დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4589-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016037 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) 2181 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის (შემდგომ − საქსტატი) საბჭოს წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურ თანამდებობათა ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურას თანხმობა არ მიეცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეულ სხვა პირთა კანდიდატურებს. აღნიშნულ კანდიდატურებს თანხმობა მიეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადდება ხელახალი კონკურსი. ხელახალი კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთა კანდიდატურებს თანხმობა მიეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
ქუთაისი, 10 დეკემბერი 2015 წ. N4589-Iს |
დოკუმენტის კომენტარები