დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 792 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 24/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.020.22.033.012.283 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.012.283
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №792
2008 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანების (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხლი 2331) პირველი პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ა.) თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია):
ბ.ა.ა) ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;
ბ.ა.ბ) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;
ბ.ა.გ) ქ. მცხეთა, მუხრანის ქ. №17;
ბ.ა.დ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე);
ბ.ა.ე) ქ. გორი, მოსკოვის ქ. № 1, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-653 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 27 ოქტომბრიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები