,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 24/01/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.000.22.033.011.422
  • Word
78
18/01/2008
სსმ, 11, 24/01/2008
230.150.000.22.033.011.422
,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.000.22.033.011.422

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №78

2008 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის  20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. ბრძანებას დაემატოს 51 და 52 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,51. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №12 – ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ გათვალისწინებული საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილებად განისაზღვროს:

ა) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30;

ბ) წყალტუბოს რ-ნი, სოფ. ქვიტირი, ,,საბაჟო კემპინგი“;

გ) ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. №11;

დ) ქ. ფოთი, ხობის ქ. №7.

52. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთებისა ან/და არა უმეტეს 20 ლიტრი ბენზინის დეკლარირება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ნ. გილაური