დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 964 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 31/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.020.22.033.014.066 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.014.066
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №964
2009 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2331) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების 53 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„53. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილებად განისაზღვროს:
ა) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;
ბ) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;
გ) ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5;
დ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი“.“.
2. ბრძანების 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო პროცედურის არასამუშაო დროს განხორციელების მიზნით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წერილობით მიმართოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაო დროის დამთავრებამდე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები