დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1227 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 29/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.020.22.033.011.157 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.011.157
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1227
2007 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს ცვლილება და 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,81. ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოები სტრუქტურულად დაექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებს:
ა) საბაჟო საგუშაგო: ,,თბილისის აეროპორტი“ – რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს“;
ბ) საბაჟო საგუშაგოები: ,,ბათუმის პორტი“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები“, საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,სარფი“, ,,ბათუმის აეროპორტი“, – რეგიონალურ საბაჟო ,,დასავლეთს“;
გ) საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,წითელი ხიდი“, ,,სადახლო“, ,,გარდაბანი“, ,,ახკერპი“, ,,გუგუთი“, ,,მტკვარი“ – რუსთავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);
დ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“ - ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);
ე) საბაჟო გამშვები პუნქტი: „ყაზბეგი“ – გორის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);
ვ) საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,ლაგოდეხი“ და ,,სამთაწყარო“ – თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);
ზ) საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,ვალე“ და ,,ნინოწმინდა“– ახალციხის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას).“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 დეკემბრიდან.
ნ. გილაური
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები