დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 692 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 132, 28/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.020.22.033.013.697 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.013.697
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №692
2009 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებას (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) დაემატოს შემდეგი შინაარსის 57 პუნქტი:
„57. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილებულ, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომლის გავლითაც აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კვეთენ საქართველოს საბაჟო საზღვარს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები