პროცედურების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს: საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებას, პარლამენტისათვის წარდგენას, პარლამენტის მიერ კანონპროექტის განხილვას, მიღებას, საქართველოს პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაცემას, პრეზიდენტის უფლებას – შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს მიღებული კანონპროექტი, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის განხილვას, მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერას და კანონის გამოქვეყნებას.
1. საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებით და პარლამენტისათვის წარდგენით.
2. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.
3. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონისა და მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტები.
4. მხოლოდ პარლამენტის წევრი, კომიტეტი და ფრაქცია არიან უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინონ რეგლამენტის პროექტი რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.
5. კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს პარლამენტის წევრმა.
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა კანონპროექტი შეიძლება წარადგინოს როგორც დამოუკიდებელი კანონპროექტის სახით, ისე კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების სახით.
2. კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის წარდგენა, განხილვა და მიღება ხდება შესაბამისი კანონის პროექტის წარდგენის, განხილვისა და მიღებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. კანონი ძალადაკარგულად ცხადდება კანონით, რომლის პროექტიც მიიღება ხმათა იმავე რაოდენობითა და იმავე წესით, რომლებითაც მიღებული იყო შესაბამისი კანონის პროექტი, ან უპირატესი იურიდიული ძალის მქონე კანონით.
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტი კანონპროექტს ამზადებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) კანონპროექტის ავტორი;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
3. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს:
ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი პროექტი ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით.
41. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.
5. კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს მთავრობის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 28 დეკემბრის რეგლამენტი №191 – ვებგვერდი, 29 .12 .2012წ.
პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს:
ა) კანონპროექტი რეგისტრაციისათვის გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს;
ბ) პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ამ რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნების მოსამზადებლად. ამის შემდეგ კანონპროექტს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნებთან ერთად საორგანიზაციო დეპარტამენტი გადასცემს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის პარასკევამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი კანონპროექტი ბიუროს მომდევნო სხდომას გადაეცემა;
გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი გადაეცემა ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს;
დ) წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა (გარდა იმ კანონპროექტისა, რომლის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის ბიურომ) და არაუგვიანეს 5 კვირისა განიხილავს კომიტეტის სხდომაზე;
ე) წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
ვ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენისას გათვალისწინებული შენიშვნების ასახვისათვის და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის მოსამზადებლად;
ზ) პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად, ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით;
თ) წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
ი) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისათვის მოსამზადებლად;
კ) მეორე მოსმენით მიღებიდან 5 დღის ვადაში წამყვანი კომიტეტი პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში და გადასცემს მას პარლამენტის ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
ლ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი, რომლის თავფურცელი ვიზირებულია კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ, დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად;
მ) კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებიდან 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად და კანონის გამოსაქვეყნებლად.
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 22 თებერვლის რეგლამენტი №1987 – ვებგვერდი, 23.02.2018წ.
1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტი გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს მას.
2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტში რეგისტრაციის თარიღი.
3. პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ ამ რეგლამენტის 146-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პარლამენტის ბიუროსთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული და საორგანიზაციო დეპარტამენტების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია:
ა) კანონპროექტის დასახელება;
ბ) კანონპროექტის ინიციატორი;
გ) კანონპროექტის ავტორი;
დ) კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის თარიღი;
ე) წამყვანი კომიტეტი;
ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი;
ზ) სხვა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს;
თ) კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი.
4. პარლამენტის ბიურო იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე.
5. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის ამ რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებსა და მე-3−მე-6 პუნქტებთან შესაბამისობას, ხოლო პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი − ამ რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება ამ რეგლამენტის 145-ე მუხლის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოტივირებული დასკვნების საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი უფლებამოსილია კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებიდან პირველ მოსმენამდე წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია ამ რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე.
6. თუ საქართველოს მთავრობა მოითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის ვადებს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო და გადასცემს მას წამყვან კომიტეტს.
7. თუ დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისათვის მომზადება, მისი განხილვისათვის დადგენილ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს პარლამენტის ბიურო.
8. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას, მოთხოვნის შემთხვევაში – დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
9. კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – საქართველოს მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.
10. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს იგი პირველი მოსმენით მიღებამდე.
11. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი და განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტები უარყოფილად ითვლება. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები.
2. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;
ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;
გ) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს;
დ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია;
ე) შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ევროპის კავშირის კანონმდებლობას.
3. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებზე:
ა) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
გ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
1. ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტები შექმნიდან არა უგვიანეს 6 თვისა ადგენენ წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ იმ კანონპროექტთა ნუსხას (წამყვანი კომიტეტების მიხედვით), რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად ან მიზანშეუწონლად მიაჩნიათ, და მას განსახილველად წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. ბიურო ამ საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს პარლამენტის პლენარულ სხდომას.
2. თუ კანონპროექტის ინიციატორი იყო საქართველოს მთავრობა, შესაბამისი წამყვანი კომიტეტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის შედგენისას სავალდებულოა ინიციატორის თანხმობა.
3. თუ კანონპროექტის ინიციატორი იყო ყოფილი პარლამენტის წევრი ან ფრაქცია, კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატორად ჩაითვლება შესაბამისი წამყვანი კომიტეტი. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია პლენარულ სხდომაზე თვითონ განსაზღვროს წამყვანი კომიტეტი.
4. პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე.
5. იმ კანონპროექტებზე, რომლებიც პარლამენტის მიერ მიღებული იყო პირველი ან/და მეორე მოსმენით, პარლამენტი ცალკე დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას მათი განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეუწონლობის თაობაზე.
6. ის კანონპროექტები, რომლებზედაც პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის თაობაზე, პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.
1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს.
3. საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი, აგრეთვე ავტორის ხელმოწერა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. პარლამენტის ბიურო საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს (საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა კომიტეტს), რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ საკანონმდებლო წინადადების აღნიშნულ ვადაში განხილვა ვერ მოხერხდა, მისი განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს პარლამენტის ბიურომ არაუმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება სხვა კომიტეტს გადაეცა, იგი საკანონმდებლო წინადადების გადაცემიდან არაუგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადების თაობაზე დასკვნას.
5. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს მისი ავტორი. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებას განსახილველად წარადგენს სხდომის თავმჯდომარე.
5 1. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.
5 2. საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ იანგარიშება ამ რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი და პარლამენტის მორიგ სესიებს შორის პერიოდი.
6. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს.
7. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.
8. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე.
9. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 1 ივნისის რეგლამენტი №962 – ვებგვერდი, 07.06.2017წ.
თავი XXIII. კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვა
1. პარლამენტისათვის წარდგენილ კანონპროექტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავენ კომიტეტები. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განსახილველად მართავს კომიტეტის სხდომას ამ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისათვის.
2. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განისაზღვრება ამ კანონპროექტის განხილვისას წამყვანი კომიტეტი, რომელიც უძღვება მისი საპარლამენტო განხილვის პროცედურებს და პასუხისმგებელია მათი დაცვისათვის.
1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა და არაუგვიანეს 3 კვირისა საქართველოს მთავრობა, პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება
2. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა და არაუგვიანეს 5 კვირისა იწვევს კომიტეტის სხდომას. წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ის კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე.
3. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას.
4. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია. თუ პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.
5. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე განსაზღვროს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის ბიურო ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში პარლამენტის ბიუროს წინაშე არ დასვამს მისი შემდგომი განხილვის საკითხს, იგი პარლამენტიდან გათხოვილად ითვლება, რის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი აწვდის პარლამენტის ბიუროს.
7. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი.
8. კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არ აბრკოლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას.
9. წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.
10. პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, ასევე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი.
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 22 თებერვლის რეგლამენტი №1987 – ვებგვერდი, 23.02.2018წ.
1. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს ინიციატორი პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ანდა ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მის მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – ამ კანონპროექტზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.
2. კომიტეტი ვალდებულია საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე.
3. კომიტეტის სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეთ სიტყვით გამოსვლის უფლება.
4. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტის განხილვის დროს, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს წერილობითი შენიშვნები, რომლებსაც აცნობებს შესაბამის კომიტეტს, კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტის განხილვისას შეიძლება მიწვეულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი.
5. ლობისტური საქმიანობის შესახებ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით პარლამენტში რეგისტრირებულ ლობისტს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მას შეიძლება მიეცეს სიტყვით გამოსვლის უფლება.
1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვამდე, ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი. ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს და ძირითადი კანონპროექტის განხილვისას წამყვან კომიტეტს. ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად.
2. ალტერნატიული კანონპროექტი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი კანონპროექტისაგან.
3. წამყვანი კომიტეტი, ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას პირველი მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის თაობაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, პირველი მოსმენისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტები. პარლამენტი დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს.
4. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენა დაუშვებელია.
1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვთ კომიტეტს, ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს.
2. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება წერილობითი ფორმით წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვამდე ან კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 საათისა. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს. ალტერნატიული წინადადება ზეპირი ფორმით შეიძლება წარდგენილ იქნეს შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განხილვისას. იგი ფორმდება კომიტეტის სხდომის ოქმით. წამყვანი კომიტეტის სხდომაზე ალტერნატიული წინადადებების აღრიცხვას უზრუნველყოფს ამ კომიტეტის აპარატი.
3. კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ჩაითვლება, თუ ამას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან პარლამენტის პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს.
4. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების წარდგენა დაუშვებელია.
თავი XXIV. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა და მიღება
1. პარლამენტი წამყვანი კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტს განიხილავს სამი მოსმენით, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კანონპროექტის პირველი მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები.
3. კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.
4. კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება მისი პირველი მოსმენით განხილვით, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა იწყება კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის გამოსვლით.
3. პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი მომხსენებლად (თანამომხსენებლად) გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად (თანამომხსენებლად) სხვა უფლებამოსილი წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული. ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ანდა ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე – ინიციატორი პარლამენტის წევრი, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე – მის მიერ დანიშნული შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი. ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის აღნიშნულ კანონპროექტზე საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო თანამომხსენებლად – შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი. საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე).
5. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი − არა და რატომ.
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.
7. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
8. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
9. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს.
10. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ცალკეული პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის მიცემის მომენტისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.
11. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლისა – 15 წუთს.
12. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან.
13. ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
14. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს პარლამენტი.
15. გამომსვლელები სიტყვით გამოდიან საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
1. კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კანონპროექტის (ალტერნატიული კანონპროექტებიდან ერთ-ერთის საფუძვლად) პირველი მოსმენით მიღების შესახებ;
ბ) გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ.
2. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ. პირველი მოსმენით განხილვისას უარყოფილი კანონპროექტის იმავე სესიაზე განმეორებით გატანა დასაშვებია, თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც დასკვნას წარადგენს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი.
1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების პროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისათვის მომზადების მიზნით გადაეცემა წამყვან კომიტეტს, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში განიხილავს მას. წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება შენიშვნებს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, იგი შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დასვას შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.
2. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 4 კვირის ვადაში კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისათვის. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.
3. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მეორე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები, ასევე ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც წამყვან კომიტეტს წარედგინა.
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს სხდომას გააცნობს ამ რეგლამენტის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად (შესაბამის ქვეპუნქტთან, პუნქტთან (ნაწილთან), მუხლთან, თავთან ან/და კართან დაკავშირებით), შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არა უმეტეს 1 წუთით. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ცალკეულ შემთხვევებში, კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე, პარლამენტის წევრის მოთხოვნის საფუძველზე შეკითხვისათვის დამატებით გამოყოს 2 წუთი, ხოლო დაზუსტებისათვის – 1 წუთი. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.
5. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
6. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 1 წუთით. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
7. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის ის პარლამენტის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. პარლამენტის წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ. ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას უფლება აქვს, ერთხელ ისარგებლოს 1-წუთიანი გამოსვლით პროცედურულ საკითხზე.
8. ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს.
9. წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამისათვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის მიცემის მომენტისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.
10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით და სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის წარმომადგენლის გამოსვლისა – 15 წუთს.
11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები სიტყვას წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან.
12. ფრაქციის, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
13. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების გამოკლებით. ისინი შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას.
14. მეორე მოსმენისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი.
15. კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ;
ბ) დამატებითი დამუშავებისათვის კანონპროექტის წამყვან კომიტეტში დაბრუნების შესახებ.
16. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
17. თუ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრის შედეგად ერთი სესიის განმავლობაში 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას. ამის შესახებ პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცნობებს პარლამენტს. აღნიშნული ფაქტი ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 22 თებერვლის რეგლამენტი №1987 – ვებგვერდი, 23.02.2018წ.
1. კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი 5 დღის ვადაში განიხილავს მას პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად. კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.
2. მესამე მოსმენისათვის პარლამენტის წევრებს ეგზავნება კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელშიც ასახულია კანონპროექტის მეორე მოსმენისას გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნები. კანონპროექტის მესამე მოსმენისას მასში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.
3. პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მესამე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის მიერ მომზადებული, მეორე მოსმენით კენჭისყრის შედეგად გათვალისწინებული შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი, ასევე წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები.
4. მესამე მოსმენისას კანონპროექტს წარადგენს მომხსენებელი, რომელსაც პარლამენტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეიძლება მისცენ რედაქციული შენიშვნები. რედაქციული შენიშვნებისათვის თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამასთანავე, პირი ერთსა და იმავე საკითხზე შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ.
5. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით გამოდის მომხსენებელი. მომხსენებლის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე კანონპროექტის განხილვას დასრულებულად მიიჩნევს და პარლამენტის წევრებს აცნობებს მისი მესამე მოსმენით კენჭისყრის თარიღს.
6. მეორე მოსმენისას დამატებითი განხილვისათვის გადადებული მუხლები კენჭისყრაზე ცალკე დგება. შეიძლება კანონპროექტის მიღება ამ მუხლების გარეშეც, თუ ისინი არ არის კანონპროექტის პრინციპული დებულებები.
7. მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ სავალდებულოა კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარიგება მესამე მოსმენისას გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების ასახვით. აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ.
8. მესამე მოსმენისას კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებულ ვარიანტს მთლიანად ეყრება კენჭი.
9. კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
10. თუ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით კენჭისყრის შედეგად ერთი სესიის განმავლობაში 3-ჯერ ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას. ამის შესახებ პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცნობებს პარლამენტს. აღნიშნული ფაქტი ფორმდება პლენარული სხდომის ოქმით.
11. მეორე და მესამე მოსმენებისას უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მისი წარდგენის შემთხვევაში.
12. დაუშვებელია მესამე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტში რაიმე შესწორების შეტანა.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას, აუცილებლობის შემთხვევაში, მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე პარლამენტმა შეიძლება დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება მესამე მოსმენიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის (ან სხვა აქტის პროექტის) განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის ან/და თანამომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში კანონპროექტი (ან სხვა აქტის პროექტი) იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
1. პარლამენტმა კანონპროექტი შეიძლება განიხილოს და მიიღოს დაჩქარებული წესით.
2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. პლენარული სხდომის 1 დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და მიღება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.
3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. თუ პარლამენტის ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, ამ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის პლენარული სხდომა.
4. პარლამენტის ბიუროს ან პლენარული სხდომის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პლენარული სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე.
5. დაუშვებელია დაჩქარებული წესით საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება.
6. დაჩქარებული წესით კანონპროექტი განიხილება იმ შემთხვევაში, თუ იგი ითვალისწინებს მხოლოდ კანონში ცვლილების შეტანას.
7. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაჩქარებული წესით კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა ხდება კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
8. დაჩქარებული წესით კანონპროექტის მიღებისას კენჭისყრა შესაძლებელია გაიმართოს მისი შესაბამისი მოსმენით განხილვის დამთავრების შემდეგ, იმავე დღეს. ამასთანავე, პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭს უყრის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება მისი საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი. აღნიშნული ვარიანტის თავფურცელი ვიზირებული უნდა იყოს კანონპროექტის თაობაზე მომხსენებლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ.
1. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, აგრეთვე იმ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, პარლამენტის სხდომაზე განიხილება და მიიღება გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 157-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. დაუშვებელია გამარტივებული წესით საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება.
3. კანონპროექტის (გარდა კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტისა, რომელიც განიხილება პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე) გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე.
4. პარლამენტის ბიუროს ან პლენარული სხდომის მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პლენარული სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე.
5. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია გამარტივებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები.
უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრს, უფლება აქვს, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევის დღის პირველ ნახევარში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ინიციირებული კანონის ან პარლამენტის დადგენილების პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის განსახილველად განსაზღვრული დროის გამოყოფა. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტში მითითებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
1. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენისა და კომიტეტში განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილების პროექტი, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია განხილულ იქნეს 2 მოსმენით. პირველი მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მიღების ან უარყოფის შესახებ.
4. დადგენილების პროექტთან დაკავშირებული წინადადება უნდა წარედგინოს წამყვან კომიტეტს. თუ წამყვანი კომიტეტი უარყოფს დადგენილების პროექტთან დაკავშირებულ წინადადებას, პარლამენტი მას, ინიციატორის მოთხოვნით, განიხილავს პროექტთან ერთად. ახალი წინადადების დაყენება და განხილვა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.
5. მეორე მოსმენით დადგენილების პროექტის განხილვის შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი პროექტის მთლიანად მიღების ან უარყოფის შესახებ.
6. პარლამენტის რეზოლუცია, დეკლარაცია, განცხადება და მიმართვა განიხილება და მიიღება დადგენილების განხილვისა და მიღებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
7. პარლამენტის დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, განცხადება და მიმართვა განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
1. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა 3 თვის ინტერვალით, მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედისა.
2. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.
3. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. კანონის, პარლამენტის რეგლამენტის ან დადგენილების პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. პარლამენტის რეზოლუცია, დეკლარაცია, განცხადება, მიმართვა ან რეკომენდაცია მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
6. პარლამენტის თანხმობა, როგორც წესი, მიიღება დადგენილებით.
7. პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის საკითხი განისაზღვრება ამ რეგლამენტის 170-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
8. კანონის ან დადგენილების პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის მიღების თარიღად ითვლება პარლამენტის მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას დგება სხდომის ოქმი და სტენოგრამა. პარლამენტის პლენარული სხდომის ოქმი, საიდუმლო საკითხების გამოკლებით, შეიძლება განთავსდეს პარლამენტის ვებგვერდზე.
2. პარლამენტის დახურული პლენარული სხდომის ოქმისა და სტენოგრამის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოთა იმ წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ.
თავი XXV. კანონისა და პარლამენტის სხვა აქტების გამოქვეყნება და ამოქმედება
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში (ამ ვადაში არ ითვლება დასვენების (უქმე) დღე), კანონპროექტის ინიციატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის), კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) და იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილების უფროსის (მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ვიზირებისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესაბამის მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.
1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესით ხელს აწერს კანონპროექტს და აქვეყნებს კანონს 10 დღის ვადაში.
2. პარლამენტის დადგენილება, გარდა ნორმატიული ხასიათის დადგენილებისა, ძალაში შედის მიღებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. პარლამენტის ნორმატიული ხასიათის დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
3. კანონი ოფიციალურად ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
თავი XXVI. საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის განხილვა
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს იგი პარლამენტს.
2. მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს 15 დღის ვადაში. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
3. თუ პარლამენტი მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონპროექტი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და კანონს აქვეყნებს 7 დღის ვადაში.
4. თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.
5. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
6. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კანონპროექტი კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ითვლება. პარლამენტს შეუძლია მომდევნო მორიგ სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ დაუბრუნდეს დადგენილი წესით მის განხილვას.
1. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გასულია ამ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, შენიშვნებს განიხილავს ახალი მოწვევის პარლამენტი.
2. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები ან საპარლამენტო არდადეგებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, შენიშვნების განსახილველად დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია.
თავი XXVII. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა
1. სათანადო ხელმოწერით (ხელმოწერებით) დადასტურებული საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტისათვის წარდგენის უფლება აქვთ პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.
2. სათანადო ხელმოწერით (ხელმოწერებით) დადასტურებულ საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტს რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი და დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის ბიუროს.
პარლამენტის ბიურო პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილ საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც 1 კვირის ვადაში ამოწმებს მას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
1. ამომრჩეველთა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით.
2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ამ მასალებს პარლამენტის ბიურო 3 დღის ვადაში გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
3. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით მიმართვიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.
4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.
5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.
6. ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ისინი პირადად აღნიშნავენ შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ერთ მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა ხელმოწერების ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ საჭიროებს.
7. შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 4 თვის ვადაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც 3 დღეში გადასცემს მათ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
8. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 1 თვის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, პარლამენტის ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე.
9. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც:
ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;
ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;
გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი.
10. ხელმოწერების გაყალბებისათვის პასუხს აგებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 200000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ინიციატივით საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.
12. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში მიმართოს საერთო სასამართლოს სისტემაში არსებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს.
13. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა და 200000 ამომრჩევლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომების დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით, ხოლო ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
1. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ იმ ფრაქციის (ფრაქციების) წარმომადგენლები, რომელიც (რომლებიც) არ არის (არ არიან) გაერთიანებული უმრავლესობაში, ან/და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები.
4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ მისი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია.
5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 1 თვის ვადაში განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ მასალებს.
6. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.
7. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტს პლენარულ სხდომას წარუდგენს ამ რეგლამენტის 173-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტის (ხოლო 200000 ამომრჩევლის შემთხვევაში – საინიციატივო ჯგუფის) მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი.
8. საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და იღებს სამი მოსმენით კანონპროექტის განხილვისა და მიღებისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. ამასთანავე, კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენებით განიხილება და მიიღება ერთსა და იმავე სესიაზე, ხოლო მესამე მოსმენით განიხილება და მიიღება მხოლოდ პარლამენტის მომდევნო სესიაზე, მეორე მოსმენით მიღებიდან არანაკლებ 3 თვის შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 29 ნოემბრის რეგლამენტი №1688 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
თავი XXVIII. ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
1. არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.
2. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ბიუროს მიმართავს განცხადებით რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომიდან 2 დღის ვადაში გადაეცემა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
3. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.
4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.
5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება.
6. ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ერთ მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა ხელმოწერების ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ საჭიროებს.
7. შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც 2 დღეში გადასცემს მათ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
8. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 30000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე პარლამენტის ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.
9. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც:
ა) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;
ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;
გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ამომრჩეველი.
10. კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში მიმართოს საერთო სასამართლოს სისტემაში არსებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს.
11. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს, ხოლო ამომრჩეველთა ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს.
12. არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად პარლამენტში გამოდის საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო თანამომხსენებლად − წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი.
13. პარლამენტი არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების (საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“) პროექტების მომზადების, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ რეგლამენტით.
1. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტებს განხილვამდე აქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის, თუ ეს პროექტები ეხება გერბისა და დროშის აღწერილობას, ან ჰიმნის ტექსტსა და მუსიკას.
2. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.
3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.
4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს ამ პროექტებთან დაკავშირებულ მასალებს.
1. ამ რეგლამენტის 179-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების განხილვას იწყებს მათი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ, რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების განხილვის დაწყებამდე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია პარლამენტს აცნობს საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს.
3. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 157-ე მუხლით დადგენილი წესით.
1. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშისა და საქართველოს სახელმწიფო გერბის შენახვის ადგილს.
2. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტულ ზომებსა და ზუსტ გამოსახულებას. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომების შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის იმავე დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესაბამისი პროპორციების დაცვით.
3. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესსა და პირობებს.
4. პარლამენტი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესს.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 29 ნოემბრის რეგლამენტი №1688 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
1. პარლამენტი, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილებით განსაზღვრავს იმავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გასაცემი ოფიციალური დოკუმენტების ნუსხას, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოყენება სავალდებულოა.
2. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები განისაზღვრება კანონით ან/და პარლამენტის დადგენილებით.
3. პარლამენტი განსაზღვრავს იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 29 ნოემბრის რეგლამენტი №1688 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
თავი XXX. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და მიღება
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.
2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე პარლამენტს წარუდგენს ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
3. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან.
4. პარლამენტის კომიტეტები, როგორც წესი, მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით განიხილავენ ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც არა უგვიანეს 18 ივნისისა წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად უგზავნის საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 20 ივნისისა.
1. საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს პარლამენტისათვის წარდგენისთანავე.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის თანდართული მასალები (გარდა წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა) მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ.
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიღებიდან 2 დღის ვადაში, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვის განრიგის შედგენას.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, საქართველოს მთავრობის მოხსენება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი, ასევე მათი განხილვის განრიგი მისი შედგენის მომდევნო დღეს ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ აღნიშნული განხილვის განრიგი.
3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ასევე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განხილვის განრიგის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს განიხილავენ პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. შესაძლებელია პარლამენტის კომიტეტებმა მოამზადონ ერთობლივი დასკვნა.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის დადგენილი წესით განხილვას ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტის თავმჯდომარეს კვირაში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას განხილვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
6. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე. ამ განხილვებს ესწრება გენერალური აუდიტორი ან მისი წარმომადგენელი.
7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
8. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 20 ოქტომბრისა.
9. პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ დასკვნებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასაგეგმისშემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა.
10. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს განსახილველად წარუდგენს პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები პარლამენტისათვის წარდგენიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
12. წინადადებები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაზედაც საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში.
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, ამ თავით დადგენილი წესით.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს (წარადგენენ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრი (წევრები) საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით მიღებული დავალებით.
3. პარლამენტის პლენარულ სხდომამდე 1 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენების წარდგენისას საქართველოს მთავრობის წევრის (წევრების) გამოსვლის (გამოსვლების) ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს. მისი გაგრძელება შესაძლებელია პარლამენტის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის თანამომხსენებელი – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 20 წუთს, გამოდიან:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ;
ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ასევე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების თაობაზე;
გ) პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კომიტეტების დასკვნებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის თაობაზე.
6. გამოსვლების დასრულების შემდეგ იმართება კამათი, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
7. კამათის დამთავრების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენებას აცხადებს.
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 14 ნოემბრისა, კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები თავიანთ დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) წარუდგენენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად იმავე დღეს უგზავნის პარლამენტის თავმჯდომარეს.
2. პარლამენტის თავმჯდომარე დასკვნებსა და წინადადებებს (შენიშვნებს) მიღებიდან 1 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას.
1. საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 185-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) გადაცემის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 30 ნოემბრისა, წარუდგენს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, რომლებიც მომდევნო დღეს ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ მისი საბოლოო ვარიანტის წარდგენიდან არა უადრეს 5 დღისა. პროექტის განხილვა გრძელდება საქართველოს მთავრობის წევრის (წევრების) მოხსენებით (მოხსენებებით), რომლის (რომელთა) ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს.
3. პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას შეკითხვის დასმისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით.
4. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის (გამოდიან) მთავრობის წევრი (წევრები). მას (მათ) უფლება აქვს (აქვთ), შესთავაზოს (შესთავაზონ) პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიღება.
5. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა.
6. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი.
7. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა.
8. თუ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, ხარჯები დაიფარება წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით.
9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და მისი დანართები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
10. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტის მომზადებას და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას.
თავი XXXI. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა და მიღება
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს მთავრობისგან მიღებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის ბიურო განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ პროექტის განხილვის გრაფიკს და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის განრიგის შედგენას.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, ასევე ამ პროექტის განხილვის გრაფიკი და განხილვის განრიგი ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ აღნიშნული განხილვის გრაფიკი და განხილვის განრიგი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი − დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე.
3. პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა და უმცირესობა, რომლებმაც განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. შესაძლებელია პარლამენტის კომიტეტებმა მოამზადონ ერთობლივი დასკვნა.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის დადგენილი წესით განხილვას ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას განხილვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
5. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე. ამ განხილვებს ესწრება გენერალური აუდიტორი ან მისი წარმომადგენელი. ფრაქციებში, უმრავლესობაში ან უმცირესობაში განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე.
6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
7. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, რომლებმაც განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
8. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამის დასკვნებს უგზავნის საქართველოს მთავრობას.
9. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.
10. წინადადებები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაზედაც საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტში.
11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტისათვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს. პროექტის განხილვა იწყება უფლებამოსილი პირის მოხსენებით. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს. მისი გაგრძელება შესაძლებელია პარლამენტის მოთხოვნით. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის თანამომხსენებელი – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის თაობაზე სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 20 წუთს, გამოდიან:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (ვიცე-პრეზიდენტი), რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე;
ბ) გენერალური აუდიტორი (მისი მოადგილე), რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე;
გ) პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კომიტეტების დასკვნებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის თაობაზე.
3. პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას შეკითხვის დასმისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით.
4. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის უფლებამოსილი პირი. მას უფლება აქვს, შესთავაზოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიღება.
5. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ერთი მოსმენით.
6. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.
7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
1. პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.
2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით.
3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას, როგორც წესი, ყოველკვარტალურად განიხილავენ პარლამენტის კომიტეტები. ისინი უფლებამოსილი არიან, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. აუცილებლობის შემთხვევაში შედეგები მოხსენდება პარლამენტს და შეიძლება მისი განხილვის საგანიც გახდეს.
1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საქართველოს მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ ანგარიშის შესახებ მოხსენების დასრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისთანავე, მაგრამ საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მისთვის გადაცემიდან 45 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის შესახებ.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას განიხილავენ:
ა) პარლამენტის კომიტეტები − როგორც წესი, მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით;
ბ) ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას პარლამენტი განიხილავს არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებისა.
5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის განრიგს და უგზავნის პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, აგრეთვე საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და სხვა კომიტეტები 2 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით, განიხილავენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს.
6. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის, ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამტკიცებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობებს და მათ კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 29 ნოემბრის რეგლამენტი №1688 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
პარლამენტი უფლებამოსილია გააკონტროლოს საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით.
თავი XXXIII. კონცეფციის დამტკიცება
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პარლამენტისათვის წარდგენილი კონცეფცია გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს. პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი კონცეფციას განსახილველად გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს.
2. პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი განიხილავენ და კონცეფციასთან დაკავშირებით მოტივირებულ დასკვნებს არა უგვიანეს 10 დღისა წარუდგენენ წამყვან კომიტეტს, რომელიც კონცეფციას და მასთან დაკავშირებულ დასკვნებს გადასცემს პარლამენტის ბიუროს კონცეფციის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
3. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონცეფცია განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
4. პარლამენტი კონცეფციას ამტკიცებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არა უგვიანეს 48 საათისა განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების და კონცეფციის ინიციატორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც იგი კვლავ განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დოკუმენტის კომენტარები