,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 892
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 19/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.010.621
  • Word
892
16/07/2007
სსმ, 103, 19/07/2007
230.150.020.22.033.010.621
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.010.621

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №892

2007 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2331) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების მე-7 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – კალენდარული კვირის ყოველი დღის 900 – 1800 საათი, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;

ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოებისათვის – სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 0000 – 2400 საათი“.

ბ) ბრძანებას დაემატოს 71 და 72 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„71.    ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი საბაჟო ორგანოს მიმართავს წერილობით, სამუშაო დროის დამთავრებამდე არა უგვიანეს 2 საათით ადრე. საბაჟო დამუშავების ოპერაციის არასამუშაო დროს განხორციელების თაობაზე საბაჟო ორგანოს თანხმობა გამოიცემა საბაჟო გადაწყვეტილების ფორმით და წარმოადგენს რეგიონალური საბაჟოს ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

72. ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცვლიანობის განრიგი, არასამუშაო დროს (კალენდარულ კვირაში 40 საათზე მეტი) ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები, აგრეთვე 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასამუშაო დროს (კალენდარულ კვირაში 40 საათზე მეტი) ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები, აგრეთვე სხვა შესაბამისი საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი