,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 07/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.013.396
  • Word
521
07/08/2009
სსმ, 98, 07/08/2009
230.150.020.22.033.013.396
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.013.396

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №521

2009 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 1. ბრძანების 53 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,53. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული – საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ, ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილებად განისაზღვროს:

ა) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;

ბ) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;

გ) ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა.“.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 55 პუნქტი:

,,55. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის იმპორტის დროს ფიზიკური პირის მიერ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილად განისაზღვროს – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.“.

3. მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – კალენდარული კვირის ყოველი დღის 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე (გარდა ამ პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;“.

 4. ბრძანების მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:

,,ვ) ,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა ,,ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული – საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის – სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00:00 – 24:00 საათი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი