დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1401-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016021 |
1401-Iს
02/10/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
010190030.06.001.016021
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წევრი, გარდა ამ რეგლამენტის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე თანამდებობის პირისა, ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში. თუ პარლამენტის წევრი არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ ეძლევა კანონით დადგენილი გასამრჯელო.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 2 ოქტომბერი 2013 წ. N1401-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები