საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4456-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016036
4456-Iს
28/10/2015
ვებგვერდი, 04/11/2015
010190030.06.001.016036
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის წევრს შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.“;

ბ) მე-5–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე და ამის შესახებ გამოსცემს ბრძანებას.

6. პარლამენტის წევრმა, რომელსაც მიენიჭა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას უნდა წარადგინოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება.

7. თუ პარლამენტის წევრმა პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება პირადი ინტერესებისათვის გამოიყენა, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციის საფუძველზე ჩამოართვას მას აღნიშნული უფლება.

8. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდეს სპეციალური ნებართვის გარეშე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ეს უფლება გადასცეს პარლამენტის წევრს.“.

2. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 65

  დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას მის შემადგენლობაში მყოფი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების საკითხი.“.

3. 107-ე მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ბრძანებით ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას;“.

4. 218-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 218

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს/საბჭოების (შემდგომ – ადგილობრივი საბჭო) მუშაობაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თავის წევრთაგან, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს 1 პარლამენტის  წევრს.

2. თითო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თითოეულ წევრს.

3. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნები იმართება ამ რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-3–მე-8 პუნქტების შესაბამისად.

4. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი  პარლამენტის ბიუროს აცნობებს.

5. ადგილობრივი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიზნით არჩეული პარლამენტის წევრი ექვემდებარება როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ. ამ მუხლით დადგენილი წესით არჩეული პარლამენტის წევრის შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იწყებს ახალი წევრის არჩევის პროცედურას.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ოქტომბერი 2015 წ.

N4456-Iს