საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1943-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016047
1943-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
010190030.06.001.016047
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა.

2. პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების გაცემა იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1943-რს