საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3019-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016031
3019-IIს
04/02/2015
ვებგვერდი, 12/02/2015
010190030.06.001.016031
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 218-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი ირჩევს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2 წევრს.“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2295 მუხლი:

„მუხლი 2295

   1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის (შემდგომ − იურიდიული დახმარების სამსახური) დირექტორი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს იურიდიული დახმარების სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.

   2. სავალდებულოა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს ამ რეგლამენტის 238-ე მუხლის პირველი−მე-5 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი დადგენილებით მოიწონებს ამ ანგარიშს ან იურიდიული დახმარების სამსახურს მოსთხოვს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრას ან/და საქმიანობის გაუმჯობესებას.

   3. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილება  იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, აგრეთვე იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინების ან სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ იგი დაასკვნის, რომ არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.

   4. თუ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, ანგარიშის მოსმენის დასრულებიდან 3 დღის ვადაში დასვას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

   5. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინება იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია წერილობით წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმხილველ კომიტეტსა და განხილვის ვადას. შესაბამისი კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ საკითხს და მოტივირებულ დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს ეს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას პარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებობს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, იგი მიიღებს დადგენილებას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 თებერვალი 2015 წ.

N3019-IIს