დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 09/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.020.22.033.011.325 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.011.325
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №2
2008 წლის 3 იანვარი
ქ. თბილისი
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06 წ., №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოსათვის – სამუშაო დრო (სამუშაო დროში არ ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული შესვენების დრო) – კალენდარული კვირის ყოველი დღის 1000 საათიდან – 1800 საათამდე, დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს არასამუშაო დროსაც;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები