დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5574-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/06/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016040 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2281–2283 მუხლები: „მუხლი 2281 1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. 2. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს შესახებ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. 3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედურ ანგარიშს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა. 4. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საბოლოო ანგარიშის პროექტს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა. 5. პარლამენტი ამ მუხლის პირველ–მე-4 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტებს განიხილავს ამ რეგლამენტის 238-ე მუხლის პირველი–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლში მითითებული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. 7. პარლამენტი ამ მუხლის პირველ–მე-4 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.
მუხლი 2282 1. საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში, ამავე კომიტეტის დამფუძნებელი ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა ანგარიშის პროექტს წარუდგენს პარლამენტს. 2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების მიერ საქართველოს მიმართ შესაბამის ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ინფორმაციას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ისმენს მოთხოვნისამებრ. 3. საქართველოს მთავრობა პარლამენტს ყოველწლიურად, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 აპრილისა, წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს. 4. პარლამენტი ამ მუხლში მითითებულ დოკუმენტებს განიხილავს ამ რეგლამენტის 238-ე მუხლის პირველი–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. ამ მუხლში მითითებული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. 6. პარლამენტი ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში მითითებული დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.
მუხლი 2283 1. საქართველოს მთავრობა პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, წარუდგენს: ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ ანგარიშს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც წინა წელს მიღებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია; ბ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების სამოქმედო გეგმას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, აგრეთვე ამ საქმეების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებსა და შუალედურ რეზოლუციებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს განიხილავს ამ რეგლამენტის 238-ე მუხლის პირველი–მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების საკომიტეტო განხილვისთვის მომზადების მიზნით წამყვანი კომიტეტი ეცნობა დაინტერესებული პირის/პირების მოსაზრებებსა და შეფასებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. 4. ამ მუხლში მითითებული დოკუმენტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. 5. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.“. 2. 229-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში, წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წელიწადში ერთხელ − სპეციალურ მოხსენებას, რომელთა განხილვის საფუძველზედაც პარლამენტი იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას. პარლამენტის დადგენილება უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის რეკომენდაციებს და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დადგენილების აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ რეგლამენტის 236-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით ან ცნობად მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 24 ივნისი 2016 წ. N5574-IIს |
დოკუმენტის კომენტარები