დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 567 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 31/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.020.22.033.013.507 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.013.507
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №567
2009 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების 54 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,54. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერების მეშვეობით დათვალიერების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების ადგილები განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
2. ბრძანების 55 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,55. ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,საფოსტო გზავნილით ან საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის იმპორტის დროს ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №22) გათვალისწინებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილად განისაზღვროს – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.“.
3. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 56 პუნქტი:
,,56. ფიზიკური პირის მიერ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გავლით საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,საფოსტო გზავნილით ან საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის იმპორტის დროს ფიზიკური პირის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №22) გათვალისწინებული საქონელი ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციას იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, სადაც მის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა.“.
4. მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ამ პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების გარდა სხვა შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის:
ა.ა) სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული, ასევე ამ პუნქტის ,,ა.ბ“ და ,,ა.გ“ ქვეპუნქტების გარდა სხვა საბაჟო პროცედურების განხორციელებისას – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – ყოველი კალენდარული კვირის პირველი ხუთი დღის (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10.00 საათიდან – 18.00 საათი, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების გარდა. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;“;
ა.ბ) რეგისტრირებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – ყოველი კალენდარული კვირის პირველი ხუთი დღის (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 00.00 საათიდან – 24.00 საათი, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების გარდა. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;“;
ა.გ) ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1 და ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №5ა-ში მდებარე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილებზე საზღვაო ტრანსპორტით საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით, აგრეთვე ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით გათვალისწინებული ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწერა-დახურვასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – ყოველი კალენდარული კვირის 00.00 საათიდან – 24.00 საათი, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების გარდა. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, ამ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო პროცედურები შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;“.
5. მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების რენტგენსკანერების მეშვეობით დათვალიერების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამისი ჯგუფისთვის – სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00.00 – 24.00 საათი.“.
6. ბრძანების 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,71. ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო პროცედურის არასამუშაო დროს განხორციელების მიზნით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წერილობით მიმართოს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს ამ ბრძანების მე-7 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაო დროის დამთავრებამდე არა უგვიანეს 2 საათისა. საბაჟო პროცედურის არასამუშაო დროს განხორციელების ან განუხორცილებლობის თაობაზე საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საბაჟო ორგანოს მოსამსახურის მიერ;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები