დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4075-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016034 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის წლიური ანგარიშების მოსმენა;“. 2. 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 213 1. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს – საბჭოს – წევრებს. 2. პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 5 წევრს. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან. 4. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 473 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს. 5. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 473 მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 6. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 473 მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. 7. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა სესიებს შორის პერიოდს დაემთხვა – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. 8. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია. 9. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს 7 წლის ვადით ამტკიცებს პარლამენტი. პარლამენტს სააგენტოს უფროსის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ამ საბჭოსთან შეთანხმებით. პარლამენტი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 10. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 474 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აღნიშნული სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იმავე კანონის 474 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს. 11. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 474 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აღნიშნული სააგენტოს საბჭოს არანაკლებ 4 წევრის წარდგინებით, პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრთა წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს.“. 3. 228-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს საქართველოს ეროვნული ბანკის/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბანკის/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.“; ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ, ხოლო საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო – ანგარიშს საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების თაობაზე. ამ ანგარიშებს პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს. 7. საქართველოს ეროვნული ბანკის/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ, გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ეროვნულ ბანკს/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ან სვამს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხს.“. 4. 239-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 239 1. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული საქართველოს ეროვნული ბანკი – საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი, აგრეთვე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, პარლამენტს წარუდგენენ თავიანთი საქმიანობის წლიურ ანგარიშებს. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს. ამ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის დადგენილებას. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშს, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიურ ანგარიშს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მიერ აღნიშნული ანგარიშების თაობაზე დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ შესაბამისი ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 30 დღისა, განიხილავს პარლამენტი და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის გადაწყვეტილების პროექტს.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 17 ივლისი 2015 წ. N4075-რს |
დოკუმენტის კომენტარები