დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 907 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 178, 15/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.020.22.033.012.465 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.012.465
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №907
2008 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხლი 2331) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანებას დაემატოს 54 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,54. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერების მეშვეობით დათვალიერების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის სპეციალური საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების ადგილები განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
2. ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საბაჟო პროცედურების განხორციელების დროდ განისაზღვროს:
ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – კალენდარული კვირის ყოველი დღის 1000 საათიდან – 1800 საათამდე, დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;
ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოებისათვის – სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 0000– 2400 საათი;
გ) ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროდ განისაზღვროს ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებლის საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით გადაადგილებისთვის აუცილებელი დროის პერიოდი;
დ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოების განთავსების ადგილზე, ან ამ ადგილიდან 10 კმ-ის რადიუსში საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერების მეშვეობით დათვალიერების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის სპეციალური საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს შესაბამისი ჯგუფისთვის – სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 0000 – 2400 საათი.“.
3. ბრძანების 72 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,72. ამ ბრძანების მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცვლიანობის განრიგი, არასამუშაო დროს (კალენდარულ კვირაში 40 საათზე მეტი) ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები, აგრეთვე 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასამუშაო დროს (კალენდარულ კვირაში 40 საათზე მეტი) ზეგანაკვეთური სამუშაოს პირობები, აგრეთვე სხვა შესაბამისი საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები