დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2796-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/11/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016029 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 228-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-12 პუნქტები:
„9. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტს აუდიტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, წარუდგენს მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო პარლამენტი ამ სიიდან ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე არაუგვიანეს 1 დეკემბრისა აირჩევს ერთ აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის ვადით. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს ეროვნული ბანკი. 10. პარლამენტის მიერ აუდიტორული ფირმის შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაბამისი წარდგინებით გათვალისწინებული საკითხი შეაქვს პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის (ტენდერი/კონკურსი), სატენდერო/საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად პარლამენტის ბიურო აღნიშნულ საკითხს განსახილველად გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ საკითხს 2 კვირის განმავლობაში განიხილავს. 11. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა ტენდერის საფუძველზე შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს აღნიშნული საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს სატენდერო კომისიის შემადგენლობას. სატენდერო პირობებს, მოთხოვნებს, წესებსა და სატენდერო კომისიის დებულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 12. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა კონკურსის საფუძველზე შეარჩიოს, იგი მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. დადგენილების პროექტში განსაზღვრული უნდა იყოს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (არაუმეტეს 9 წევრისა), საკონკურსო კომისიის დებულების შემუშავებისა და დამტკიცების საკითხები, პარლამენტის სახელით განსახორციელებელი ღონისძიებები და კონკურსის შედეგად გამოვლენილი აუდიტორული ფირმის პარლამენტისათვის წარდგენის ვადა.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 ნოემბერი 2014 წ. N2796-Iს |
დოკუმენტის კომენტარები