საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2638-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016027
2638-რს
01/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
010190030.06.001.016027
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „ღ2“ და  „ღ3“ ქვეპუნქტები:

„ღ2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევა;

3)  ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიის შექმნა და მისი წევრების არჩევა;“;

ბ) „ჩ1“ ქვეპუნქტი:

„ჩ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2154  და 2155  მუხლები:

„მუხლი 2154

პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურების წარდგენიდან 14 დღის ვადაში 3 წლით ირჩევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.  თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.

 

მუხლი 2155

1. პარლამენტი დადგენილებით ქმნის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიას და 3 წლის ვადით ირჩევს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიის 2 წევრს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს.

3. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი რაოდენობის ხმები, პარლამენტის თავმჯდომარე 30 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს ახალ კანდიდატურას.“.

3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2293 და 229მუხლები:

 

„მუხლი 2293

1. წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 მარტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს ამ რეგლამენტის 238-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა ან დაიკავა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას, პარლამენტის ინიციატივით ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის საფუძველზე, მას უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს მთავარ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას პარლამენტის თანხმობით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

მუხლი 2294

1. თუ პარლამენტის მიერ არჩეული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ცნობს ანდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, აგრეთვე თუ აღნიშნული კომისიის წევრი საჯარო სამსახურში დასაქმდება, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. აღნიშნული კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.“.

 

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აგვისტო 2014 წ.

N2638-რს