საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1944-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016048
1944-რს
23/12/2017
ვებგვერდი, 03/01/2018
010190030.06.001.016048
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

1. პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი და პარლამენტის მედალი.

2. თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელს პარლამენტარიზმის, ქვეყნის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებების დაცვაში, პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის.

3. პარლამენტის მედლით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურე პარლამენტის მიერ საქმიანობის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

4. პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, ხოლო პირის პარლამენტის მედლით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას − პარლამენტის თავმჯდომარე.

5. პირთა თავისუფლების საპარლამენტო ორდენითა და პარლამენტის მედლით დაჯილდოების წესს, სათანადო ფულადი ჯილდოს ოდენობას და თავისუფლების საპარლამენტო ორდენისა და პარლამენტის მედლის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

2. 279-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან პარლამენტის თავმჯდომარე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენ წევრებს (1 წევრს – უმრავლესობის წევრთაგან, 1 წევრს – უმცირესობის წევრთაგან, 1 წევრს – მეტი მხარდაჭერის მქონე დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთაგან, თითო წევრს − იმ ფრაქციების წევრთაგან, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ხოლო უმრავლესობის ან/და უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში თითო წევრს − ფრაქციების წევრთაგან) წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთანავე, უმცირესობისა და იმ ფრაქციების, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს. თუ უმცირესობისა და იმ ფრაქციების, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, წარმომადგენლობა გადააჭარბებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს, უმრავლესობას უფლება აქვს, დამატებით წარადგინოს წევრი ამ პუნქტით დადგენილი თანაფარდობის გათვალისწინებით. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო სესიისა და საშემოდგომო სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, – წერილობით ინფორმაციას შესაბამის სასესიო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2017 წ.

N1944-რს