დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 820 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 01/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230150020.22.033.016034 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №820
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხლი 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.თ“ ქვეპუნქტი:
„ბ.თ) გაფორმების დეპარტამენტი:
ბ.თ.ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.;
ბ.თ.ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ.;
ბ.თ.გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“ – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.“.
2. 54 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების განხორციელების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
3. მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფისათვის – სამუშაო დრო – კალენდარული კვირის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) ყოველი დღის 00.00-24.00 საათი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ნოემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები