„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 139, 05/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.010.9020
  • Word
1102
28/09/2007
სსმ, 139, 05/10/2007
230.150.020.22.033.010.9020
„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.020.22.033.010.902

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1102

2007 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06წ., №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს ცვლილება და 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81.  ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოები სტრუქტურულად დაექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებს:

ა) საბაჟო საგუშაგო ,,თბილისის აეროპორტი“, საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,წითელი ხიდი“, ,,სადახლო“, ,,გარდაბანი“, ,,ახკერპი“, ,,გუგუთი“, ,,მტკვარი“, ,,ყაზბეგი“ – რეგიონალურ საბაჟო ,,აღმოსავლეთს“;

ბ) საბაჟო საგუშაგოები: ,,ბათუმის პორტი“, ,,ფოთისა და ყულევის პორტები“, საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,სარფი“, ,,ბათუმის აეროპორტი“, ,,ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები“ – რეგიონალურ საბაჟო ,,დასავლეთს“;

გ) საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,ლაგოდეხი“, ,,სამთაწყარო“ – თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას);

დ) საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,ვალე“, ,,ნინოწმინდა“ – ახალციხის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას)“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.

ნ. გილაური