საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ

  • Word
საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1765
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 22/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.009.699
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1765
20/12/2006
სსმ, 172, 22/12/2006
230.150.020.22.033.009.699
საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/12/2006 - 08/02/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.009.699

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1765

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს საბაჟო ორგანოებს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებად განესაზღვროთ:

ა) საბაჟო საზღვრის გადაკვეთის ადგილებში საქონლის წარდგენასთან, დათვალიერებასთან, საბაჟო დოკუმენტების არსებობის დადგენასთან, ზოგად დეკლარირებასთან, საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით სხვა ქმედებების განხოციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას – სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტები (წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ახკერპი, გუგუთი, მტკვარი, ლაგოდეხი, სამთაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, თბილისის აეროპორტი, სარფი, ბათუმის აეროპორტი, ქუთაისის აეროპორტი, სენაკის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთის პორტი):

ბ) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოსაქცევად საქონლის წარდგენასთან, საბაჟო დეკლარირებასთან და დათვალიერებასთან, საბაჟო გადასახდელების გადახდასთან, სატრანსპორტო საშუალებებისა და პირადი ნივთების შემოწმებასთან, საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით სხვა ქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას – საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები შემდეგ მისამართებზე:

ბ.ა) ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7;

ბ.ბ) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;

ბ.გ) რუსთავი – ,,წითელი ხიდის“ ავტომაგისტრალის 56-ე კმ.;

ბ.დ) ქ. თბილისის აეროპორტი;

ბ.ე) ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში შენახული საქონლის მოქცევას);

ბ.ვ) ქ. თელავი, ერეკლე მეორის გამზ. №1 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში შენახულ საქონლის მოქცევას);

ბ.ზ) ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1;

ბ.თ) მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა;

ბ.ი) ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი;

ბ.კ) ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.ლ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე.

ბ.მ) ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ადლია, შპს ,,ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია;

ბ.ნ) ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.ო) ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №60;

ბ.პ) ქ. ფოთი, ხობის ქ. №7;

ბ.ჟ) ქ. ფოთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილება – მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;

ბ.რ) წყალტუბოს რაიონი, სოფ. ქვიტირი, ,,საბაჟო-კემპინგი“.

გ) საქონლის დროებითი დასაწყობების დროს – საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით (განსაკუთრებულ შემთხვევებში სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების, ავარიების, დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად ტექნიკის, აგრეთვე პირუტყვის შემოყვანის და მსგავს შემთხვევებში საზღვრის გადაკვეთის სხვა ადგილები) დაიშვება დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.

3. საბაჟო ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წერილობითი თანხმობა არაა საჭირო მუდმივ და დროებით საცხოვრებლად გადაადგილებულ პირთა, დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა, დიპლომატიურ და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) კუთვნილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისა და გრანტით შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას.

4. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 700 ლარამდე ღირებულების საქონელი, ამ პირის თხოვნის საფუძველზე, ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციას იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, სადაც მის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა. მიუხედავად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებისა, სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში – ,,წითელი ხიდი“, ,,გარდაბანი“, ,,სადახლო“, ,,ლაგოდეხი“, ,,სამთაწყარო“, ,,გუგუთი“, ,,ახკერპი“, ,,მტკვარი“, ,,ვალე“ და ,,ყაზბეგი” განხორციელდება მხოლოდ ექსპორტისა (ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 700 ლარამდე ღირებულების საქონლისა) და სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის საბაჟო რეჟიმებში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტების გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე.

5. ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 700 ლარამდე ღირებულების საქონელი ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციას იმავე მატარებელში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ადგილზე.

6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ღია/დახურული, დალუქული/დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული იმ საქონლის, რომლის სათანადო აღრიცხვა და საიმედო იდენტიფიცირება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე შეუძლებელია, საბაჟო დამუშავების ოპერაციის უახლოეს ადგილამდე ტრანსპორტირება განხორციელდეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის უშუალო თანხლებით და ზედამხედველობის ქვეშ.

7. საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროდ განისაზღვროს:

ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის – 900 საათიდან 1800 საათამდე. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;

ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოებისათვის – 00 საათიდან 24 საათამდე;

გ) ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროდ განისაზღვროს ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლის საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით გადაადგილებისთვის – აუცილებელი დროის პერიოდი.

8. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილებისა და დროის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 21 ივნისის №403 ბრძანებები.

9. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

38. 31/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 993 - სსმ, 172, 31/12/2010 37. 15/12/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 914 - სსმ, 165, 17/12/2010 36. 29/10/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 820 - სსმ, 141, 01/11/2010 35. 06/08/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 628 - სსმ, 98, 12/08/2010 34. 30/06/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 544 - სსმ, 79, 05/07/2010 33. 05/05/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 356 - სსმ, 52, 10/05/2010 32. 16/02/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 189 - სსმ, 29, 17/03/2010 31. 05/03/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 167 - სსმ, 24, 05/03/2010 30. 31/12/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 964 - სსმ, 160, 31/12/2009 29. 30/12/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 905 - სსმ, 159, 30/12/2009 28. 28/10/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 692 - სსმ, 132, 28/10/2009 27. 31/08/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 567 - სსმ, 107, 31/08/2010 26. 07/08/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 521 - სსმ, 98, 07/08/2009 25. 29/06/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 407 - სსმ, 79, 29/06/2009 24. 19/03/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 175 - სსმ, 33, 19/03/2009 23. 11/12/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 907 - სსმ, 178, 15/12/2008 22. 27/10/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 808 - 21. 20/10/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 792 - სსმ, 155, 24/10/2008 20. 27/08/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 683 - სსმ, 129, 03/09/2008 19. 11/07/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 594 - სსმ, 100, 15/07/2008 18. 27/05/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 559 - სსმ, 91, 27/06/2008 17. 16/06/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 515 - სსმ, 85, 17/06/2008 16. 07/04/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 332 - სსმ, 54, 10/04/2008 15. 28/02/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 211 - სსმ, 32, 29/02/2008 14. 25/02/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 180 - სსმ, 32, 29/02/2008 13. 06/02/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 116 - სსმ, 19, 07/02/2008 12. 18/01/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 78 - სსმ, 11, 24/01/2008 11. 18/01/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 62 - სსმ, 9, 22/01/2008 10. 03/01/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2 - სსმ, 3, 09/01/2008 9. 22/11/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1227 - სსმ, 169, 29/11/2007 8. 28/09/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1102 - სსმ, 139, 05/10/2007 7. 28/09/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1084 - სსმ, 138, 04/10/2007 6. 16/07/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 892 - სსმ, 103, 19/07/2007 5. 21/06/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 671 - სსმ, 88, 25/06/2007 4. 23/05/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 538 - სსმ, 76, 01/06/2007 3. 09/03/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 192 - სსმ, 32, 12/03/2007 2. 08/02/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 95 - სსმ, 19, 12/02/2007 1. 08/02/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 93 - სსმ, 18, 08/02/2007