დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 180 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/02/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.020.22.033.011.536 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.011.536
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №180
2008 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ა) თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ბ.ა.ა) ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7 (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცილებისას);
ბ.ა.ბ) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30 (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);
ბ.ა.გ) ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (მხოლოდ საფოსტო გზავნილების, დიპლომატიური მიზნებისათვის შემოტანილი საქონლის და საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლისას ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);
ბ.ა.დ) ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1 (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა);
ბ.ა.ე) მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა;
ბ.ა.ვ) ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778-1497 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
ბ.ა.ზ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე);
ბ.ა.თ) ქ. თბილისი, ვანის ქ. №1 (შპს „ინტერტრანსის“ საწყობის ტერიტორია) (მხოლოდ რკინიგზით გადაადგილებული საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის);
ბ.ა.ი) ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება, შპს „გაკო ტერმინალის“ საწყობის ტერიტორია (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცილებისას);
ბ.ა.კ) ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. №4, შპს „კასპიან კრედო & ჯორჯიას“ საწყობის ტერიტორია (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცილებისას);
ბ.ა.ლ) ქ. თბილისი, იუმაშევის ქ. №14, სს ,,ლილო 1“-ის საწყობის ტერიტორია (გარდა აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული აქციზური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორცილებისას).
ბ) ბრძანების 81 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საბაჟო საგუშაგო: ,,თბილისის აეროპორტი“ – თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები