დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 407 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 29/06/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.020.22.033.013.237 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.013.237
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №407
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი პუნქტის:
ა) ,,ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ბ.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ ტერიტორია;“;
ბ) ,,ბ.გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.გ.ა) ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1;“;
გ) ,,ბ.ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ე.ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვიტირი, ,,საბაჟო-კემპინგი“;“;
დ) ,,ბ.ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ვ.ა) ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38;“;
ე) ,,ბ.თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.თ.ა) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1;“.
2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურების ჩატარებისას – საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების შემდეგი ადგილები:
ბ1.ა) ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;
ბ1.ბ) ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.“.
3. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე იმპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული 1500 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი, აგრეთვე ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელი, ამ პირის თხოვნის საფუძველზე, ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციას იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, სადაც მის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა. მიუხედავად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებისა, სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში –,,სამთაწყარო“, ,,ახკერპი“, ,,მტკვარი“ და ,,ყაზბეგი“ განხორციელდება მხოლოდ ექსპორტის (ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტების გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე.
5. ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 1500 ლარზე (იმპორტის შემთხვევაში) და 3000 ლარზე (ექსპორტის შემთხვევაში) ნაკლები საბაჟო ღირებუ-ლების საქონელი ექვემდებარება იმავე მატარებელში შესაბამისად იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში მოქცევას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ადგილზე.“.
4. 51 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:.
,,გ) ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა;“.
5. 53 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა.“.
6. მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
,,ე) ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) განყოფილებების შენობებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფებისათვის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სამუშაო დრო.“.
7. 71 და 72 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,71. ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი საბაჟო ორგანოს მიმართავს წერილობით, სამუშაო დროის დამთავრებამდე. საბაჟო დამუშავების ოპერაციის არასამუშაო დროს განხორციელების თაობაზე მიიღება საბაჟო გადაწყვეტილება – საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
72. ამ ბრძანების მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცვლიანობის განრიგი, არასამუშაო დროს ზეგანაკვეთური (კალენდარულ კვირაში 40 საათზე მეტი) სამუშაოს პირობები, აგრეთვე სხვა შესაბამისი საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 30 ივნისიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები