საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 237-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016041
237-რს
29/12/2016
ვებგვერდი, 29/12/2016
010190030.06.001.016041
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ − მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო. მისი ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის №2714-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №33, 14.03.2006, მუხ. 380).

მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

 

ქუთაისი,

29 დეკემბერი 2016 წ.

N237-რს